შსს-მ იმერეთში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტი გახსნა
02-02-2019, 11:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

„იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ჯ. ი. და მისი ძმა - 1994 წელს დაბადებული ბ. ი. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს სამტრედიაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან აკუმულატორი, ხუთი საბურავი და სხვდასხვა ხელსაწყო, ხოლო ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ავტომანქანიდან ერთი საბურავი მოიპარეს.

 

 

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

 

სამართალდამცველებმა 2002 წელს დაბადებული ლ. კ. კი ქუთაისში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, ღამით, სუპერმარკეტი „ფემილის“ ორი ფილიალი გაქურდა.

 

 

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ასევე ქურდობის ბრალდებით დააკავეს 1966 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლები ა. ა., რომელმაც ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინა გაქურდა.

 

 

პოლიციამ მოპარული ნივთები: სანადირო თოფი, ჭოგრიტი, სამონადირეო დანები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

 

ქურდობის ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მიმდინარეობს", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 47
#7   Valorie
      
References:


Grand casino hinckley mn medibang.com
1 ივნისი 2026 16:31
#6   Augustus
      
1 ივნისი 2026 14:46
#5   Jesus
      
References:


Jumers casino rock island https://resonantmindcollective.com/author/animegander83/
1 ივნისი 2026 13:44
#4   Nadia
      
References:


New casinos martinavwki523618.izrablog.com
1 ივნისი 2026 13:23
#3   Randy
      
References:


Drive geant casino argrathi.stars.ne.jp
1 ივნისი 2026 09:03
#2   Jetta
      
References:


Best slots to play jasperbzlx469896.dreamyblogs.com
1 ივნისი 2026 08:35
#1   Beatriz
      
References:


Online casino uk sub.elfejewelry.com
27 მაი 2026 12:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი