პოლიტიკური პარტიის ლიდერობა, აღმასრულებელი თუ კერძო სტრუქტურა - საით წავა ღარიბაშვილი?!
04-01-2016, 07:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ეჭვობს, ყოფილ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკური პარტიის შექმნის სურვილი ჰქონდეს. მისი აზრით, ღარიბაშვილს შესაძლოა, არა საჯარო პოლიტიკაში, არამედ აღმასრულებელ ან კერძო სტრუქტურებში საქმიანობის გაგრძელების სურვილი გააჩნდეს.


"ყველას და მათ შორის, რა თქმა უნდა, ყოფილ პრემიერსაც შეუძლია, პოლიტიკური პარტია შექმნას, უბრალოდ არა მგონია, თვითონ ღარიბაშვილს ჰქონდეს ამ ტიპის პერსპექტივის სურვილი. ვერ ჩავთვლიდი, რომ ღარიბაშვილს პოლიტიკაში კომფორტულად ყოფნა ეტყობოდა. არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს კომფორტია, თუმცა, ასევე არიან ადამიანები, იგივე ბიძინა ივანიშვილი, ვისთვისაც პოლიტიკაში ყოფნა დისკომფორტს წარმოადგენს. მე მგონი, პოლიტიკაში ყოფნა ღარიბაშვილისთვისაც დისკომფორტს წარმოადგენს. ნებისმიერი პერსპექტივა იწყება ადამიანის სურვილისგან და ეს სურვილი, პოლიტიკური პარტიის შექმნის, არა მგონია რომ ღარიბაშვილს ჰქონდეს. მე მგონი, საჯარო პოლიტიკის მიმართულებით მისი კარიერა არ განვითარდება. შეიძლება აღმასრულებელ ან კერძო სტრუქტურებში მოუნდეს ყოფნა", - განაცხადა საყვარელიძემ.


რამაზ საყვარელიძემ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომაც შეაფასა და თქვა, რომ მისი წასვლის თარიღი სწორედ რომ მის მიერვე იყო შერჩეული, რადგანაც "გუნდი ამ გადაწყვეტილებას მოუმზადებელი დახვდა".


"ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ ღარიბაშვილმა ფაქტის წინაშე დაგვაყენაო. შეიძლება იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ახალი პრემიერი არის საჭირო, მაგრამ თარიღის მხრივ, როგორც ჩანს, ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო. ეს იქიდანაც ჩანს, რომ გუნდი ამ გადაწყვეტილებას მოუმზადებელი დახვდა. პროცესს არ ეტყობა წინასწარი მომზადება. ამიტომ მგონია, რომ ივანიშვილი გულახდილი იყო, როცა ეს თქვა და საახალწლოდ წასვლა მეტ-ნაკლებად ღარიბაშვილის ინიციატივა იყო", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

კომენტარები: 781
#1   Isis
      
Hello there, You have done an incredible job. I will certainly digg
it and personally suggest to my friends. I'm confident they will be benefited from this site.



Here is my homepage: Werner
9 მარტი 2022 14:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი