მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დაიწყო
25-09-2016, 03:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო. როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ჩატარდა გეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა უახლესი ტექნოლოგიით განახორციელეს. გეოლოგიური კვლევა ჩაუტარდა ,,ხიფა“, ,,ცხიმარასა“, ,,ნობულევის“, ,,ლეჩეხასა“ და ,,ერჯიას“ ჰესებს.

 

 

სამუშაოების მიმდინარეობა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ, გამგებლის მოადგილესთან დავით სილაგავასთან ერთად დაათვალიერა. 

 

 

,,ეს პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია, როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ პროექტის განხორციელებით სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი მოსახლეობა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მისი საბალანსო ღირებულების 1% (ქონების გადასახადი, მ.შ მიწის) აღირიცხება მარტვილის ადგილობრივ ბიუჯეტის შემოსავლებში. პროექტი ოთხ წლიანია და მისი საინვესტიციო სავარაუდო ღირებულება 220,0 მილ. აშშ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნა ალექსანდრე გრიგალავამ.

 


პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, მშენებლობაზე 700 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სხვადასხვა ეტაპზე ჯამურად დასაქმდება 2600 ადამიანი, ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ საერთო ჯამში 200-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

კომენტარები: 2201
#1   Mae
      
Why visitors still make use of to read news
papers when in this technological globe all is existing
on net?

Feel free to surf to my blog Dedra
9 მარტი 2022 14:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი