საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
23-10-2024, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება. 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე ნაკლებია. მიმდინარე წლის სექტემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.8 პროცენტი შეადგინა. ფასების სტაბილურობა, უმეტესწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, როგორც დროული გამკაცრების, ისე ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. კერძოდ, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ 3 პროცენტთან შედარებით დაბალია. ამასთან, ეკონომიკაში გაზრდილი კონკურენციის შედეგად ფირმების შემცირებული მარჟებიც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობია. ამ ფაქტორების ერთობლიობა ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. მიმდინარე წელს მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური აქტივობის გამო, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.5%-მდე გაიზარდა. თუმცა, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, გაზრდილია ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც, რასაც წვლილი შეაქვს ფასებზე წნეხის შემცირებასა და დაბალინფლაციური გარემოს ჩამოყალიბებაში. ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება. საშუალოვადიან პერიოდში კი 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.

პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობა რისკებს შეიცავს. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ასევე ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა, მათ შორის, რეგიონალური რისკის პრემია გაიზარდოს და სხვადასხვა არხებით ფასებზე ზეწოლა წარმოიქმნას. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა გაზრდილია, ხოლო წითელი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე მოვლენები ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის საფრთხეებს წარმოშობს, რაც, იმპორტული საქონლის არხით, მთლიანი ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის. საგარეო ფაქტორებს მიღმა, შიდა ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია, რამაც მომავალში ასევე შესაძლოა ფასებზე ზეწოლა მოახდინოს. ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 18 დეკემბერს ჩატარდება.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

კომენტარები: 214
#214   Osvaldo
      
References:


Coral casino santa barbara https://prpack.ru
11 ივნისი 2026 23:20
#213   Napoleon
      
References:


Penny slots gamingwiki.space

References:


Hollywood casino florida https://gratisafhalen.be/
11 ივნისი 2026 15:38
#212   Mindy
      
References:


Mcphillips street station casino https://favpress.space
11 ივნისი 2026 15:28
#211   Judith
      
References:


Riviera casino las vegas https://neolatinswiki.site
11 ივნისი 2026 06:50
#210   Isla
      
References:


Mahjongg dimensions more time www.cruzenews.com
11 ივნისი 2026 06:14
#209   Joesph
      
References:


Bovada mobile casino headlinebeacon.space
10 ივნისი 2026 12:17
#208   Bill
      
References:


Casino pennsylvania headlinelog.site
10 ივნისი 2026 01:31
#207   Shayna
      
References:


Casino splendido 500px.com
9 ივნისი 2026 19:30
#206   Shirleen
      
9 ივნისი 2026 15:17
#205   Helene
      
References:


Hard rock casino northfield ohio https://atavi.com/share/xvr532zmwub3
9 ივნისი 2026 07:42
#204   Dena
      
References:


Two rivers casino https://forum.exciteme.ca/
9 ივნისი 2026 07:15
#203   Xiomara
      
References:


Slot machine app https://favpress.space
9 ივნისი 2026 03:10
#202   Linnea
      
References:


Hollywood casino kansas http://csmouse.com/user/quincewhite1/
9 ივნისი 2026 03:07
#201   Ferne
      
References:


Missouri casinos http://amur.1gb.ua
8 ივნისი 2026 12:30
#200   Lenore
      
References:


Top casinos prpack.ru
7 ივნისი 2026 11:45
#199   Aileen
      
References:


Pechanga casino greecestudies.site
7 ივნისი 2026 11:35
#198   Jeffry
      
References:


Blackjacks elgin http://madk-auto.ru/user/spikejelly9/
7 ივნისი 2026 11:35
#197   Carmelo
      
References:


Instant Casino Slots

References:
http://karayaz.ru/user/harpbutton6/
7 ივნისი 2026 06:56
#196   Brooks
      
References:


888 casino bonus https://graph.org
6 ივნისი 2026 20:24
#195   Mammie
      
References:


Phoenix casinos https://philosophywiki.space/wiki/Schnell_registrieren_sicher_spielen
6 ივნისი 2026 19:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 11წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი