სანდრო ბრეგაძე: აფხაზეთის მთავრობა დასაშლელია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ხელმძღვანელ პირებს... რამდენიმე ათასი დოლარი ქრთამის მიცემის შემდეგ იყო და არის შესაძლებელი დევნილისთვის ბინის ურიგოდ მიღება
16-01-2022, 20:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთის მთავრობა დასაშლელია, მათი საქმეები შესასწავლი და შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ხელმძღვანელ პირებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დევნილთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე წერს.

 


მისი თქმით, უწყებაში კორუფცია მძვინვარებს და რამდენიმე ათასი დოლარი ქრთამის მიცემის შემდეგ იყო და არის შესაძლებელი დევნილისთვის ბინის ურიგოდ მიღება.

 


„მე, როგორც დევნილთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი გახლდათ სრულიად არასამართლიანი და კორუფციის ბუდე.

 


სწორედ ეს გახლდათ 2 თვეში ჩემი სამინისტროდან წამოსვლის მიზეზი.

 


როდესაც კორუფციაზე ამოვიღე ხმა, დავიწყე მექრთამე კადრების გამოვლენა, სამსახურიდან გაგდება, მათი ბნელი საქმეების შემოწმება - რამდენიმე დღეში მომხსნეს, ჩემს მიერ დაწყებული გამოძიებები შეწყვიტეს და სხვა სამინისტროში გადამიყვანეს.

 

 

ამაზრზენია, რომ ყველამ კარგად იცის, რამდენიმე ათასი დოლარი ქრთამის მიცემის შემდეგ იყო და არის შესაძლებელი დევნილისთვის ბინის ურიგოდ მიღება.

 


სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს - ერთადერთი პატიოსანი კაცი დევნილთა სამინისტროში ყოფილი მინისტრი დარახველიძე გახლდათ (რომელიც ასევე გაათავისუფლეს) - ამავე დროს შეგიძლიათ სხვა მინისტრების და მათი მოადგილეების მილიონიან ქონებებს გადახედოთ და დარწმუნდებით თუ რამხელა ფული იშოვეს დევნილების ხარჯზე ამ ავაზაკებმა.

 


გენერალურმა პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაიწოს აფხაზეთის მთავრობის, დევნილთა სამინისტროს წარსული და ახლანდელი საქმიანობის შესწავლა, გამოიკვლიოს კორუფციის ფაქტები, გააუქმოს არასამართლიანად ჩატარებული ბინების განაწილების გადაწყვეტილებები და დევნილებთან მიმართებაში აღადგინოს სამართლიანობა“, - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

 

კომენტარები: 161
#1   Zachary
      
wordpress tworzenie
For most recent news you have to pay a quick visit the web and on the web I found this web page as a most excellent website for hottest updates.
17 იანვარი 2022 13:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი