შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა
18-07-2020, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა.

 

 

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი - გურამ დავითაშვილი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - ეკატერინე მაჭავარიანი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე - მონიკა ჩაკი დაესწრნენ.

 

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობა მესაზღვრე-ოფიცრებს დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და მათი ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება.

 

 

აღნიშნული აღჭურვილობა IOM-მა შეიძინა პროექტის - „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ - ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

 

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 64
#4   AAA
      
Affordable tours… […]the time to read or visit the content or sites we have linked to below the[…]… 인터넷카지노
26 აგვისტო 2024 11:39
#3   AAA
      
Thank you for sharing this good write-up. Very inspiring! (as always, btw) 울산웨딩박람회
17 აგვისტო 2024 11:31
#2   bunny jack
      
The thing i like about your blog is that you always post direct to the point info. 수원웨딩박람회
12 აგვისტო 2024 15:33
#1   AAA
      
Good post. I’m a regular visitor of your website and appreciate you taking the time to maintain the excellent site. I’ll be a regular visitor for a long time. 서울웨딩박람회
11 აგვისტო 2024 10:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი