კოდექსში კიდევ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც არ გააკეთებდა ღარიბაშვილი
21-01-2014, 20:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის გიორგი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ფეხს ითრევს. მისი შეფასებით, თვითმმართველობის კოდექსში რამდენიმე ხარვეზია დარჩენილი, რაზეც ღარიბაშვილი თვალს ხუჭავს. როგორც კობახიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს იმ პარტიის მიმართ კომპრომისს ნიშნავს, რომელმაც კოდექსის პროექტი მოამზადა.

 

„კოდექსში კიდევ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც არ გააკეთებდა ღარიბაშვილი, რომ არა კომპრომისის შეგრძნება. ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კოდექსი“- განაცხადა კობახიძემ.

 

მისი განცხადებით, გამგებლების 33%-ით და მერების 40%-ით არჩევა ნიშნავს, იმას რომ ყველა გამგებელი და ყველა მერი „ქართული ოცნების“ უნდა იყოს, რაც იმთავითვე დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან კობახიძის თქმით, ერთმმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენ ზურგის შექცევაა.

„მერის არჩევნებზე 40%-იანი ბარიერის განსაღვრის მიზეზი შეიძლება იყოს ერთადერთი - პირველივე ტურში მოათავონ საქმე, ანუ პირისპირ დარჩნენ რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატთან. „ნაცმოძრაობას“ პირველ ტურში 40%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. რაც შეეხება მეორე ტურს, „ნაცმოძრაობა“ თავის ხმებს ვერაფერს უმატებს იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტია უფრო მწვავედ არის განწყობილი „ნაცმოძრაობის“ მიმართ, ვიდრე „ქართული ოცნების“ მიმართ. აქედან გამომდინარე, იმის შიში, რომ „ნაციონალებთან“ „ოცნების“ წარმომადგენლები პირისპირ არ დარჩნენ, რომ წააგონ, ეს გამორიცხულია. ამას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ე.წ. პარლამენტრს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მისცენ შანსი“- განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ასეთი გადანაწილება, პირველ რიგში, „ოცნებისთვის“ არის სასარგებლო, თუ წარსულის მაგალითები მისთვის მართლაც მაგალითებია.

 

„ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ის ყველაფერი სისტემამ მოიტანა და არა „ნაციონალების“ ვერგათვლამ. და მეორე, ერთადერთი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო, იყო სამეგრელო და, პირველ რიგში, ზუგდიდის რაიონი. ამ 40%-იანი ბარიერის შემთხვევაში, ძველი შედეგები თუ განმეორდა, გამოდის, რომ „ოცნება“ ზუგდიდს „ნაცმოძრაობას“უთმობს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ „ნაცმოძრაობის“ პროცენტი 40-სა და 50-ს შორის იყო“- განაცხადა კობახიძემ.

http://www.newspress.ge/presis-mimokhilva/35510-giorgi-kobakhidze-33-da-40-iani-barieri-nishnavs-imas-rom-yvela-gamgebeli-da-meri-qarthuli-ocnebis-unda-iyos.html

კომენტარები: 22
#2   tech
      
If your looking for Online Illinois license plate sticker renewals then you have need to come to the right place.We offer the fastest Illinois license plate sticker renewals in the state. ไพ่ดัมมี่
25 აპრილი 2022 03:30
#1   tech
      
It was a very good post indeed. I thoroughly enjoyed reading it in my lunch time. Will surely come and visit this blog more often. Thanks for sharing. betflik ดาวน์โหลด
20 აპრილი 2022 03:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი