აშშ-ში თებერვალში 242 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობამ კი ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი, 4.9% შეადგინა
06-03-2016, 00:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების ეკონომიკას თებერვალში 242 000 სამუშაო ადგილი დაემატა, გაცილებით, 52 ათასით მეტი, ვიდრე ამას ეკონომისტები მოელოდნენ.

 


შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ციფრი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ეკონომიკის სიძლიერეს, რამაც შესაძლოა ფედერალურ რეზერვს საშუალება მისცეს, მიმდინარე წელს, ზაფხულიდან, თანდათან გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი.

 


დეკემბერსა და იანვარში კი დამატებით, წინასწარი შეფასებით გაკეთებული დასკვნებისაგან განსხვავებით, 30 000 -ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი იანვრიდან მოყოლებული უცვლელია და ის 4.9%-ს შეადგენს, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

 


გასულ კვირას ოფიციალურმა ციფრებმა აჩვენა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა კვარტალში 1 %-ით გაიზარდა. წინასწარი შეფასებისას გაკეთებული ანალიზით კი, ზრდას 0.7%-ით მოელოდნენ.

 


მომსახურების სექტორმა გასულ თვეს ჯამში, 245 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა, მას შემდეგ რაც იანვარში ამერიკის ეკონომიკას 153 000 ადგილი დაამატა, მაშინ როცა მშენებლობამ 19 000, ხოლო მთავრობამ 12 000 სამუშაო ადგილის შექმნა შეძლო. მიუხედავად ამისა, 18 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა მაღაროებში და 16 000 გადამამუშავებელ მრეწველობაში, მაშინ როცა იანვარში ამ უკანასკნელში გასაოცარ ზრდას ჰქონდა ადგილი.

 

 

შეერთებულ შტატებში სამუშაო ადგილები სწრაფი ტემპით იზრდება. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში ეკონომიკას 292, 000 სამუშაო ადგილი დაემატა და ამ მხრივ ზრდა სოლიდური, მოლოდინებზე გაცილებით მეტი დაფიქსირდა. დასაქმების ბიუროს სტატისტიკის მიხედვით, უმეშევართა რიცხვმა მაშინ ბოლო 7 წელიწად-ნახევარში ყველაზე დაბალი, 5 პროცენტი შეადგინა.

 


გასული წლის დეკემბერში ზრდა გამოვლინდა პროფესიულ და ბიზნეს მომსახურების, სამშენებლო, ჯანდაცვის, ასევე კვების ობიექტებში დასაქმების მიმართულებით.

 


ამას დამატებული, 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, როგორც ეს ციფრებმა აჩვენა, 50 ათასით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე ეს მანამდე იყო მიჩნეული.

 


არც გასული წლის დეკემბერში არ დაფიქსირებულა ყველა სექტორში სამუშაო ადგილების შექმნა. მაგალითად, მაღაროებში მაშინაც ადგილების კლებას ჰქონდა ადგილი, და ის 8 000 -ით დაეცა და თუ ამ სექტორში მთელი 2015 წლის მონაცემებს ავიღებთ, საერთო ჯამში სამუშაო ადგილები აქ 2015 წელს, 129 000-ით შემცირდა.

 


2015 წლის მეოთხე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკამ თვეში საშუალოდ 284 000 სამუშაო ადგილი შექმნა, რაც წელიწადში, 3 თვის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

 

 

ეს სოლიდური ციფრები გვარწმუნებს შეერთებული შტატების ეკონომიკის სიძლიერესა და წინააღმდეგობის გაწევის უნარის შესაძლებლობაში იმ დროს, როცა მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ჩინეთში ბაზრებზე ალიაქოთია შექმნილი, ხოლო გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობა სუფევს.

 



მომხმარებელთა თამამმა ხარჯვამ წაახალისა დამსაქმებლები, ძლიერი დოლარის პირობებში ექსპორტის შემცირების საკომპენსაციოდ, მეტი თანამშრომლები აიყვანონ.

 

კომენტარები: 26
#26   June
      
References:


Cripple creek casinos https://dailybeacon.space
11 ივნისი 2026 21:42
#25   Neville
      
11 ივნისი 2026 19:44
#24   Kennith
      
11 ივნისი 2026 14:47
#23   Toney
      
References:


Online pokies australia https://briefjournal.space
11 ივნისი 2026 14:34
#22   Charity
      
11 ივნისი 2026 11:26
#21   Annie
      
References:


Play craps online for fun gaiaathome.eu
11 ივნისი 2026 11:23
#20   Maria
      
11 ივნისი 2026 03:20
#19   Adrienne
      
References:


River rock casino https://favpress.site/
11 ივნისი 2026 03:18
#18   Alison
      
References:


Bellagio casino dailybeacon.site
11 ივნისი 2026 02:54
#17   Esther
      
11 ივნისი 2026 01:27
#16   Lizzie
      
References:


South african online casinos bookmarkdaily.space
10 ივნისი 2026 11:39
#15   Anja
      
9 ივნისი 2026 19:49
#14   Toni
      
References:


Genting casinos https://liberalwiki.space/wiki/Jet_Casino_Bonus_Code_2026_free_spins
9 ივნისი 2026 17:19
#13   Therese
      
References:


Texas casino 24propertyinspain.com
9 ივნისი 2026 07:42
#12   Magnolia
      
9 ივნისი 2026 01:13
#11   Tania
      
References:


Seminole hard rock casino http://lukovich.ru/user/billskate72/
5 ივნისი 2026 04:33
#10   Edison
      
5 ივნისი 2026 04:05
#9   Denny
      
References:


Slot machine jackpot https://school-of-safety-russia.ru/
5 ივნისი 2026 01:42
#8   Tressa
      
References:


Potawatomi casino milwaukee https://pad.stuve.de/s/91RGtAhfC
4 ივნისი 2026 21:17
#7   Fredric
      
References:


Goldstrike casino https://commonwiki.space
4 ივნისი 2026 21:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი