5 იანვრის საღამოს მონაცემებით, მოძრაობა აიკრძალა 3 საავტომობილო გზაზე, სპეციალური რეჟიმები დაწესდა 3 საავტომობლო გზაზე, სხვაგან კი შეზღუდვები მინიმუმადეა დაყვანილი
05-01-2016, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ძირითადი გზა განვლადია.  


საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები კი მინიმუმადეა დაყვანილი. აღნიშნულ უახლეს ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


"აღსანიშნავია, რომ  საქართველოს მასშტაბით, ფუნქციონირებს 111 საყრდენი პუნქტი, სადაც  მობილიზებულია შესაბამისი თოვლმწმენდი ტექნიკა, ადამიანური რესურსები და ტექნიკური მარილის მარაგი. საყრდენი პუნქტები და ზამთრის მოვლა-შენახვის მწარმოებელი კომპანიები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილებზე მეთვალყურეობენ და კოორდინაციას უწევენ მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.


ამ დროისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დასავლეთ საქართველოში საავტომობილო  გზებზე არსებული ვითარების   მონიტორინგს პირადად ახორციელებს.


შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 31 დეკემბრიდან უხვი ნალექის გამო  გადაადგილება გართულდა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. კერძოდ, ინტენსიური თოვის შედეგად მოკლე დროში მოსული უხვი ნალექის გამო, მოძრაობის შეფერხება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში,  რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და გურიაში.  რამდენიმე დღის განმავლობაში,  70-80 სმ. თოვლის საფარის პირობებში, ცენტრალურ გზებზე განვლადობის შესანარჩუნებლად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სადღეღამისო რეჟიმში იმუშავეს.


3-4 იანვარს გზებზე გადაადგილება განსაკუთრებით გართულდა დასავლეთ საქართველოში, სადაც ქარბუქისა და ძლიერი თოვის გამო შეზღუდული იყო ხილვადობა, ხოლო გზებზე წარმოიქმნა ლიპყინული და თოვლის გროვები ნამქერის სახით.


რთული ვითარება იყო კახეთშიც, კერძოდ, ვაზიანი-გომბორისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე, სადაც დღეისათვის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ გზებზე 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. დღეისათვის, გრძელდება სავალი ნაწილის ქვიშა-მარილით დამუშავება.


რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი შავია, ამ დროისათვის მოხსნილია ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმიც. აღსანიშნავია, რომ აკრძალვა დაწესებული იყო პრევენციის მიზნით, რადგან ყინვის პირობებში, მისაბმელიანი მანქანების მიერ შექმნილი შეფერხების შემთხვევაში არსებობდა გზის მთლიანად ჩაკეტვის რისკი.


ამ დროისათვის, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია სამ საავტომობლო გზაზე:


მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთისა და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.


ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

 


ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
რთული მეტეოროლოგიური პირობების - ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა აიკრძალა 3 საავტომობილო გზაზე:

 


კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

 


ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.

 


ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა", აღნიშნულია საავტომობილი გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

 

 

კომენტარები: 42
#42   Tim
      
References:


Casino of the sun https://yatirimciyiz.net/user/fridgedaniel8
11 ივნისი 2026 19:27
#41   Grazyna
      
References:


Talking stick casino az briefjournal.space
11 ივნისი 2026 18:07
#40   Breanna
      
11 ივნისი 2026 10:39
#39   Finley
      
11 ივნისი 2026 07:21
#38   Arden
      
References:


Casino spokane atavi.com
11 ივნისი 2026 04:17
#37   Eve
      
References:


Crown casino cinema gpsites.win
11 ივნისი 2026 04:15
#36   Dominique
      
11 ივნისი 2026 02:28
#35   Terrie
      
References:


Online casino australia https://xtuml.org
11 ივნისი 2026 02:28
#34   Fawn
      
References:


Video poker machine headlinelog.site
11 ივნისი 2026 02:26
#33   Hunter
      
References:


Route 66 casino albuquerque telegra.ph
11 ივნისი 2026 00:57
#32   Ola
      
References:


Casino island https://pad.geolab.space/s/HwevPcQV_

References:


Hollywood casino florida https://www.garagesale.es/author/radioafrica0/
11 ივნისი 2026 00:11
#31   Nora
      
10 ივნისი 2026 23:36
#30   Mikel
      
References:


Washington state casinos https://pad.stuve.de/s/lQgNztaEOw
10 ივნისი 2026 23:34
#28   Amos
      
References:


St croix casino gardenwiki.site
10 ივნისი 2026 02:29
#27   Linwood
      
References:


Mobile phone casino tunavessel2.bravejournal.net
10 ივნისი 2026 02:27
#26   Laverne
      
References:


San diego casinos https://headlinebeacon.site/
10 ივნისი 2026 01:39
#25   Eleanore
      
References:


Casino paris literaturewiki.site

References:


Mountaineer racetrack and casino https://favpress.space/item/exklusive-boni-und-erstklassiges-spielerlebnis
9 ივნისი 2026 11:16
#24   Marshall
      
9 ივნისი 2026 04:29
#23   Odette
      
References:


Casino games https://school-of-safety-russia.ru/
8 ივნისი 2026 20:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი