რატი ბრეგაძე: ამაზრზენია, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილის ნება-სურვილის დასაკმაყოფილებლად არ ერიდებიან თანხების გადახდას, რომ ამერიკელი სენატორები დაარწმუნონ და საქართველოს წინააღმდეგ გატარდეს სანქციები
20-07-2023, 11:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ამაზრზენია, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილის ნება-სურვილისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად ეს ადამიანები არ ერიდებიან თანხების გადახდას იმისთვის, რომ ამერიკელი სენატორები დაარწმუნონ და საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ გატარდეს სანქციები. ამაზე დიდი მავნებლობა შეუძლებელია წარმოვიდგინოთ. სიმართლე არ იყიდება, ის აუცილებლად პოულობს თავის გზას ადრე თუ გვიან. სიმართლე არის საქართველოს და ქართველი ხალხის მხარეს“, - ამის შეახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სტმურობისას განაცხადა.

 

 

„ევროპული ღირებულება არის სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა და პოლიტიკურმა ავანტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ – შესაძლოა, მათ ნახონ გარკვეული მოკავშირეები როგორც ევროპაში, ისე ნებისმიერ სხვა კონტინენტზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისინი დაასრულებენ ისეთივე კრახით საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, როგორი კრახითაც დაასრულეს სულ ცოტა ხნის წინ და, ასევე, ნებისმიერ არჩევნებზე...

 


„საზოგადოებამ კარგად იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ ცოდვილობა. მათ აღარ აქვთ საქართველოს მოსახლეობის ნდობა – ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

რატი ბრეგაძის შეფასებით, ოპოზიციამ საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცმელობა დაამკვიდრა.

 


„ისინი აიძულებდნენ სკოლაში, მაგალითად, სიმაღლის მიხედვით დაყენებულ ბავშვებს, ეძახათ მათი ბელადის, ამჟამად მსჯავრდებულ სააკაშვილის, სახელი. პიროვნების ამგვარი კულტი ბოლშევიკებსაც შეშურდებოდათ; განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას შორის – ისინი თავიანთ საარჩევნო კლიპში ადიდებდნენ ერთ პიროვნებას, ხოლო ჩვენ მივუძღვენით საარჩევნო კლიპი საქართველოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

მან თქვა, რომ ქართული მხარე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შინაარსს არ ეთანხმება.

 

 

„ჩვენ ველოდით უფრო მეტს და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შინაარსს არ ვეთანხმებით; მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარ პოზიცია პოლონელი ექიმის სრულიად გაუგებარი ქცევის გამო, მაგრამ ჩვენ ამ განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამოხატვის შემცველი“.

 


„ჩვენ ვრჩებით ჩვენი პირობის ერთგული – სააკაშვილის ოჯახს ექნება იმის შესაძლებლობა, ჩამოიყვანოს ექიმები, თუმცა, ექიმების ამ ჯგუფთან ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

მან არახამიას შესახებაც გააკეთა კომენტარი და ურჩია, რომ პირველ რიგში, იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც თავად არის.

 


„როდესაც ფსევდოქართველი პატრიოტი არახამია აკეთებს განცხადებებს, კეთილი ინებოს და ერთხელ მაინც ქართულ ენაზე მიმართოს საზოგადოებას – მას ვურჩევდი, პირველ რიგში, იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც თავად არის, ხოლო უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ქვეყნის გამთლიანებას და მშვიდობას", - თქვა მინისტრმა.

 


ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის გადაწყვეტილებას, საქართველოს ელჩს დაეტოვებინა ქვეყანა, „დიპლომატიური პრაქტიკისთვის აქამდე უცნობი აქტი“ უწოდა.

 


„უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ელჩისთვის იმის მოწოდება, რომ დაეტოვებინა უკრაინა და წამოსულიყო საქართველოში, დიპლომატიური პრაქტიკისთვის არის აქამდე უცნობი აქტი, მსგავსი რამ არ ხდება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

კომენტარები: 121
#1   Video chat con chicas
      
Chatroulette is a web chat platform that gained popularity for its random video chat capabilities. These are the main features of Chatroulette: Video chat con chicas
23 ივლისი 2023 00:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი