თბილისში, ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა
23-12-2022, 20:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ გაიხსნა. ტერიტორია, რომელიც ორბელიანის მოედნის გარდა მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა.

 


„საშობაო სოფლის“ გახსნას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს
თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიასთან,
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, პარტია „ქართული ოცნება-
დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ფრაქცია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძესთან ერთად დაესწრო.
„ოფიციალურად გაიხსნა საშობაო სოფელი. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა.
სასიამოვნო გარემო და განწყობაა. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას,
წინსვლას. დღეიდან 14 იანვრამდე, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ესტუმრონ
ორბელიანის მოედანს, სადაც სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენა და კონცერტი
გაიმართება. გელოდებით, ერთად გავატაროთ ეს სასიამოვნო დღეები. ჩავიფიქროთ
მნიშვნელოვანი სურვილები, რომ 2023 წელი კიდევ უფრო წარმატებული,
სიცოცხლით, სიყვარულით სავსე იყოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
ჩავიფიქროთ მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


„საახალწლო სოფელი“ ფლეშმობით გაიხსნა, რომელიც სცენაზე თოვლის ბაბუას
შემოსვლით დასრულდა. საზეიმო საღამო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც
წამყვანები - გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი, ასევე, მომღერლები:
ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო
მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, მასტერი და ნათია დუმბაძე, ასევე,
ანსამბლი „შვიდკაცა“ მონაწილეობდნენ. ორბელიანის მოედანზე მდებარე
„ქარავანის სცენაზე“ კი დათო ევგენიძის და ბენდის კონცერტი გაიმართა.
„საახალწლო სოფელში“ განთავსებულია მრავალფეროვანი დეკორაციები და
ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საკონცერტო სცენები, საშობაო ბაზრობა,
კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის.
აღნიშნულ სივრცეში ყოველდღიურად მოეწყობა საბავშვო-გასართობი
წარმოდგენები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები. ასევე,
გასართობი აქტივობები - სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე და
ა.შ. ასევე, გაიმართება ტკბილეულის ფესტივალი.

 


„საახალწლო სოფელში“ მოწყობილ სხვადასხვა სცენაზე კონცერტები
ყოველდღიურად, 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. 3-კვირიანი მუსიკალური
პროგრამა მოიცავს SALIO-ს, 90-იანების კონცერტს, Killages-ს, ზუკა ხუციშვილსა და
ბენდს, „არას“, ჯერონიმოსა და ბენდს, „ნიუტონს“, 4D Monster Lobsters-ს, Goofy
Land-ს, „თამადას“, SvanSikh-ს, „ფრანს“, „რეგეონს“, ქართული სიმღერის კონცერტს
"შობის მოლოდინში", თბილისის ბიგ-ბენდს, Bedford Falls-ს, ქართული ესტრადის
ვარსკვლავების კონცერტს, ეთნომუსიკის კონცერტს, დავით ილურიძის ბენდს,
სოფო გელოვანს, დათო ევგენიძეს, FE PROJECT-ს, „თუთარჩელას“, LOUDspeakers-
ს, ელენე კალანდაძეს და ერეკლე გეწაძეს, Tika Balanchine & New One-ს, მიშო
ურუშაძეს, ბენდს „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილს, ნინი ნუცუბიძეს და კატო
კვარაცხელიას.

 


საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში
მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი ნუცა
ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“,
„ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“,
სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოკლორული
ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი
კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია
„ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული
სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო
1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის
ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები.

კომენტარები: 8
#8   Florian
      
11 ივნისი 2026 20:46
#7   Virgie
      
References:


Casino cannes https://rentry.co
11 ივნისი 2026 14:58
#6   Alexandria
      
References:


South african online casinos clipjournal.site
11 ივნისი 2026 14:46
#5   Chet
      
References:


French lick casino https://briefjournal.space/
11 ივნისი 2026 05:27
#4   Berry
      
References:


Cherokee nc casino https://bookmarkdaily.site
11 ივნისი 2026 04:26
#3   Kevin
      
References:


Casino zollverein may22.ru
11 ივნისი 2026 04:16
#2   Linette
      
References:


Jackpotjoy slot machines myspace.com
11 ივნისი 2026 00:26
#1   Jasper
      
References:


Eagle pass casino urlscan.io
10 ივნისი 2026 01:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი