„სტუდენტური ფესტივალი - 2019“ 7 მაისს გაიხსნება
06-05-2019, 16:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, 7–16 მაისს, თბილისში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება სტუდენტური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 50 000-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი.

 


10 დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში ჩატარდება ფესტივალთან დაკავშირებული ყველა აქტივობა: გახსნისა და დახურვის ცერემონიები, სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები - საერთო ჯამში 20-მდე მასობრივი ღონისძიება.

 


ფესტივალი მოიცავს საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს. საკონკურსო ნაწილი ითვალისწინებს შეჯიბრებებს უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის 3 სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) და სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს 4 მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა).

 


ფესტივალის ფარგლებში, ქართულ სტუდენტურ საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, არასაკონკურსო ჩვენებების სახით განხორციელდება არაერთი აქტივობა, რომელშიც ჩაერთვება საქართველოში მცხოვრები 60-ზე მეტი ქვეყნის 5000-მდე უცხოელი სტუდენტი, რაც ხელს შეუწყობს უცხოელი სტუდენტების კულტურული იდენტობის წარმოჩენას და გაცნობას ქართული აუდიტორიისთვის. არასაკონკურსო აქტივობები ასევე ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების ტრადიციების წარმოჩენას იქ მცხოვრები სტუდენტების მიერ.

 

 

არასაკონკურსო მიმართულება მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ეთნოკულინარიული გამოფენა; სპორტული ღონისძიებები(კრიკეტი, ბადმინტონი); მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

 


ფესტივალს ეყოლება გამარჯვებული უნივერსიტეტი, რომელიც გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობით.

 


ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება, სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 105
#5   George Belly
      
Thank you for excellent write-up. Aspire to see a lot more quickly. Pump Station Construction
24 იანვარი 2025 00:36
#4   wilson smith
      
Very nice post. I just stumbled upon your weblog and wanted to say that I have really enjoyed surfing around your blog posts. After all I will be subscribing to your rss feed and I hope you write again soon! виза за земљу Јапан
21 იანვარი 2025 00:05
#3   wilson smith
      
I’ve been absent for some time, but now I remember why I used to love this blog. Thank you, I’ll try and check back more often. How frequently you update your web site? britisk visum for peruanske statsborgere
18 იანვარი 2025 01:16
#2   wilson smith
      
This article is an engaging abundance of enlightening information that is intriguing and elegantly composed. I praise your diligent work on this and thank you for this data. You have what it takes to get consideration. ຄວາມຕ້ອງການເອກະສານຄົບຖ້ວນສໍາລັບ evisa ສີລັງກາ
13 იანვარი 2025 06:25
#1   mudassir
      
This is such a great resource that you are providing and you give it away for free. I love seeing blog that understand the value of providing a quality resource for free. पेरू देश के लिए वीज़ा
11 იანვარი 2025 04:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი