[ვიდეო] დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 9 პირი, 7 პირს კი - მათ შორის 3 „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
19-05-2022, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გარჩევის ფაქტები გამოავლინეს, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

 


„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ცხრა პირი დააკავეს, ხოლო შვიდ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

 


„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით არიან დაკავებული: 1978 წელს დაბადებული რ.კ., 1992 წელს დაბადებული ბ.ზ., 1993 წელს დაბადებული ზ.ც. და 1971 წელს დაბადებული გ.ა. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს: 1984 წელს დაბადებული ნ.კ., 1970 წელს დაბადებული ი.მ., 1993 წელს დაბადებული თ.ბ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ს. 1980 წელს დაბადებული ე.ფ. (მეტსახელად „პაჭო“) კი დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის. ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1972 წელს დაბადებულ თ.გ.-ს (მეტსახელად „თემო სოხუმსკი“) – „კანონიერი ქურდობისთვის“, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1984 წელს დაბადებულ მ.გ.-ს – „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1986 წელს დაბადებულ ვ. ჩ.-სა და 1991 წელს დაბადებულ დ. უ.-ს – „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, 1979 წელს დაბადებულ დ. წ.-ს – „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისთვის, ხოლო 1987 წელს დაბადებულ კ. ტ.-სა (მეტსახელად „ენცო“) და 1970 წელს დაბადებულ თ. ხ.-ს (მეტსახელად „ჭინკა“) – „კანონიერი ქურდობისთვის“. დანაშაულები სამიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

 


ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გადაცილების შემდეგ კი ე.წ. საჯარიმო თანხას სთხოვდნენ.

 


პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

 


მათივე ცნობით, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 


„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული“ მენტალიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“, – აცხადებენ შსს-ში.

 

კომენტარები: 38
#38   Marita
      
11 ივნისი 2026 13:20
#37   Jed
      
References:


Red garter casino https://briefjournal.site/
11 ივნისი 2026 12:36
#36   Anibal
      
References:


The casino winner urlscan.io
11 ივნისი 2026 12:17
#35   Myrtle
      
References:


Konami slot machines http://karayaz.ru/user/goatsaw3/
11 ივნისი 2026 12:09
#34   Trudi
      
11 ივნისი 2026 12:00
#33   Rubye
      
References:


Slot machine strategy https://onlinevetjobs.com/author/beamwhorl6/
11 ივნისი 2026 11:59
#32   Declan
      
References:


Online casino u s a pbase.com
11 ივნისი 2026 11:02
#31   Sasha
      
11 ივნისი 2026 10:56
#30   Aja
      
11 ივნისი 2026 08:57
#29   Mohammed
      
References:


Wind creek casino wetumpka telegra.ph
11 ივნისი 2026 08:03
#28   Sheila
      
References:


Jupiters casino accommodation clipjournal.site
11 ივნისი 2026 08:01
#27   Franchesca
      
References:


Hoosier park racing and casino favpress.space
11 ივნისი 2026 06:00
#26   Lee
      
11 ივნისი 2026 04:31
#25   Malissa
      
11 ივნისი 2026 03:46
#24   Roberta
      
References:


Dubuque iowa casino urlscan.io
11 ივნისი 2026 03:39
#23   Ferdinand
      
References:


Slotland no deposit bonus codes https://doc.adminforge.de/s/KGUVKP9wUh
11 ივნისი 2026 00:06
#22   Pasquale
      
References:


Grand mondial casino literaryforge.blog
11 ივნისი 2026 00:03
#21   Eva
      
References:


Cherokee casino west siloam springs https://aryba.kg/user/hookbirth63/
9 ივნისი 2026 19:59
#20   Leila
      
9 ივნისი 2026 18:24
#19   Keeley
      
References:


Blackjack bomber concretewiki.site
8 ივნისი 2026 07:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი