„მე, როგორც ექიმმა, არ შემიძლია არ დავწერო ეს: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი ვირუსთან ბრძოლას არ აქვს იმას, რომ ოჯახის წევრების ერთ მანქანაში ჯდომა აკრძალული აქვთ 3-ზე მეტ ადამიანს; ცოლ-ქმარს არ შეუძლია წინ დასხდნენ ერთად“...
25-04-2020, 09:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ექიმმა, არ შემიძლია არ დავწერო ეს: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი ვირუსთან ბრძოლას არ აქვს იმას, რომ:

 

 

1. ოჯახის წევრების ერთ მანქანაში ჯდომა აკრძალული აქვთ 3-ზე მეტ ადამიანს

 

 

2. ცოლ-ქმარს არ შეუძლია წინ დასხდნენ ერთად

 

 

3. ჩაკეტილ ქალაქებთან

 

 

4. თერმოსკრინინგთან

 

 

5. კომენდანტის საათთან

 

 

6. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან.

 

 

7. ჩაკეტილ ქალაქებთან სამხედროების დგომასთან

 

 

8. კარზე ან ბორბალზე 5 მლ რაღაც ხსნარის მისხმასთან

 

 

9. ონლაინ ვაჭრობის აკრძალვასთან

 

 

სამაგიეროდ ეს ზომები ქმნის არაადამიანურ პირობებს ცხოვრებისთვის. აღატაკებს ხალხს და გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებს. ჩვენს ისედაც სავალალო მდგომარეობას კატასტროფულ ზიანს აყენებს. ეს კატასტროფული ზიანი წაიღებს ბევრ სიცოცხლეს, ბევრი სიცოცხლის ხარისხს კატასტროფულად გააუარესებს.

 

 

კორონავირუსის შესახებ:

 

 

1. ეს არ არის მკვლელი ვირუსი

 

 

2. არც რაიმე განსაკუთრებული საფრთხის არ წარმოადგენს ვიდრე ბანალური გრიპი. უკვე რამდენიმე კვლევა დაიდო რომ ამ ვირუსის ლეტალობა მაქსიმუმ 0,5%-ია და არა ის მონაცემები რასაც WH0 "გვაბოლებდა" და თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამიტომაც მასშტაბურად იწყება შეზღუდვების ლიბერალიზაცია მთელ მსოფლიოში.

გამოსავალი:

 

 

• უნდა გაუქმდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვები

 

 

• ადამიანებმა უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენის და სოციალური დისტანციის პირობებში. რომ შანსი დავიტოვოთ გადავურჩევთ ეკონომიკურ კატასტროფას და შიმშილს.

 

 

• მთავრობის ნამდვილი დახმარება იქნება, თუ შეამცირებენ გადასახადებს, გააუქმებენ აქციზებს, ხალხს დაუბრუნებენ საპენსიო დანაზოგს, გააუქმებენ ბევრ უაზრო სსიპ და ა(აი)პს, შეამცირებენ ბიუჯეტს. და არა ის შოუები რასაც ახლა გვიდგამენ, რომელშიც სხვათაშორის ჩვენს ფულს ხარჯავენ (ბიუჯეტი).

 

 

ძალიან გთხოვთ, ყველა დაფიქრდით ამაზე, სანამ შეუქცევად უბედურებას მივიღებთ!" - წერს სოციალურ ქსელში ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატო ჯახია.

 

კომენტარები: 23
#3   Lin
      
Our AI-powered traffic solution delivers engaged visitors to your site, costing significantly less than traditional paid ads. Ready to grow your reach?

https://cutt.ly/6r9BMLrA
20 ოქტომბერი 2025 07:13
#2   Edward
      
Attract the right audience to your site with our AI-driven traffic solution, offering better results than paid ads at a fraction of the price. Get started today.

https://ow.ly/jiks50WXBlH
3 ოქტომბერი 2025 11:16
#1   Michaelwharp
      
Hello Support! Hi, how are you?
15 მაი 2025 14:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი