I ქვეით ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა
30-04-2017, 05:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები 26 წლის გახდა. საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით, გორში დისლოცირებულ I ქვეით ბრიგადას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ესტუმრნენ.

 


მთავრობის მეთაურმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

 

 

 

 


მემორიალის შემკობის შემდეგ, პრემიერ მინისტრმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან გუშინ დაბრუნებულ I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეულს შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები გაიხსენა და დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში ქართული ჯარის როლი აღნიშნა. „ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული,“ მიმართა მთავრობის მეთაურმა ქართულ ქვედანაყოფს.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. მან თითოეული რიგითის, სერჟანტის, ოფიცრის ღვაწლი აღნიშნა და განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო, გიყვარდეს სამშობლო და დაიცვა ეროვნული ღირსება.

 

 

 

 

 


სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად „გმირების ხეივნის“ გამწვანებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

 

 

 

 


მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერეს და ჯარისკაცების ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

 

 

 

 


საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას გორში, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი, ზაალ კაპანაძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკები ნიკოლოზ ჯანჯღავა, ზაზა ჩხაიძე და შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

 


ქართული არმიის დღესთან დაკავშირებით, ბრიგადაში კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა. ოფიციალურ პირებთან ერთად, სამხედრო ბაზას სამხედროების ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეებიც ესტუმრნენ.

 


1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ, ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 217
#97   Amelie
      
References:


Boogie nights hollywood casino

References:
intensedebate.com
31 იანვარი 2026 07:55
#96   Christi
      
References:


South point casino

References:
https://historydb.date/
31 იანვარი 2026 04:40
#95   Tim
      
References:


Brimley casino

References:
fakenews.win
31 იანვარი 2026 01:34
#94   Leland
      
diseases that cause long-term or permanent damage
are called

References:
browning-eliasen.federatedjournals.com
29 იანვარი 2026 14:59
#93   Lilliana
      
muscle growth pills gnc

References:
http://toxicdolls.com
29 იანვარი 2026 13:16
#92   Zac
      
bodybuilder health problems

References:
https://www.askocloud.com/index.php/user/towercost1
29 იანვარი 2026 12:48
#91   Iris
      
oral steroids for sale

References:
escatter11.fullerton.edu
29 იანვარი 2026 07:34
#90   Christal
      
References:


Casino maryland

References:
https://fitzsimmons-neumann.mdwrite.net
28 იანვარი 2026 04:44
#89   William
      
References:


No deposit bonuses

References:
classifieds.ocala-news.com
28 იანვარი 2026 04:25
#88   Kam
      
alpha mass stack

References:
oceanflat3.bravejournal.net
26 იანვარი 2026 23:33
#87   Sondra
      
herbal steroids

References:
http://theconsultingagency.com
26 იანვარი 2026 18:34
#86   Minerva
      
References:


Casino texas

References:
http://jobboard.piasd.org/author/baytaste29
25 იანვარი 2026 04:06
#85   Juliane
      
References:


Luxury casino

References:
https://eskisehiruroloji.com/
25 იანვარი 2026 03:16
#84   Lynwood
      
22 იანვარი 2026 14:33
#83   Angel
      
%random_anchor_text%

References:
https://timeoftheworld.date/
22 იანვარი 2026 13:35
#82   Elida
      
when did steroids become popular

References:
https://funsilo.date/
21 იანვარი 2026 09:31
#81   Soila
      
losing weight on steroids

References:
nephila.org
21 იანვარი 2026 09:29
#80   Kacey
      
References:


Testosterone anavar before and after

References:
bateman-guy-2.federatedjournals.com
20 იანვარი 2026 08:26
#79   Simone
      
16 იანვარი 2026 16:12
#78   Jerri
      
References:


Anavar steroid before and after

References:
lovebookmark.win
10 იანვარი 2026 01:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი