ირაკლი ღარიბაშვილი: დევნილებისთვის დავიწყეთ ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი, ბინას მიიღებს 2 400 ოჯახი, სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ორ წელიწადში
19-05-2023, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ დავიწყეთ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი. სახელმწიფომ თბილისში გამოყო შვიდი ჰექტარი ტერიტორია და სამუშაოებზე 245 მილიონ ლარამდე იხარჯება. აშენდება 11 კორპუსი, სადაც ბინა გადაეცემა 2 400 ოჯახს. სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ორ წელიწადში, შესაძლოა, უფრო ადრეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, დევნილებისთვის ბინების მშენებელობის დაწყება იგეგმება ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში. მისივე თქმით, ჯამურად, თითქმის 7 000-მდე ოჯახი მიიღებს ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს.

 

„ამ მასშტაბური პროექტის გარდა, დავიწყებთ ზუგდიდში ასევე მასშტაბურ პროექტს. იქ არის 1 400 ბინაზე გათვლილი პროექტი, იქაც არის მასშტაბური სამუშაოები განსაზღვრული, ჩატარებულია ტენდერი და ძალიან მალე დაიწყება სამუშაოები. ქუთაისში დავიწყეთ ანალოგიურად 700 ოჯახზე გათვლილი პროექტი, რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი და ბორჯომში კი – 150 ოჯახზე. დევნილებისთვის ძალიან ბევრი ასეთი პროექტი განვახორციელეთ. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი, რაც ძალიან მასშტაბური და უპრეცედენტოა. მანამდე იყო ძალიან მცირე რაოდენობის ბინა გადაცემული. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, ვიზრუნოთ მაქსიმალურად ჩვენს დევნილებზე, შევუქმნათ ღირსეული პირობები. წელს უკვე გადაეცა ათას ოჯახს საცხოვრებელი ფართები და დაუკანონდათ. ასე რომ, ვფიქრობ, სწრაფი ტემპებით მივდივართ ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენი მთავარი ოცნება, მთავარი მიზანი უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს ყველაფერი ჩვენს დევნილებს დარჩებათ მათ საკუთრებაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, ოცნება, მიზანი უნდა იყოს დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამიტომ ყველაფერი, რაც დაგავაახლოვებს ამ დიდ, საერთო ეროვნულ მიზანთან, არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გასაკეთებელი საქმე. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ზურა აზარაშვილს, მის გუნდს. ძალიან აქტიურად დაიწყეს სამუშაოების განხორციელება, ტენდერები ჩატარებულია, გამოცხადებულია გამარჯვებულები, ძლიერი კომპანიები და, ვფიქრობ, ძალიან მალე ჩვენს დევნილებს გადაეცემათ კომფორტული საცხოვრებელი ფართები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 11
#11   Darby
      
References:


Neosurf anonymous casino australia neosurf casino prepaid australia
გუშინ, 18:38
#10   Tamika
      
References:


Online casino australia neosurf https://myspace.com/
გუშინ, 15:02
#9   Sylvia
      
References:


Minimum deposit casino neosurf australia brand new neosurf casinos
australia
გუშინ, 13:29
#8   Johnette
      
References:


Top rated payid pokies https://gamingwiki.space/
25 სექტემბერი 2026 16:34
#7   Mauricio
      
References:


Sofort Casino Auszahlung canadaasians.com
24 სექტემბერი 2026 15:24
#6   Franklin
      
References:


Sofort Casino Vergleich http://www.okaywan.com/home.php?mod=space&uid=848352
24 სექტემბერი 2026 12:55
#5   Sheri
      
References:


Sofort casino 2026 sofortüberweisung casino bonus
24 სექტემბერი 2026 02:26
#4   Gia
      
References:


Sofort Casino Liste https://rentry.co/kbwbmr8p
22 სექტემბერი 2026 16:58
#3   Octavia
      
References:


Online casino mit sofortüberweisung einzahlung md.sigma2.no
22 სექტემბერი 2026 08:53
#2   Marina
      
References:


Pokies payid accepted australia payid pokies free spins
12 სექტემბერი 2026 06:42
#1   Enrique
      
References:


Crazy muscle reviews

References:
https://humanlove.stream/wiki/Complments_alimentaires_minceur
2 აპრილი 2026 03:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი