პროკურატურამ წარსულში ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 8 253.13 ოდენობის ბიტკოინის (39 215 820 აშშ დოლარის) მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო
06-07-2023, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

 


პროკურატურის ინფორმაციით, უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

 


„ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის – 1 305 000 აშშ დოლარს.

 


შეთანხმებისამებრ, გ.ბ.-ს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე.

 


ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ერთწლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253.13 ბიტკოინს შეადგენდა.

 


ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

 


განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის – 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.

 


ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


პროკურატურა ბრალდებულის მიმართ შესაბამის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 20
#20   Royal
      
References:


Riverwalk casino vicksburg flashjournal.site
11 ივნისი 2026 05:43
#19   Isaac
      
References:


Hollywood casino west virginia headlinebeacon.site
11 ივნისი 2026 04:17
#18   Sheila
      
References:


Slot games for fun https://clipjournal.space
10 ივნისი 2026 16:41
#17   Matthew
      
References:


Hard rock casino vancouver eggswiki.site
9 ივნისი 2026 21:45
#16   Betsy
      
References:


Shelbyville casino firsturl.de
9 ივნისი 2026 18:49
#15   Robt
      
9 ივნისი 2026 07:34
#14   Mavis
      
References:


Sky zone las vegas https://actualites.cava.tn/
8 ივნისი 2026 19:16
#13   Clifton
      
References:


Spirit mountain casino annunciogratis.net
8 ივნისი 2026 16:02
#12   Chiquita
      
References:


Casino habbo https://eggswiki.site/wiki/Lex_Casino_Test_2026_Ehrlich_und_direkt_bewertet
6 ივნისი 2026 18:08
#11   Deandre
      
References:


Hard rock casino tulsa ok https://telegra.ph/
6 ივნისი 2026 18:06
#10   Linda
      
References:


Rainbow casino wendover http://www.qazaqpen-club.kz/
5 ივნისი 2026 07:40
#9   Phoebe
      
References:


Fond du luth casino udrpsearch.com
5 ივნისი 2026 05:15
#8   Demetria
      
References:


Online casino belgie https://forum.board-of-metal.org/
5 ივნისი 2026 05:08
#7   Catharine
      
4 ივნისი 2026 22:00
#6   Otilia
      
References:


Valley view casino center san diego nomadwiki.space
4 ივნისი 2026 19:13
#5   Dawna
      
4 ივნისი 2026 17:58
#4   Denice
      
References:


Casino magic bridgedesign.space
4 ივნისი 2026 17:50
#3   Piper
      
References:


Mighty slots eggswiki.site
4 ივნისი 2026 16:08
#2   Rochelle
      
References:


Oklahoma casinos rentry.co
4 ივნისი 2026 15:46
#1   Carolyn
      
References:


The star casino neoclassical.space
3 ივნისი 2026 20:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი