ოლიგარქის სოფელი. როგორ ცხოვრობენ ჭორვილაში დღეს?
19-03-2019, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რეპორტაჟი გამოქვეყნდა JAMnews-ზე.

 

ავტორი: თამარ ჩიხლაძე, თბილისი - ჭორვილა;

 

ფოტო: დავით ფიფია.

 

ერთ-ერთი სახლის ღობეზე შერჩენილი განცხადების ნაგლეჯი სოფელს საერთო კრებაზე იწვევს. კრების თემა ასეთია – ადგილობრივებმა უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო სჭირდებათ – კულტურისა და დასვენების პარკი, თუ ბავშვთა გასართობი ცენტრი.

 

— თქვენ თუ დაესწრებით ამ კრებას? – ვეკითხები იქვე, სოფლის მაღაზიიდან გამოსულ ქალს.

 

— უჩემოდაც გადაწყვეტენ – მოკლედ მპასუხობს ის.

 

საჩხერის რაიონის სოფელი ჭორვილა დასავლეთ საქართველოში, თბილისიდან 166 კილომეტრშია და ის საქართველოში ერთადერთი სოფელია, სადაც მოსახლეობა უკვე წლებია მიეჩვია იმას, რომ მათ ყველა პრობლემას სხვა წყვეტს ისე, რომ თავად თითქმის არაფერში ერევიან.

 

სხვამ უკეთ იცის, რა სჭირდება ახალ სკოლას, რამდენი უნდა იყოს პედაგოგის ხელფასი, ვის ეკუთვნის უფასოდ მკურნალობა და ა.შ.

 

როდესაც სოფლის სახლების რეაბილიტაცია, სოფლის იერსახის შეცვლა ხდებოდა, აქაურებს მარტო ის კითხეს, რა ფერის სახურავი ერჩივნათ – მწვანე თუ წითელი.

 

მრავალი წელია ამ იმერულ სოფელზე ლეგენდები დადის – აქ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა.

 

მის სახელს აქ დღესაც ჩურჩულით და კრძალვით წარმოთქვამენ, განსაკუთრებით მედიასთან.

 

უკვე ხუთი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღარ არის.

 

2012 წელს მან არჩევნების გზით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დაამარცხა, რომელიც საქართველოს 9 წლის განმავლობაში მართავდა.

 

პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილი კარგა ხანს არსად ჩანდა და მხოლოდ გასული წლის აპრილში მიიღო პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება.

 

 

ბიძინა ივანიშვილი, ოქტომბერი 2016 წ. REUTERS/დავით მძინარიშვილი

 

თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს კაცი დღეს საქართველოს არაფორმალური მმართველია და ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხს თავად, ერთპიროვნულად წყვეტს.

მათ შორის, წყვეტს, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის პრემიერი და თავადვე არჩევს პრეზიდენტობის კანდიდატს.

 

ივანიშვილს შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს და ამასთან არავითარი პასუხისმგებლობა.

 

მას ჭორვილაში უზარმაზარი მამული აქვს. მისი სახლი ქვის მესერითაა შემოვლებული, ზოგან ხის კედელი მიუყვება.

 

ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკიც იქვეა, სახლთან.

 

ივანიშვილი მშობლიურ სოფელში დღესაც ხშირად ჩადის, თუმცა ადგილობრივები მას თითქმის ვერ ხედავენ. ჭორვილელებმა, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, გვითხრეს, რომ რამდენჯერმე ივანიშვილი და მისი ცოლი სოფლის ეკლესიაში ნახეს.

 

მის მისვლა-მოსვლას სოფლის თავზე ვერტმფრენის გადაფრენით იგებენ.

 

კეთილდღეობის ოაზისი

 

უკვე 6 წელია, რაც ივანიშვილი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა.

 

ჭორვილაში იმის გასაგებად ჩავდივართ, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში სოფელში, რომელსაც ოდესღაც მთელი საქართველო შენატროდა.

 


ივანიშვილის სახლის ფრაგმენტი. ჭორვილა. თებერვალი 2019, ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

 

„ჭორვილა ყველაზე ევროპული იმერული სოფელია”, “ჭორვილაში სოციალიზმია”, “ბიძინამ ჭორვილაში ის გააკეთა, რასაც საბჭოთა ხელისუფლება ხალხს სულ პირდებოდა, მაგრამ ვერასდროს შეასრულა!“, “ივანიშვილი მთელ საქართველოში იმას გააკეთებს, რაც ჭორვილაში გააკეთა”, – ეს ის ფრაზებია, რომლებსაც 2012 წლამდე ამ სოფელზე გაიგონებდით.

 

ბევრი მითი, რაც ამ სოფელზე 2012 წლამდე დადიოდა სიმართლეა.

 

ჭორვილა შვეიცარიულ სოფელს უფრო ჰგავს, ვიდრე ქართულს – ხის დაწნული ღობეებითა და იმერული ოდებით.

 

აქ ყველა სახლი კაპიტალურადაა ნაშენები. საკვამურების ნაცვლად სახურავზე სატელიტური თეფშები ჩანს, სოფლის ორღობე კი დიდი ხანია ჩაანაცვლა იდეალურად მოვლილმა და მოასფალტებულმა გზამ.

 

სოფელში შევდივართ. ერთმანეთს წითელ და მწვანე სახურავებიანი, მოვლილი სახლები ენაცვლება. ისე ბარდნის, თავი მართლაც შვეიცარიის რომელიმე კანტონში გვგონია.

 

მოულოდნელად მოსული დიდი თოვლისთვის მოუმზადებელი ჩვენი მანქანა სოფლის შესასვლელშივე ჩერდება და გზას ვეღარ აგრძელებს.

 


ჭორვილა, თებერვალი 2019 წ. ფოტო: დავით ფიფია JAMnews

 

ასე დაუგეგმავად ხდება ჩვენი მეგზური თემო, გამვლელი მძღოლი, რომელსაც სოფლის ცენტრამდე მიყვანას ვთხოვთ. სახელი შეცვლილია – ჭორვილელებს მათი მთავარი მზრუნველის მსგავსად ანონიმურობის დაცვა უყვართ.

 

„შენი ჭირიმე, არ მინდა შარი, რა. არ უყვართ აქ ჟურნალისტები,“ – გვეუბნება თემო.

 

ამ სიტყვების სიმართლეში მალე თავადვე ვრწმუნდებით.

 

ეზოებთან ვდგებით და მასპინძლებს ვეძახით, რომ დაველაპარაკოთ.

 

იმერული სტუმართმოყვარეობა აქ ჟურნალისტებზე არ ვრცელდება. ზოგან ნაგაზი გვპასუხობს გაბმული ყეფით, ზოგან ფანჯრის ფარდა ფრთხილად გადაიწევა, მაგრამ ჭიშკარს არავინ გვიღებს და სახლში არავინ გვეპატიჟება.

 

ამიტომ, თანამოსაუბრეებს ქუჩაში ვეძებთ.

 

ლეგენდა ჭორვილაზე – დასაწყისი და დასასრული

 

შუახნის ქალს, რომელიც ასევე სახელს არ გვეუბნება, სოფლის ცენტრში პატარა მაღაზია აქვს.

 

აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს სკოლიდან იცნობს.

 

„ჩემზე პატარაა, მაგრამ ვიცნობ და მიცნობს. თავის კლასელებს ყველას განსაკუთრებით ეხმარებოდა, 500 ლარი ჰქონდა მათთვის დანიშნული.. მაგრამ ეს ნათქვამი ახლა ცუდად არ გამომივიდეს… ახლა კიდევ ოჯახური დახმარება გვაქვს მთელ უბანს, მაგრამ ესეც ცუდად არ გამომივიდეს,“ – დარდობს ის და კამერას თვალს არიდებს.

 

აქ ყველა ერთხმად გვიდასტურებს, რომ ის რაც 2012 წლამდე ჭორვილაში ხდებოდა ქართული სოფლების უმრავლესობას არც დაესიზმრება.

 

ჭორვილაში ივანიშვილის ხარჯებით აშენდა ახალი სკოლა, უფასო საავადმყოფო საჩხერეში, რემონტდებოდა და შენდებოდა სახლები, პედაგოგები და ექიმები ხელფასის ოდენობის დანამატს იღებდნენ.

 


ჭორვილა, თებერვალი 2019, ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

 

ადგილობრივებისთვის უფასო იყო გაზი. გაზს უფასო გამათბობლები, ტელევიზორები, მაცივრები მოჰყვა. მაცივარი კი ისევ ივანიშვილის ფულით ნაყიდი საკვებით ივსებოდა. და ეს ყველაფერი ყველა ოჯახისთვის იყო.

 

ეს ზღაპარი 2012 წელს გაწყდა.

 

დღეს ჭორვილაში გაზი უფასო აღარ არის;

 

მასწავლებლებსა და ექიმებს აღარ ერიცხებათ ხელფასზე დანამატი. ეს დახმარებაც სრულად მოხსნილია;

 

ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული თანამედროვე რიტუალების სასახლე, რომელიც ქორწილისა თუ გასვენების დროს ჭორვილელებს უფასოდ ემსახურებოდა, რამდენიმე თვეა, რაც ფასიანი გახდა;

 

საჩხერის საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების საბაზისო ნაწილი ჭორვილელებისთვის უფასო იყო, რაც 2012 წლის შემდეგ შეწყდა;

 

თუ 2012 წლამდე ივანიშვილი სოფლის ყველა კერძო სახლს არემონტებდა, 2012 წლის შემდეგ მისი ფინანსები ჩანს მხოლოდ საბავშვო ბაღში, რომელიც მან სამი წლის წინ გაარემონტა.

 

რატომ შეიცვალა ყველაფერი?

 

აქაურები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, თუმცა ამ მიზეზებს შორის თავად ივანიშვილის ფაქტორი არ ფიგურირებს.

 

მაგალითად, მილიარდერის კარის მეზობელმა, მოხუცმა კაცმა ბატონმა გურამმა გვითხრა, რომ დახმარებების მოხსნა ივანიშვილს სააკაშვილმა აიძულა. ბატონი გურამი სწორედ ექს-პრეზიდენტს აბრალებს იმას, რომ ჭორვილელები ძველებურად დახმარებებს არ იღებენ:

 

„თხოვა სააკაშვილმა, ხალხი ბევრი უკმაყოფილო რჩებოდა, მასწავლებლებს ხელფასებს რომ უხდიდა, ღელავდა ხალხი და ესეც შეეშვა,” – გვიხსნის გურამ გამგებელი.

 

თუმცა, აქვე ბატონი გურამი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილი დღესაც ზრუნავს სოფელზე. მისი თქმით, მილიარდერს სოფელში სპეციალური ხალხი ჰყავს – კომენდანტები, რომლებიც “ყველა ეზოსა და სახლ-კარში იყურებიან” და თუ ვინმეს უჭირს, ივანიშვილთან შუამდგომლობენ.

 

ზუსტად 6 წელია, რაც კაპანაძეების ოჯახში გაზის ქვითარი მიდის. მანამდე წლების განმავლობაში ოჯახი გაზის საფასურს არ იხდიდა.

 

თითქმის ამდენივე წელია, რაც სოფლის პედაგოგს მასწავლებლის ხელფასზე დანამატიც მოეხსნა და ხარჯიც გაეზარდა.

 


ჭორვილელი მასწავლებელი თემურ კაპანაძე. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

 

თემურ კაპანაძე ივანიშვილის ხელგაშლილობის დასასრულის თავის ვერსიას გვთავაზობს – მისი თქმით, ის რომ ივანიშვილმა დახმარებები მოხსნა, თავად ჭორვილელების ბრალია, რომლებიც უყაირათოდ ხარჯავდნენ დახმარებას.

 

„ხალხს დღე და ღამე, სჭირდებოდათ თუ არა, შუქი ჰქონდათ ჩართული. რასაც ჩვენი რაიონი მოიხმარდა, მაგდენ შუქს მოიხმარდა მთელი ქალაქი რუსთავი. მინახავს, კაცს გაზი ჩართული აქვს გასათბობად და ფანჯარა ღია. ხომ არ შეიძლებოდა ასე გაგრძელება?! ფულის შოვნა თუ იცის იმ კაცმა, მისი ფასიც კი იცის,“ –  ბრაზობს თემურ კაპანაძე.

 

ის ერთადერთია, რომელმაც საკუთარ სახლში შეგვიპატიჟა და გადაღების უფლება მოგვცა. მისი სახლი ივანიშვილის აშენებულია.

 

ბატონი თემური სკოლის ალბომში სათუთად შენახულ სურათს გვაჩვენებს _ ფოტო სკოლის ექსკურსიაზეა გადაღებული, მომავალ მილიარდერთან ერთად.

 


ბიძინა ივანიშვილის სასკოლო ფოტო (ივანიშვილი ქვედა რიგში, შუაშია). 1970 წელი. ფოტო: თემურ კაპანაძის პირადი არქივიდან.

 

სარიტუალო დარბაზზე, რომელიც სოფელში ბიძინამ ააშენა, ცალკე საუბარი ღირს.

 

ეს თანამედროვე სტილის შუშის შენობაა, სადაც წლების განმავლობაში ყველა ჭორვილელისთვის უფასო იყო დარბაზი, ქორწილის, დაბადების დღის თუ ქელეხის გადასახდელად.

 

მეტიც, ყოველ ახალდაქორწინებულ ჭორვილელ წყვილს ივანიშვილი 3000 დოლარს ჩუქნიდა. აქ ხუმრობდნენ, რომ ჭორვილაში დაუოჯახებელი არავინ რჩებოდა.

 

დღეს რიტუალების სასახლე უკვე ფასიანია. სულ რამდენიმე დღეში ამ დარბაზში პირველ “ფასიან” ქორწილს გადაიხდიან.

 

როგორც ანონიმური გამვლელი გვეუბნება, ამ ფაქტს დიდი სკანდალი უძღოდა წინ.

 

ის გვიყვება, რომ “თითქოს რაღაც ფული გაიფლანგა” და ამის გამო დირექტორი გაუშვეს.

 

„დასჯა როგორი იცის, თქვენც ქე იცით” – ამბობს ქალი და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელებს აჯვარედინებს – „დაადვა ბოქლომი ზედ.“

 

ახლა შენობა მუნიციპალურ საკუთრებაშია, ის იჯარით გასცეს.

 


რიტუალების სახლი სოფელ ჭორვილაში. თებერვალი 2019, ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

 

ჭორვილელებისთვის არც საჩხერის თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო არის უკვე უფასო სიკეთე.

 

სოფლის ექიმი ინგა კაპანაძე 2012 წლის შემდგომ პერიოდზე საუბარს თავს არიდებს.

 

ის მადლობას უხდის ივანიშვილს იმისთვის, რაც 2012 წლამდე იყო.

 

“მისი წყალობით სოფელს დღეს კეთილმოწყობილი ამბულატორია აქვს, რომელსაც ორი ექიმი და სამი ექთანი ემსახურება,” – ამბობს ინგა კაპანაძე.

 

2012 წლის შემდეგ ჭორვილაში ივანიშვილის ქველმოქმედების ყველაზე ახალი და თვალსაჩინო მაგალითი ფეხბურთის მოედანი და საბავშვო ბაღია, რომელიც 2017 წელს მისი ფინანსებით გაარემონტეს.


საბავშვო ბაღი ჭორვილაში, თებერვალი 2019წ. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

 

 

ვიდრე ბავშვებს სძინავთ, ბაღის გამგე ისეთი სიამაყითა და მონდომებით გვათვალიერებინებს ქათქათა და ნათელ ოთახებს, როგორც მუზეუმის გიდი საყვარელი ავტორის შედევრს.

 

„ცრემლები მომდის, რომ ასეთ ადამიანზე გვერდით მხარეს სხვა საუბარია,“ – ამბობს ლალი მაკასარაშვილი. მას არ უყვარს, როდესაც ივანიშვილს აკრიტიკებენ.

ამ სოფელში მას არც არავინ აკრიტიკებს.

ილუზიების დიდოსტატი

“კარგი ჩრდილი ვის არ უყვარს,” – ასეთი პასუხი აქვს ერთ-ერთ ადგილობრივს მილიარდერის უჩვეულო ჰობიზე – მრავალწლოვანი ხეების შეგროვებაზე.

 

“კარგ ჩრდილში” ყოფნა ერთ დროს მართლაც იყო ივანიშვილისთვის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა.

 

2008 წელს, როდესაც ჟურნალისტი ვენდელ სტივენსონი ჟურნალ “პროსპექტისთვის” მიხეილ სააკაშვილის პორტრეტს ამზადებდა, ექსპრეზიდენტმა მას ინტერვიუს დროს უთხრა:

 

“ ივანიშვილი გრაფი მონტე კრისტოსავითაა. ის მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. მას პოლიტიკური ამბიციები არა აქვს. საერთოდ არა აქვს”.


ბიძინა ივანიშვილის სახლის ჭიშკარი. ჭორვილა, თებერვალი, 2019. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

 

 

ყველაფერი 2011 წლის 6 ოქტომბერს შეიცვალა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირველი საჯარო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა: „ გადავწყვიტე შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში”.

 

რამდენიმე დღეში, თბილისის თავზე აშენებული მისი შუშის სასახლის ჩაკეტილი კარი პოლიტიკოსებისთვის და ჟურნალისტებისთვის გაიხსნა.

 

მან საკუთარი ფრთის ქვეშ თითქმის მთელი ქართული ოპოზიცია შემოიკრიბა. მათ შორის იყვნენ როგორც პროდასავლური ლიდერები, ისე რეტროგრადი, რუსეთუმე პარტიებიც.

 

მაშინ ჭორვილამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

 

“ივანიშვილი ჭორვილას ააშენებს მთელს საქართველოში” – ასეთი იყო ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რომელსაც მისი მხარდამჭერები აგიტაციის დროს ხალხს პირდებოდნენ.

ჭორვილას შემხედვარე, ბევრისთვის მისაღები იყო ივანიშვილის გუნდის წინასაარჩევნო დაპირებებიც – ასი ახალი ქარხანა, 5 მილიონი ყველა სოფელს, კომუნალური გადასახადების განახევრება, საწვავის გაიაფება, „უფასო ფული“ – ანუ გრძელვადიანი, მაქსიმუმ 3 % იანი კრედიტები.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ სოფლის უზრუნველმა, იდილიურმა და ლეგენდებით მოცულმა ცხოვრებამ ბევრ ამომრჩეველს იმედი ჩაუსახა, რომ საქართველოში ყველა ასე იცხოვრებდა.

 

“ივანიშვილს ზოგადად ყველაზე კარგად სწორედ ილუზიების შექმნა გამოსდის”, – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია:

 

„ივანიშვილის ნამდვილი ნიჭი თუ ტრიუკების უნარი ის არის, რომ მან სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს სხვადასხვა ილუზიები შეუქმნა, “რესპუბლიკელებს” და “თავისუფალ დემოკრატებს” ერთი ტიპის ილუზიები შეუქმნა, ასავალ-დასავალის მრევლს მათთვის სასარგებლო მოსაწონი ილუზიები, გაჭირვებულ ხალხს კიდევ სხვა ილუზია, ეროვნულ უმცირესობებსაც თავისი, ეს ილუზიები ერთმანეთთან თავსებადი არ იყო, მაგრამ იმუშავა. ჭორვილა ხომ რეალობაა, მაგრამ როგორც მოდელი არის ილუზია.“

 

დავით ზურაბიშვილი და მისი პარტია “რესპუბლიკელები” ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ივანიშვილმა 2011 წელს თავის კოალიციაში დაპატიჟა.

ზურაბიშვილი აღიარებს, რომ ივანიშვილმა მისი “მოტყუებაც” მოახერხა.

 

„ მე ჩემს თავსაც ვეკითხები ხოლმე, რა შემეშალა – ამბობს დავით ზურაბიშვილი, – რაც ნამდვილად არ მიფიქრია და არც კი დამიშვია, ის იყო, რომ ივანიშვილს ფულის კეთება მოუნდებოდა საქართველოში. წესით არანაირ ლოგიკაში ეს არ იჯდა. თუმცა, მერე აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა – მას ბიზნესის უფროსობაც უნდა, რაც საქმიან აქტივობას ანგრევს. მოთამაშე მსაჯია, თან თამაშობს და თან წესებსაც თვითონ ადგენს. რომელი ინვესტორი შემოვა ამ მოედანზე.“

 

დღეს ზურაბიშვილიც და ამ პარტიის სხვა წევრებიც მის ოპოზიციაში არიან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილმა უკვე სხვებზე გააკეთა ფსონი.

 

“დროთა განმავლობაში, როცა კარგად გავიცანი, მივხვდი, რომ ის სწორ სიტყვებში დებს სრულიად სხვა შინაარსს. როდესაც ის ამბობს, რომ “საზოგადოება უნდა აკონტროლებდეს ხელისუფლებას” საზოგადოებაში გულისხმობს თავის თავს პიროვნულად,” – ამბობს ზურაბიშვილი.

 

“ქართული ოცნების” პრობლემები

მმართველობის მეშვიდე წლის თავზე ივანიშვილს ყველაზე რთული პერიოდი დაუდგა.

 

ჯერ იყო და, პირადად მის მიერ არჩეულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კინაღამ არჩევნები წააგო.

 

მოსაგებად ზურაბიშვილს მეორე ტური და ივანიშვილის უპრეცედენტო დახმარება დასჭირდა.

 

ივანიშვილმა, რომელმაც წლების განმავლობაში კარგად აითვისა “ქველმოქმედების ძალა” და ყოველი ქველმოქმედებიდან მოგვიანებით პოლიტიკური დივიდენდები მიიღო, ამჯერადაც არაორდინალურ ნაბიჯს მიმართა – მისმა კუთვნილმა ფონდმა “ქართუმ” წინასაარჩევნოდ შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს საბანკო დავალიანება ჩამოაწერა. ეუთომ თავის ანგარიშში უკვე შეაფასა ეს ფაქტი, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა.

 

კრიზისია ივანიშვილის გუნდში დღესაც. მოსამართლეების თემაზე დაპირისპირების გამო, მმართველ პარტიას, რომლის თავმჯდომარეც ის არის, კანტი-კუნტად ტოვებენ მისი წევრები. “ქართულმა ოცნებამ” უკვე დაკარგა კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში.

 

გია ნოდიას აზრით, მსგავსი კრიზისები ივანიშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში მხოლოდ გამრავლდება, რადგან ერთი ილუზიის მსხვერპლი იგი თავადაც აღმოჩნდა – მან ჩათვალა, რომ ქვეყანა შეუძლია მართოს, როგორც შპს „საქართველო.“

 

„მთელი თავისი ცხოვრება ის ბიზნესმენი იყო და ჰქონდა ილუზია, რომ სახელმწიფო შეიძლება მართო როგორც ბიზნესი. მან 51 % აქციებისა შეიძინა საწარმოში, რომელსაც ჰქვია საქართველო. მან დანიშნა მენეჯერი  ირაკლი ღარიბაშვილი, მერე არ მოეწონა და მოიყვანა მენეჯერი კვირიკაშვილი, მერე მენეჯერი ბახტაძე, თუმცა სინამდვილეში არც ერთს ენდობოდა არც ერთ ეტაპზე. მას სჯერა, რომ თვითონ კი არ ეშლება, შემსრულებლები ვერ ასრულებენ”.

_____________________

როდესაც ჭორვილადან წამოვედით, უკვე ბინდდებოდა. ჩვენს მეგზურს გაცდენილი დროისა და დახარჯული ბენზინის ასანაზღაურებლად ჰონორარი შევთავაზეთ:

 

“ბიძინასავით ჩუმი იყოს ჩემი სიკეთეც”, – გვითხრა მან და ფული არ გამოგვართვა. 

 

JAMnews

 

კომენტარები: 204
#164   Leta
      
buffalo run casino miami ok

References:
https://animallovergifts.com/loveyourpetday
28 თებერვალი 2026 20:29
#163   Bernadine
      
25 თებერვალი 2026 17:17
#162   Denisha
      
casino savonlinna

References:
https://firsturl.de/
25 თებერვალი 2026 15:30
#161   Benjamin
      
baton rouge casinos

References:
https://valencia-gay-2.blogbright.net
25 თებერვალი 2026 14:24
#160   Shelly
      
peoria casino

References:
https://imoodle.win
25 თებერვალი 2026 14:04
#159   Neva
      
ceasar casino

References:
https://yatirimciyiz.net/
24 თებერვალი 2026 19:46
#158   Phil
      
casino770 com

References:
thefreeadforum.top
24 თებერვალი 2026 19:42
#157   Rory
      
casino arizona poker

References:
livebookmark.stream
24 თებერვალი 2026 00:36
#156   Rachelle
      
ac online casino

References:
laufmarkt.de
22 თებერვალი 2026 03:38
#155   Tammy
      
sust steroid

References:
http://mick-el.de/
21 თებერვალი 2026 20:53
#154   Hugh
      
anabolic steroids.

References:
dokuwiki.stream
18 თებერვალი 2026 11:11
#153   Brittny
      
anabolic steroids for women

References:
elearnportal.science
18 თებერვალი 2026 03:48
#152   Augustus
      
steroids to get ripped fast


https://gaiaathome.eu/gaiaathome/show_user.php?userid=1841138 https://gaiaathome.eu


https://morphomics.science/wiki/Guide_complet_des_pilules_amaigrissantes_sur_ord
onnance_et_en_vente_libre morphomics.science


https://gaiaathome.eu/gaiaathome/show_user.php?userid=1841104 https://gaiaathome.eu/gaiaathome/show_user.php?userid=1841104


https://intensedebate.com/people/attacksalary1 intensedebate.com


https://marvelvsdc.faith/wiki/Abnehmpillen_Die_Besten_Pillen_Zum_Abnehmen marvelvsdc.faith


https://mccall-thornton.mdwrite.net/anavar-10mg-shield-pharma-online-kaufen-in-d
eutschland-fur-99-00-legale-bestellung-mit-lieferung-in-deutschland-1770373955 mccall-thornton.mdwrite.net


https://imoodle.win/wiki/Appetitzgler_Fettbinder_online_kaufen imoodle.win


https://cameradb.review/wiki/Ce_que_vous_devez_savoir_sur_les_pilules_amaigrissa
ntes cameradb.review


https://king-wifi.win/wiki/Anavar_kopen_Nederland_Discreet_Betrouwbaar https://king-wifi.win


http://lideritv.ge/user/bootsharon6/ lideritv.ge


https://elclasificadomx.com/author/greekpea3/ elclasificadomx.com


http://ezproxy.cityu.edu.hk/login?url=https://paladarplus.es/pgs/comprar_winstro
l.html http://ezproxy.cityu.edu.hk/login?url=https://paladarplus.es/pgs/comprar_winstro
l.html


https://linkagogo.trade/story.php?title=juvamine-expert-brule-graisse-jour-et-nu
it-contribue-a-bruler-les-graisses-eliminer-les-toxines-reduire-las linkagogo.trade


https://dreevoo.com/profile.php?pid=1068584 dreevoo.com


https://lovewiki.faith/wiki/Buy_Anavar_10mg_Online_Trusted_Oxandrolone_Tablets_i
n_USA lovewiki.faith


https://mozillabd.science/wiki/Anavar_legal_status_in_the_United_Kingdom https://mozillabd.science/wiki/Anavar_legal_status_in_the_United_Kingdom


http://hikvisiondb.webcam/index.php?title=lercheprince8079 http://hikvisiondb.webcam/


https://bookmarkzones.trade/story.php?title=buy-it-now-at-online-shop bookmarkzones.trade

References:
freebookmarkstore.win

dbol anadrol stack

References:
yogicentral.science
18 თებერვალი 2026 03:32
#151   Derick
      
dianabol tablets price in india

References:
pediascape.science
17 თებერვალი 2026 21:32
#150   Melisa
      
anabolic-androgenic steroids


https://trade-britanica.trade/wiki/Anavar_Cycle_Key_Information_and_Frequently_A
sked_Questions trade-britanica.trade


https://bbs.pku.edu.cn/v2/jump-to.php?url=https://cosmedclinic.co.in/blog/pages/
eetlustremmers_1.html bbs.pku.edu.cn


https://gaiaathome.eu/gaiaathome/show_user.php?userid=1841364 https://gaiaathome.eu


https://molchanovonews.ru/user/radarmakeup0/ molchanovonews.ru


https://skitterphoto.com/photographers/2224057/berman-thornton https://skitterphoto.com/photographers/2224057/berman-thornton


https://menwiki.men/wiki/Appetithemmer_Die_16_besten_Produkte_im_Vergleich https://menwiki.men/


https://www.udrpsearch.com/user/pushclick3 www.udrpsearch.com


http://jobboard.piasd.org/author/nepalstamp4/ http://jobboard.piasd.org


https://rentry.co/q8guvdez rentry.co


https://elearnportal.science/wiki/Appetitzgler_Test_2026_Die_besten_Produkte_im_
Vergleich elearnportal.science


https://urlscan.io/result/019c3268-a3d0-76fc-b1f9-ccec69e55c68/ urlscan.io


https://www.instapaper.com/p/17442275 www.instapaper.com


https://booth-logan.thoughtlanes.net/appetitzugler-erfahrungen-and-bewertung-kau
fen-and-test-2026 https://booth-logan.thoughtlanes.net


https://elearnportal.science/wiki/Top_3_meilleures_pilule_pour_maigrir_en_2026 https://elearnportal.science/wiki/Top_3_meilleures_pilule_pour_maigrir_en_2026


https://wikimapia.org/external_link?url=https://gamo-smeo.com/portadas/?hgh_kope
n_1.html wikimapia.org


https://bom.so/HGuxHp bom.so


https://ai-db.science/wiki/Bruleur_De_Graisse_Brule_Graisse_Achat_En_Ligne_Pas_C
her ai-db.science


https://yogaasanas.science/wiki/Site_officiel_Nourix_Perte_de_Poids yogaasanas.science
17 თებერვალი 2026 20:10
#149   Jared
      
steroid effects


http://jobs.emiogp.com/author/porchtitle0/ http://jobs.emiogp.com/author/porchtitle0/


https://www.udrpsearch.com/user/boxclimb5 https://www.udrpsearch.com/user/boxclimb5


https://www.udrpsearch.com/user/rabbitskiing6 www.udrpsearch.com


https://gratisafhalen.be/author/formcable3/ https://gratisafhalen.be


https://classifieds.ocala-news.com/author/nepalclick2 classifieds.ocala-news.com


https://molchanovonews.ru/user/rabbitmakeup4/ https://molchanovonews.ru/user/rabbitmakeup4/


https://timeoftheworld.date/wiki/Anavar_purity_test_anavar_presence_UV_test_HPLC
timeoftheworld.date


https://p.mobile9.com/greekpea7/ p.mobile9.com


https://timeoftheworld.date/wiki/3_mdicaments_pour_perdre_du_poids_au_Canada timeoftheworld.date


https://urlscan.io/result/019c3340-1f2a-7258-9daa-15a53f4a7823/ https://urlscan.io/result/019c3340-1f2a-7258-9daa-15a53f4a7823


https://yogaasanas.science/wiki/Mdicaments_pour_maigrir_toutes_les_principales_p
ilules_minceur yogaasanas.science


https://humanlove.stream/wiki/Saxenda_aus_Holland_Saxenda_Rezept_und_Versand humanlove.stream


https://justbookmark.win/story.php?title=die-10-besten-appetitzuegler-pillen-zur
-kontrolle-von-heisshunger justbookmark.win


http://09vodostok.ru/user/pajamamark9/ 09vodostok.ru


https://nerdgaming.science/wiki/Ozempic_Apotheke_Kosten_Rezept_Verfgbarkeit_Best
ellung nerdgaming.science


https://lovewiki.faith/wiki/Is_Anavar_Legal_In_The_UK lovewiki.faith


https://briggs-moesgaard-4.technetbloggers.de/anavar-oxandrolone-benefits-side-e
ffects-dosage-and-more-1770370937 briggs-moesgaard-4.technetbloggers.de


https://yogaasanas.science/wiki/Anavar_50_Nakon_Medical_Kaufen_legale_online_zum
_Preis_82_5 yogaasanas.science

References:
king-wifi.win
17 თებერვალი 2026 17:35
#148   Brodie
      
steroids to get shredded


https://forum.dsapinstitute.org/forums/users/italynerve8/ forum.dsapinstitute.org


https://mcintosh-brun-3.mdwrite.net/gelules-amincissantes-de-quoi-parle-t-on-177
0368661 mcintosh-brun-3.mdwrite.net


https://wikimapia.org/external_link?url=https://ville-auverssuroise.fr/media/pgs
/?complement_alimentaire_pour_maigrir_2.html https://wikimapia.org/external_link?url=https://ville-auverssuroise.fr/media/pgs
/?complement_alimentaire_pour_maigrir_2.html


http://muhaylovakoliba.1gb.ua/user/rabbitclick5/ muhaylovakoliba.1gb.ua


https://buchanan-crawford-2.blogbright.net/can-you-buy-anavar-online-find-out-17
70370823 buchanan-crawford-2.blogbright.net


http://dubizzle.ca/index.php?page=user&action=pub_profile&id=140517 dubizzle.ca


https://urlscan.io/result/019c333a-6032-7473-adbe-480d80ee215f/ urlscan.io


https://menwiki.men/wiki/Bestellen_Sie_ANAVAR_10_Oxandrolone_10_mg_Evo_Genetics_
fr_99_legal_mit_OnlineLieferung_in_Deutschland https://menwiki.men/wiki/Bestellen_Sie_ANAVAR_10_Oxandrolone_10_mg_Evo_Genetics_
fr_99_legal_mit_OnlineLieferung_in_Deutschland


https://yogicentral.science/wiki/Glule_Minceur yogicentral.science


http://humanlove.stream//index.php?title=fournierwu0844 humanlove.stream


http://king-wifi.win//index.php?title=baxterpetterson8219 king-wifi.win


https://cameradb.review/wiki/GLP1_Injections_Buy_Semaglutide_Injections_For_Weig
ht_Loss_Online cameradb.review


https://bookmarking.stream/story.php?title=appetitzuegler-anwendung-wirkung-3 bookmarking.stream


http://dubizzle.ca/index.php?page=user&action=pub_profile&id=140101 dubizzle.ca


https://urlscan.io/result/019c32d4-6ccf-71e9-b38b-2df6d72cb39b/ urlscan.io


https://gustavsen-templeton.technetbloggers.de/anavar-kaufen-1770386390 https://gustavsen-templeton.technetbloggers.de


http://dubizzle.ca/index.php?page=user&action=pub_profile&id=140418 dubizzle.ca


https://dokuwiki.stream/wiki/29_Best_Diet_Pills_for_Weight_Loss_in_2026_That_Act
ually_Work dokuwiki.stream

References:
https://www.24propertyinspain.com/user/profile/1371059
17 თებერვალი 2026 16:29
#147   Halley
      
where do people get steroids


https://empirekino.ru/user/forksalary7/ empirekino.ru


https://fakenews.win/wiki/Anavar_Ist_dieses_anabole_Steroid_sicher_zu_verwenden fakenews.win


http://historydb.date/index.php?title=abbottbenjamin0781 historydb.date


https://skitterphoto.com/photographers/2224057/berman-thornton skitterphoto.com


https://rentry.co/kr5tytez rentry.co


https://fakenews.win/wiki/Kaufen_Online_Oxandrolon_Anavar https://fakenews.win


https://bom.so/4GbRO7 https://bom.so/4GbRO7


https://mozillabd.science/wiki/Guide_complet_des_pilules_amaigrissantes_sur_ordo
nnance_et_en_vente_libre mozillabd.science


http://okprint.kz/user/porchpea4/ okprint.kz


https://empirekino.ru/user/kittyokra9/ empirekino.ru


https://botdb.win/wiki/Kaufen_Online_Oxandrolon_Anavar botdb.win


https://swaay.com/u/seanyaderoe47/about/ swaay.com


https://posteezy.com/gelules-amincissantes-de-quoi-parle-t https://posteezy.com/gelules-amincissantes-de-quoi-parle-t


https://humanlove.stream/wiki/B_Avis_Une_capsule_efficace_pour_maigrir_Analyse humanlove.stream


https://gustavsen-bang.thoughtlanes.net/quels-sont-les-medicaments-amaigrissants
-disponibles-et-lequel-choisir https://gustavsen-bang.thoughtlanes.net/quels-sont-les-medicaments-amaigrissants
-disponibles-et-lequel-choisir


https://skitterphoto.com/photographers/2224078/yilmaz-lauridsen skitterphoto.com


http://karayaz.ru/user/nepalnerve5/ karayaz.ru


https://rafferty-leonard-4.technetbloggers.de/where-to-buy-anavar-7-reliable-sou
rces-for-2025 rafferty-leonard-4.technetbloggers.de

References:
urlscan.io
17 თებერვალი 2026 14:25
#146   Noble
      
anabolic steroids arthritis


https://historydb.date/wiki/Oxandrolon_Anavar_Hilma_Biocare_Fr_Definition_Kraft historydb.date


https://telegra.ph/Anavar-02-06-2 https://telegra.ph/Anavar-02-06-2


http://09vodostok.ru/user/pajamamark9/ http://09vodostok.ru/user/pajamamark9


https://rentry.co/628riuc9 https://rentry.co/


https://skitterphoto.com/photographers/2224836/rafferty-gregory skitterphoto.com


https://mozillabd.science/wiki/Affaire_des_pilules_minceur_une_mort_suspecte mozillabd.science


https://cameradb.review/wiki/GLP1_Injections_Buy_Semaglutide_Injections_For_Weig
ht_Loss_Online cameradb.review


https://skitterphoto.com/photographers/2223850/mccall-clapp https://skitterphoto.com/


https://onlinevetjobs.com/author/columnmakeup8/ https://onlinevetjobs.com/author/columnmakeup8/


http://king-wifi.win//index.php?title=littlemccall8083 king-wifi.win


https://posteezy.com/quel-complement-alimentaire-choisir-pour-maigrir-guide-comp
let-0 posteezy.com


https://mozillabd.science/wiki/Guide_complet_des_pilules_amaigrissantes_sur_ordo
nnance_et_en_vente_libre https://mozillabd.science/


https://wifidb.science/wiki/Kaufen_Sie_Anavar_Oxandrolone_Anavar_Oxandrolone_zum
_Verkauf_auf_STERO_is https://wifidb.science/wiki/Kaufen_Sie_Anavar_Oxandrolone_Anavar_Oxandrolone_zum
_Verkauf_auf_STERO_is


https://www.udrpsearch.com/user/bootnerve2 www.udrpsearch.com


https://fakenews.win/wiki/Anavar_ProHormone_HiTech_Pharmaceuticals fakenews.win


https://fakenews.win/wiki/Legal_Status_of_Anavar_Comprehensive_Guide_to_Anavar_L
egality_and_Regulations_Worldwide fakenews.win


https://rentry.co/8tzqtq2v rentry.co


https://bowling-thornton.mdwrite.net/mdicaments-pour-maigrir-toutes-les-principa
les-pilules-minceur-1770376445 https://bowling-thornton.mdwrite.net/mdicaments-pour-maigrir-toutes-les-principa
les-pilules-minceur-1770376445
17 თებერვალი 2026 11:14
#145   Remona
      
betaine supplement bodybuilding

References:
henderson-rask-3.technetbloggers.de
17 თებერვალი 2026 11:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი