თბილისი პირველ ადგილს იკავებს ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე გამოქვეყნებულ 2020-ის რეიტინგში
30-05-2020, 22:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. Covid 19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი დასახელდა.

 


„თბილისი არის Covid 19-ით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნის- საქართველოს დედაქალაქი. საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება, რამაც ეპიდემიის უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნების საშუალება მისცა. ქვეყანაში Covid-19–ის 260 – ჯერ ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში.

 


ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისათვის 1 ივლისს ხსნის და შესაბამისად ნერგავს უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაიცვას მოგზაურების და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მისცეს მათ საშუალება, ისიამოვნონ უსაფრთხო დასვენებით საქართველოში.

 


მსოფლიო პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტად გვსურს ახალი გამოცდილებების მიღება და თბილისი არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება: ადგილი, სადაც ერთმანეთს საუკეთესოდ ერწყმის წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება. საქართველოს დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს. ეს არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია.

 


თბილისი განსაკუთრებით მომხიბვლელია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში რეიტინგში ასევე მოხვდა ქალაქი ბათუმი, რომელიც მე-7 ადგილს იკავებს.

 


European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: კორფუ, ზაგრები, ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, გდანსკი, რიგა, ზაგრები, და ა.შ.

 


ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები (EBD) არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.

  

კომენტარები: 221
#1   Lasundra
      
I am extremely inspired with your writing talents as smartly as with the format in your blog.
Is this a paid theme or did you modify it your self?
Anyway stay up the nice high quality writing, it is uncommon to peer a great weblog like this one today..


My homepage: Treanna
2 ნოემბერი 2023 19:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი