GUARDIAN.GE - მაშველები ისევ ეძებენ თურქეთში ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ორი ახალი მიწისძვრა მოხდა, რასაც სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. 6.4 და 5.8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, სადაც 6 თებერვალს, რამდენიმე საათის ინტერვალით მომხდარმა ორმა მძლავრმა მიწისძვრამ თურქეთის და სირიის ნაწილი გაანადგურა.
ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრებს ორივე ქვეყანაში 44 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათი ათასობით მოქალაქე სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.
20 თებერვალს, ორივე ქვეყანაში, წინა მიწისძვრების შედეგად მორყეული შენობები ჩამოინგრა.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ის ადგილობრივი დროით 20:04 საათზე (17:04 GMT) მოხდა, რასაც სამი წუთის შემდეგ 5,8 სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ სამი ადამიანი დაიღუპა ანტაკიაში, დეფნესა და სამანდაგში, 213-მა კი დაზიანებები მიიღო. მან მოუწოდა ხალხს არ შევიდნენ პოტენციურად საშიშ შენობებში.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.