ზელენსკიმ დასავლეთს უთხრა: „წლებია, ჩვენ გვესმოდა, თუ როგორ ღიაა NATO-ს კარი წევრობისთვის, მაგრამ ახლა გვესმის, რომ ვერ შევდივართ. და ეს სიმართლეა და ეს უნდა იყოს აღიარებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იწყებს ამის გაგებას“
16-03-2022, 09:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე ზეწოლას, რომ ოფიციალურად თქვას უარი ნატოში გაწევრიანებაზე, დათანხმდეს ნეიტრალიტეტს და ოფიციალურად აღიაროს დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის სეპარატისტული პროვინციები, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ჰორიზონტზე არ ჩანს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში კი, უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე პუტინისგან წამოსული ინიციატივის განსახილველად მოლაპარაკებების დაწყება დასაშვებად მიიჩნია. 

 

 

„წლებია, ჩვენ გვესმოდა, თუ როგორ ღიაა კარი (ნატოს წევრობისთვის), მაგრამ ახლა გვესმის, რომ ვერ შევდივართ. და ეს სიმართლეა და ეს უნდა იყოს აღიარებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იწყებს ამის გაგებას და ეყრდნობა საკუთარ თავს და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის გაერთიანებული საექსპედიციო ძალის ლიდერებთან ვიდეო მიმართვისას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც ესწრებოდა.

 

 

„ალიანსის ზოგიერთ სახელმწიფოს შეეშინდა და თქვა, რომ პასუხს ვერ გასცემენ. რომ უკრაინის ცაზე რუსულ რაკეტებსა და თვითმფრინავებს ვერ შეეჯახებიან. რადგან, მათი თქმით, ეს გამოიწვევს ესკალაციას, გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს. და რას იტყვიან, თუ რუსეთი უფრო შორს წავა ევროპაში, თავს დაესხმება სხვა ქვეყნებს? დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვიან, რასაც ამბობენ უკრაინაზე. ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი არასოდეს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორც ახლა. ეს მხოლოდ ჩვენი აზრია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

იგი აცხადებს, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები „უფრო რეალისტურად ჟღერს, მაგრამ ჯერ კიდევ დროა საჭირო“ გარღვევის მისაღწევად.

 


თავის „ფეისბუქის“ ბოლო ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ რუსეთზე გამარჯვება მოითხოვს უკრაინის ყველა მოქალაქის მუშაობას, მათ შორის მოლაპარაკებების ჯგუფის, რომელიც ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს Zoom-ის საშუალებით. მოლაპარაკებები ოთხშაბათს უნდა გაგრძელდეს. 

 

 

უკრაინელმა მომლაპარაკებელმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს იყო „ფუნდამენტური წინააღმდეგობები“, მაგრამ „რა თქმა უნდა, სივრცეც კომპრომისისთვის“.

 

კომენტარები: 81
#1   amna
      
This is actually the kind of information I have been trying to find. Thank you for writing this information. 꽁머니 1만
17 მარტი 2022 01:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი