მამუკა ხაზარაძე „ნამახვანჰესზე“ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს და აცხადებს, რომ იგი ჩუმად გაურიგდა ერთ-ერთ კომპანიას და ჩვენს მოქალაქეებს ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ შეეწინააღმდეგონ ამ პროცესს
15-04-2021, 00:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს და აცხადებს, რომ იგი „ჩუმად გაურიგდა ერთ-ერთ კომპანიას და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა“.

 


ხაზარაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ „ას ოცდაერთ ლარად, ჩუმად, პირდაპირი მიყიდვის წესით მიყიდა ამხელა ტერიტორია“ თურქულ კომპანიას. იგი მიიჩნევს, რომ „ჩვენს მოქალაქეებს ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ შეეწინააღმდეგონ ამ პროცესს“.

 


„პირველად ვაკეთებ კომენტარს ნამახვანთან დაკავშირებით, რადგან რიონის ხეობის მცველებმა აქციაზე განაცხადეს, რომ პოლიტიკური პარტიების ჩართვა მათ არ სურდათ,რაც ჩემი აზრით არის შეცდომა.

 


ეს პრობლემა ეხება ყველას.

 


იქ ირღვევა რიგითი ადამიანების უფლებები და მათ დასაცავად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფაქტების გამოვლენას.

 


ქვეყანას სჭირდება ინვესტიცია! საქართველოს რომელსაც აქვს ამდენი ჰიდრორესურსი, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის სიძლიერისათვის და ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. მაგრამ ის მეთოდები, ის პოლიტიკა რომელსაც ხელისუფლება ატარებს ენერგო პოლიტიკის მიმართულებით, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.

 


გავიხსენოთ პანკისის მოვლენები,როდესაც ძალით სურდათ ჰიდროელექტროსადგურის აშენება. გავიხსენოთ სოფელი წაბლანა, აჭარა ჰესი, სადაც არასწორი და საბჭოთა სტანდარტებით ააშენეს გვირაბი, რომელმაც გამოიწვია მთელი ამ სოფლის წითელ ზონად გამოცხადება. 250 ოჯახი დღეს, პრაქტიკულად იქიდან აყრილია და წაბლანა გადაიქცა მეწყერ საშიშ ზონად.

 


რა ხდება ნამახვანჰესთან დაკავშირებით?!

 


ეს ის მთავრობაა, რომელმაც ას ოცდაერთ ლარად, ჩუმად, პირდაპირი მიყიდვის წესით, ყოველგვარი წინასწარი დისკუსიისა და საერთაშორისო სტანდარტის გარეშე დაიწყო ეს პროექტი!

 


არ გაითვალისწინა მოსახლეობის აზრი, კარგად არ აუხსნა, ყველა კითხვას პასუხი არ გასცა, დიალოგში არ შევიდა და ას ოცდაერთ ლარად მიყიდა ამხელა ტერიტორია.

 


ეს ის მთავრობაა, რომელმაც ამავე დროს გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს არის ყოფილი პრემიერ მინისტრი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა, რომელიც ასე ჩუმად გაურიგდა ერთ-ერთ კომპანიას და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა.

 


ჩვენს მოქალაქეებს ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ შეეწინააღმდეგონ ამ პროცესს.

 


უამრავი კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს მაგრამ, ეს მთავრობა არავის არ ელაპარაკება, ეს მთავრობა მონოპოლიზირებულია.

 


კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველა ინვესტორის, თურქი იქნება ის, ტაილანდელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ევროპელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტანდარტებს და ინტერესებს არ დაიცავს“, წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

 

 

კომენტარები: 183
#3   Chas
      
The web-site will give you the selection to pick the game
and market place you want.

Feel free to surf to my homepage ... Korea Betting
4 მარტი 2024 08:53
#2   Hong
      
It not only provides a fully-fledged Sports betting Sites betting facility, but
a big number of casino games.
3 მარტი 2024 21:53
#1   Everardo
      
After I originally left a comment I seem to have clicked the -Notify me when new
comments are added- checkbox and now each time a comment is added I
get four emails with the same comment. There has to be an easy method you can remove me
from that service? Many thanks!

Feel free to surf to my web page :: Zana
29 თებერვალი 2024 14:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი