გიორგი კვირიკაშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი გახსნა
07-06-2016, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს უმთავრესი საგზაო არტერირიები იყოს დასრულებული, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნაზე გააკეთა.

 

 

”მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური, ძალიან შორსმიმავალი გეგმები. მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმების ფარგლებში, სივრცითი განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს პრიორიტეტს და ამის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი გავხსნათ - რიკოთის მონაკვეთი, ანუ ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი. უკვე დაწყებულია ამ პროექტზე ძალიან აქტიური მუშაობა და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყება რეალური სამშენებლო სამუშაოები. გარდა ამისა, 2020 წლის დასასრულისთვის (და ეს ასე ნამდვილად არ იყო დაგეგმილი) ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველოს უმთავრესი არტერირიები იყოს დასრულებული. ამ პერიოდისთვის ანაკლიის პორტის პირველი ფაზა და აღმოსავლეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთ-სამხრეთით ძირითადი მაგისტრალები იქნება დასრულებული”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ასევე დასრულდება ძირითადი ტურისტული მიმართულებების დამაკავშირებელი გზები, კერძოდ, სვანეთისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით, ქუთაისი-აბასთუმნის გზა.

 

 

”ქუთაისი ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველოს შიდა ჰაბად, რომელიც დამაკავშირებელი იქნება ყველა წერტილთან. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზების პროექტირებას. უკვე წელს დავიწყებთ პროექტირებას მთა-თუშეთში მიმავალი გზის, ვინაიდან ამას გააჩნია ძალიან მრავალმხრივი დანიშნულება - უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, რაჭის განვითარების მიმართულებით ახალი გზის აშენებააა დაგეგმილი, ”ეს ყველაფერი საქართველოში განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სტიმულს მოიტანს”.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობას გაუსვა ხაზი და მთავრობის სახელით მსოფლიო ბანკსა და პროექტში ჩართულ სხვა ინსტიტუტებს მადლობა გადაუხადა.

 

 

”ჩვენ დაწყებული გვაქვს ბევრ პროექტზე ერთდროულად დიზაინის და წინასწარი კვლევების ჩატარება. მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ჩვენ დიდი ნაწილი აქედან დასრულებული გვექნება და ძალიან ბევრი პროექტი ერთად დაიქოქება. სწორედ ეს იქნება საქართველოს, როგორც აბრეშუმის სარტყლის შემადგენელი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქციის სრულად ათვისების წინაპირობა. მჯერა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს შევძლებთ ძალიან მიზანმიმართული, აქტიური მუშაობით. 24 საათი უნდა ვიმუშაოთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობაზე 500-ზე მეტი ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული. ”მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საცხოვრებელი ადგილის მიტოვების გარეშე შოულობენ თავიანთ სარჩო-საბადებელს, თავიანთ ოჯახებს ინახავენ. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საგზაო არტერიების განვითარებასთან ერთად, განვითარდეს ჩვენი ქვეყნის რეგიონები და სატრანზიტო ფუნქცია, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ავაგუგუნებთ საქართველოს და ეს დღე არის ამის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნას პრემიერთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 75
#35   Darrell
      
References:


Pioneer casino laughlin https://g.clicgo.ru/
7 ივნისი 2026 04:15
#34   Lyda
      
References:


Blue heron casino http://www.annunciogratis.net
7 ივნისი 2026 03:05
#33   Marisa
      
References:


Casino ns pad.geolab.space
7 ივნისი 2026 02:13
#32   Donette
      
References:


Casino aztar evansville https://literaturewiki.site/
7 ივნისი 2026 01:40
#31   Tom
      
References:


Blackjack wizard of odds concretewiki.site
7 ივნისი 2026 01:26
#30   Lashawnda
      
6 ივნისი 2026 12:23
#29   Natalia
      
6 ივნისი 2026 11:22
#28   Aurora
      
6 ივნისი 2026 09:47
#27   Geraldine
      
References:


Casino listings https://www.instapaper.com/p/17728113
6 ივნისი 2026 09:08
#26   Markus
      
References:


Casino toledo ohio hackmd.okfn.de
6 ივნისი 2026 06:07
#25   Lanora
      
References:


Casinoslots http://forums.cgb.designknights.com/
6 ივნისი 2026 05:51
#24   Marina
      
5 ივნისი 2026 10:24
#23   Tosha
      
References:


Cherokee casino west siloam springs https://moss-mcwilliams-3.thoughtlanes.net/
5 ივნისი 2026 09:58
#22   Tamika
      
5 ივნისი 2026 09:06
#21   Dominic
      
References:


Roulette strategy that works https://md.swk-web.com/s/Sq-RPrVcB
5 ივნისი 2026 05:47
#20   Marta
      
References:


New slots silver-harris-2.mdwrite.net
5 ივნისი 2026 05:07
#19   Nicholas
      
5 ივნისი 2026 04:54
#18   Hans
      
References:


Best online casino uk https://earthwiki.space
5 ივნისი 2026 04:50
#17   Moises
      
References:


Riverrock casino palmer-holme.federatedjournals.com
5 ივნისი 2026 04:35
#16   Ona
      
References:


Slot games for fun bridgedesign.site
5 ივნისი 2026 03:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი