დიდ დიღომში თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო
08-10-2019, 12:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩა N 1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო.

 


პროექტის ფარგლებში, გარე გამოყენების სხვადასხვა სახეობის ფიტნეს ტრენაჟორები 600 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა.

 


სპორტული სივრცე საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძესთან ერთად დაათვალიერა.

 


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ორ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე, ერთი დიდ დიღომში, მეორე კი ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან, რომლითაც მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს. ასეთი სივრცები საქართველოში პირველად მოეწყო. ჩვენ მომავალშიც ვეცდებით მოსახლეობას შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი სიახლე და სხვადასხვა თანამედროვე პროექტები განვახორციელოთ’’, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

 

 

თანამედროვე სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდი მეშვეობით, შესაძლებელია ვარჯიშის ვიდეო ინსტრუქციის ნახვა. პროდუქციას გააჩნია არაერთი სერტიფიკატი და არის სრულიად უსაფრთხო.

 


ასევე, სპორტულ ინვენტარს აქვს აპლიკაცია როგორც ანდროიდის, ისე ios-ისთვის, რომლითაც შესაძლებელია ვარჯიშების აწყობა და რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ვარჯიში რომელ კუნთის განვითარებას უწყობს ხელს. აგრეთვე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს.

 


სამუშაოები გამგეობის დაფინანსებით, კომპანია "გრინსერვის +"-მა შეასრულა.

 

 

კომენტარები: 301
#1   new year wiki
      
To assist you with the greetings, we have come up with Merry Christmas and Happy New Year Wishes. You can feel free to make use of these wishes to wish your close buddies and relatives on both the festive days.
28 ოქტომბერი 2019 22:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი