კახა კალაძე: 2020 წლის არჩევნებთან შედარებით, წელს თბილისში მმართველ პარტიას 45 113-ით მეტმა ამომრჩეველმა გამოუცხადა მხარდაჭერა
30-10-2024, 20:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ეს ერთიანობა, რაც 2012 წლის შემდეგ პირველად ვიხილეთ, არის გარანტი იმისა, რომ წარმატებით დავძლევთ ყველა გამოწვევას, გაგრძელდება ეკონომიკური განვითარება, წინსვლა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არჩევანი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე გააკეთა.

„მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება, რომელმაც ჩაიარა მშვიდ, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირ-ის შეფასება, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა, არჩევანი გააკეთა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე, მშვიდობასა და წინსვლაზე და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას”.

მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნისა და ასევე, იმ პოლიტიკური გუნდის მიმართ, რომელიც იცავდა და კვლავაც დაიცავს, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. ეს შემართება, ერთიანობა, რაც აღნიშნულ არჩევნებზე ჩანდა, 2012 წლის შემდეგ პირველად ვიხილეთ. მთელი საარჩევნო კამპანიის დროს, ხალხის მხრიდან ვგრძნობდით ამ თანადგომას. ეს ყველაფერი არის გარანტი იმისა, რომ წარმატებით დავძლევთ ყველა გამოწვევას, გაგრძელდება ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, გადაიდგმება ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანებისკენ და შესრულდება ყველა ვალდებულება ევროინტეგრაციის გზაზე.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას და მათ უსუსურ მცდელობას, ათასგვარი მანიპულაციით, საზოგადოების დეზინფორმირებით, ტყუილებით შექმნან საპროტესტო მუხტი, რასაკვირველია, იგი განწირულია მარცხისთვის. ეს დღეებია ვხედავთ მხოლოდ უსუსურ ბრალდებებს ყოველგვარი ფაქტების გარეშე. მთელ ძალისხმევას ხარჯავენ ე.წ. ფეიკ ნიუსების შექმნაში, საზოგადოების დეზინფორმირებაში, ნაცვლად იმისა, რომ გააანალიზონ საკუთარი შეცდომები. არანაირი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გუშინდელ დღემდე ყველაზე ძლიერი არგუმენტი იყო ის, რომ ერთ-ერთ უბანზე ორმა დამკვირვებელმა ერთმანეთი გადაკოცნაო, თუმცა, გუშინ კიდევ ერთი ახალი არგუმენტი წარმოადგინეს, რომელიც ეხება ერთ-ერთ „მილიონერ ქალბატონს“, რომელიც მათი თქმით, ბეჭდებით იჯდა სარჩევნო უბანზე და თავისი ღიმილით ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებდა. ეს არის მათთვის ყველაზე ძლიერი არგუმენტი. დანარჩენს ალბათ „თენგო გვეტყვის“.

ეს ის პოლიტიკური პარტიებია, რომელთაც საარჩევნო კამპანიაც კი არ უწარმოებიათ, რადგან არ ჩათვალეს საჭიროდ ამომრჩეველთან საუბარი. რა ნამუსით უნდა მისულიყო ხალხთან გვარამია, მელია, ხაზარაძე, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საზოგადოებას თავი ბოროტებით და სიბინძურით დაამახსოვრეს? მთელი ამ ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ სამარცხვინო კამპანიას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, აბულინგებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მონებად აცხადებდნენ ყველას, ვინც მათგან განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებდა. არ დატოვეს არცერთი სფერო - სპორტი, ხელოვნება, ბიზნესი, ყველას აყენებდნენ შეურაცხყოფას. მიმდინარეობდა მიზანმიმართული ბულინგი, სოციალურ მედიაში ზიზღის კამპანია და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა არჩევნების შედგით.

ეს ადამიანები თავის ე.წ. ფეისბუქ ბაბლში არიან ჩაკეტილები და საერთოდ არ აინტერესებთ ირგვლივ რა ხდება. არანაირი წვდომა არ აქვთ იმ რეალურ მდგომარეობაზე, რაც ხდება. ასევე, თავისი კამპანიით, ტყუილებით აჯერებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ იგებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ მარცხი ყველას და ყველაფერს დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.

„2012 წლიდან მოყოლებული, თქვენ მიერ ჩატარებული ყველა გამოკითხვა, ეგზიტპოლი რეალობას აცდენილია. სწორედ ამ მოცემულობით გქონდათ მცდელობა, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოგეტყუებინათ, გეწარმოებინათ ისეთი კამპანია, სადაც ამომრჩეველს აჯერებდით, რომ ვითომ იგებდით. ყველას და ყველაფერს დააბრალეთ არჩევნებში მარცხი, საკუთარ თავის გარდა. არავის უსაუბრია პრობლემებზე და მარცხის რეალურ მიზეზებზე. თქვენ საკუთარ ამომრჩეველს აგინეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ. ამბობდით, ახალგაზრდა თაობამ წაგვაგებინა არჩევნებიო, ე.წ. ჯენზის აგინეთ. მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია. ამიტომ ხართ ამ მდგომარეობაში, რომელშიც ხართ. საქართველოში ბოროტება, სიყალბე, სიბინძურე ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის.

ჩვენი მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი, სამართლიანი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყნის მართვა მიანდოს ყველანაირ სიბინძურეზე წამსვლელ ადამიანებს. რა ქვეყანა უნდა განდოთ თქვენ? ზამთარში შეიძლება თოვლის გუნდა არ განდოთ, არათუ ქვეყნის მართვა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ბოროტებითა და სიბინძურით, რასაც კადრულობდით ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საუბრის დასასრულს თბილისელ ამომრჩეველს მიმართა და მათ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბოლოს, როგორც თბილისის მერმა, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თბილისელებს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანზე „ქართულმა ოცნებამ“, სხვა პარტიებთან შედარებით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. საზოგადოებას ატყუებენ, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამო“. არადა  263 128 თბილისელმა გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“.  აქვე შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 218 015 თბილისელმა დაუჭირა მხარი მმართველ პარტიას, ანუ წელს 45 113-ით მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გპირდებით, რომ გავუფრთხილდებით თქვენს ნდობას, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ ამ ქალაქისა და ქვეყნის შენებას. ვერანაირი ბოროტი ძალა და რადიკალიზმი ვერ შეაჩერებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები: 366
#366   Florida
      
References:


Newest neosurf casinos australia best neosurf online casino australia
5 ოქტომბერი 2026 08:05
#365   Dollie
      
References:


Neosurf casino vip program australia http://gjglm.com/
4 ოქტომბერი 2026 17:46
#364   Kris
      
References:


$10 deposit bonus casino neosurf australia neosurf casinos australia
4 ოქტომბერი 2026 15:37
#363   Bandar Togel
      
Great article with meaningful insights, thanks for helping readers understand complex topics. Bandar Togel
4 ოქტომბერი 2026 06:43
#362   Cameron
      
References:


Neosurf online pokies aus https://text.dsf.hs-heilbronn.de/
4 ოქტომბერი 2026 05:47
#361   Virginia
      
References:


Neosurf no verification casino australia neosurf casino
comparison australia
4 ოქტომბერი 2026 05:44
#360   Lukas
      
References:


Payid pokies sites payid pokies app
2 ოქტომბერი 2026 10:02
#359   Gail
      
References:


Payid minimum deposit pokies instant payid withdrawal pokies australia
1 ოქტომბერი 2026 02:36
#358   Cornell
      
References:


$5 payid pokies australia http://bbs.abcdv.net/home.php?mod=space&uid=2105584
1 ოქტომბერი 2026 00:17
#357   Christa
      
References:


Real money pokies payid top payid pokies australia
29 სექტემბერი 2026 12:33
#356   Poppy
      
References:


New payid pokies australia payid pokies
withdrawal
29 სექტემბერი 2026 11:35
#355   Anja
      
References:


Jackpot pokies payid payid
pokies app
28 სექტემბერი 2026 16:28
#354   Barb
      
References:


Payid pokies instant withdrawal australia fast
withdrawal pokies australia payid
26 სექტემბერი 2026 22:37
#353   Gina
      
References:


Payid pokies instant withdrawal australia free payid pokies
26 სექტემბერი 2026 03:52
#352   Reed
      
References:


Legale Sofort Casinos https://www.88m2.com/?301491
24 სექტემბერი 2026 13:20
#351   Madison
      
References:


Legale sofort casinos deutschland bbs.mofang.com.tw
24 სექტემბერი 2026 06:47
#350   Shelley
      
References:


Casino mit sofort zahlung https://www.brainchips.liuyanze.com/
24 სექტემბერი 2026 06:27
#349   Lucinda
      
References:


Casino mit klarna sofortüberweisung wulanbatuoguojitongcheng.com
24 სექტემბერი 2026 00:57
#348   Patty
      
References:


Mobile casino sofort echtgeld casino
sofortüberweisung
23 სექტემბერი 2026 21:17
#347   Lilia
      
References:


Direct bank transfer payid pokies brainchips.liuyanze.com
23 სექტემბერი 2026 11:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 19წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი