თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა მიაწოდა.
„ტრავმა იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა", განაცხადა ექიმმა, რომლის ინფორმაციითაც, სპეცრაზმელი 41 წლის იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.