მარნეულის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი მამედ პირიევი: ჩვენ გარშემო სულ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და ამიტომაც, უფროსმა თაობამ ცუდად ვიცით ქართული, თუმცა ახალგაზრდები კარგად ფლობენ სახელმწიფო ენას
26-11-2022, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, მამედ პირიევის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს 2022 წელს პირველად მიეცათ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება. მისი თქმით, ზემო სარალის საჯარო სკოლიდან გამოცდაზე გასულმა თარგულ იუსუფოვამ 10 კრედიტი დააგროვა და 48-საათიანი ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ იგი აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი მამედ პირიევი

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ის მამედ პირიევმა უთხრა, ზემო სარალის საჯარო სკოლაში 2022-23 სასწავლო წელს მატებაა და 130 მოსწავლე ირიცხება, დასაქმებული 29 პედაგოგიდან 11 უფროსი მასწავლებელია, ერთი - ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნათია გოგიაშვილი - წამყვანი, დანარჩენები კი პრაქტიკოსი. ერთ-ერთმა პედაგოგმა, აფის პირიევმა კი, 3 საგანი - ისტორია, გეოგრაფია და ბუნება - ჩააბარა და აღნიშნული საგნების უფროსი მასწავლებელი გახდა.

 

 

 


თავად მამედ პირიევი გეოგრაფიას ასწავლის და საგნის გამოცდაზე ჯერ არ გასულა, თუმცა მომავალში აპირებს. მან პედაგოგიური უნივერსიტეტი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაამთავრა, რის შემდეგაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და უკვე 45 წელია სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის, 1998 წლიდან კი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს.

 

 

 

 

მამედ პირიევი დირექტორთა სერტიფიცირებაში მონაწილეობას აპირებს და უკვე დარეგისტრირდა კიდეც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს, თუმცა სამინისტროს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია, თუ როდის ჩატარდება ტესტირება. სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია კი, 2022 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო და 4 დეკემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი შემდეგ ბმულზე: https://directors.mes.gov.ge 

 

 

 

 

მამედ პირიევი ამბობს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა არაქართულენოვან სკოლებს უფრო მეტი განვითარების საშუალებას აძლევს და უზრუნველყოფს ყველა თაობის პედაგოგის ჩართვას საქართველოს სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესში.

 

 

 

 

„ჩვენს ბავშვობაში, იცით, რომ ქართული ენის სწავლებას არ ექცეოდა დიდი ყურადღება, ჩვენს სოფელშიც და გარშემოც სულ აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობაა და ერთმანეთთან კომუნიკაციის ენა, მოგეხსენებათ, აზერბაიჯანულია. ამიტომაც ან არ ვიცით, ან ცუდად ვიცით ქართული. თუმცა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამ მხრივ მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა და ახლა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების 90%-ზე მეტი თბილისში მიდის სასწავლებლად.

 

 

„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სოფლების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა უკვე საკმაოდ კარგად იციან ქართული ენა. მაგალითად, გეტყვით, რომ 3 წლის წინ აინურ ახმედოვამ (მაღლა ფოტოზე ხელმარცხნივ) ოქროს მედალზე დაამთავრა ჩვენი სკოლა და ახლა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში წარმატებით სწავლობს. მან ასევე პირველი ადგილი დაიკავა ერთ-ერთ პროექტში, რომელიც ქალების წინააღმდეგ ძალადობას გმობს. გვყავს სხვა წარმატებული კურსდამთავრებულებიც.

 

 

 

„მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენ მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ თანამედროვე მოთხოვნებს ავუწყოთ ფეხი“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის მამედ პირიევმა რუსულ ენაზე. 

 

კომენტარები: 41
#1   Elma
      
Промышленная безопасность (ИБ) является
набором действий направленных на обеспечение {конкретного} безопасности рабочих с опасном производстве бытов (ОМС).
эти типы включают промышленные сайты, предприятия, семинары плюс промышленные конкретные зоны,
где есть улучшенная вероятность { связанного с} вреда здоровью персонала или экологической
деградации. Угроза может быть связана с использованием, образованием или перевозкой токсичных, взрывоопасных и легковоспламеняющиеся химические вещества.

Подъемные механизмы, гидротехнические
сооружения и инструменты с использованием жидкой или газообразной умеренной под давлением также вписываются к ОМС.

ИКЦ «Эксперт»
Кому нужно пройти обучение по экологии:
Промышленная безопасность обучение и аттестация ростехнадзор
Единственный из руководящих принципов от PB администрации система аккредитация связанных
персоналом внутри Ростехнадзора или в компании.
Информация тестирование будет переносится в заказ для Аттестация по основам промышленной безопасностидтверждения знания о промышленных безопасность и поддерживать
{конкретного} сертификацию на надлежащем уровне сотрудника .

RHzs43hgndIpuiSy
27 ნოემბერი 2022 17:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი