ირაკლი კობახიძე: გილოცავთ რიკოთის ავტომაგისტრალის მორიგი, 12-კმ-იანი მონაკვეთის გახსნას
22-10-2024, 20:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ავტომაგისტრალის მორიგი მონაკვეთის გახსნა. ეს არის 12 კმ-იანი მონაკვეთი და ამით, ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი, დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის გზის, დამატებითი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, რომ გასული 12 წლის განმავლობაში გზების მშენებლობის ტემპი რამდენჯერმეა გაზრდილი.

„დღეს გვაქვს საინტერესო დღე - ვიყავით ანაკლიაში, სადაც დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ასევე გახლდით ყულევში, სადაც შენდება ძალიან მასშტაბური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ახლა ვხსნით ჩვენი ავტომაგისტრალის ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს. ეს განვითარება აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა მიდის წინ და ჩვენი ვალია, მომავალშიც ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.

მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ავტომაგისტრალის მორიგი მონაკვეთის გახსნა. ეს არის 12 კმ-იანი მონაკვეთი და ამით, ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი, დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ხედავთ, რამდენად სწრაფად ვითარდება სამუშაოები ამ მიმართულებით.

ტრანსპორტი უკვე ცალმხრივად ისარგებლებს რიკოთის ისტორიული, რეაბილიტირებული გვირაბით და მის პარალელურად აშენებული ახალი გვირაბით, რომელთა სიგრძე 2 კილომეტრამდეა და რიკოთის მონაკვეთზე ყველაზე გრძელ გვირაბებს წარმოადგენს. დღეს, რიკოთის მონაკვეთზე ჩვენ უკვე ვსარგებლობთ, მთლიანობაში, 49 გვირაბით და 88 ხიდით. ეს მონაცემებიც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში.

 

შეგახსენებთ ასევე, რომ რამდენჯერმე არის გაზრდილი გასული 12 წლის განმავლობაში გზების მშენებლობის ტემპი, თუ მანამდე მთელ ქვეყანაში 68 კმ ავტომაგისტრალი იყო აშენებული, ახლა უკვე ამას დაემატა დაახლოებით 300 კმ ავტომაგისტრალი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რამდენჯერმე არის გაზრდილი სამუშაოების ტემპები.

რიკოთი ევროპული სტრატეგიული საგზაო მარშრუტის - აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის ნაწილია, რომლის ყოველ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადაადგილებას, ამცირებს დროს და მანძილს. რიკოთის რთული რელიეფისთვის თვისობრივად ახალი გზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, უკვე 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და ანახევრებს მგზავრობის დროს, ზრდის გამტარობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას.

ლიხის ქედის რთულ, მთიან რელიეფზე 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მასშტაბურ საინჟინრო გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, ყოველთვის კრიტიკულ და რთულ პროექტად იყო აღიარებული. ამიტომ, მას თამამად მოვიხსენიებთ, როგორც საუკუნის პროექტს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.

ახალი გზა საქართველოზე გამავალი სტრატეგიული, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს,“- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 225
#205   Clair
      
6 ივნისი 2026 15:20
#204   Gertrude
      
References:


Live roulette bridgedesign.site
6 ივნისი 2026 08:45
#203   Wilton
      
6 ივნისი 2026 06:12
#202   Tyson
      
6 ივნისი 2026 05:56
#201   Brittney
      
References:


Oroville casino https://carwiki.site/
6 ივნისი 2026 04:45
#200   Savannah
      
5 ივნისი 2026 16:33
#199   Adalberto
      
References:


Casino euro review csmouse.com
5 ივნისი 2026 15:05
#198   Holley
      
5 ივნისი 2026 14:33
#197   Rich
      
References:


Reno casino earthwiki.space
5 ივნისი 2026 14:31
#196   Verona
      
References:


Instant Casino aktuelle Angebote

References:
ancientroman.space
5 ივნისი 2026 12:18
#195   Vernon
      
References:


Days inn clifton hill casino https://neolatinswiki.site
5 ივნისი 2026 11:55
#194   Veronique
      
References:


Best casino games https://intensedebate.com
5 ივნისი 2026 09:35
#193   Raina
      
3 ივნისი 2026 00:11
#192   Elana
      
2 ივნისი 2026 18:32
#191   Cyrus
      
References:


Cinema casino bagnols sur ceze http://kriminal-ohlyad.com.ua/user/carbabies5/
2 ივნისი 2026 11:20
#190   Reyna
      
References:


Mobile phone casino truckwiki.site
1 ივნისი 2026 17:18
#189   Garfield
      
References:


Holland casino amsterdam https://katrinalmfw025254.affiliatblogger.com
1 ივნისი 2026 15:52
#188   Bette
      
References:


Mahjong more time https://tessxuyx281754.blogdun.com
1 ივნისი 2026 13:11
#187   Raul
      
References:


Grey eagle casino calgary anyamnam293551.dailyhitblog.com
1 ივნისი 2026 10:30
#186   Stephan
      
References:


Slot machines online https://deaconiakt806268.vidublog.com
31 მაი 2026 04:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი