1995 წელს ირანში საქართველოს საელჩოში გატანილი 4 ექსპონატი საქართველოში დაბრუნდა, 11 კი დაკარგულად ითვლება
19-04-2022, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, 1995 წელს ირანში საქართველოს საელჩოში გატანილი 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან 4 ექსპონატი საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა. ექსპონატების საქართველოში დაბრუნების შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნამუშევრები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში დროებით საექსპოზიციოდ იყო გატანილი.

 

 

ექსპონატების საქართველოში დაბრუნება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის, კახა სიხარულიძისა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, იოსებ ჩახვაშვილის აქტიური მუშაობითა და ძალისხმევით მოხდა.

 


ეროვნულ გალერეას წლების წინ ქვეყნიდან გატანილი შემდეგი 4 ნახატი დაუბრუნდა: დიმიტრი ხახუტაშვილი - „იმერეთი“; შოთა ლეჟავა - „გრემი“; ზაურ დეისაძე - „აკაკი წერეთლის ცხოვრება“; გრიგოლ ჩირინაშვილი - „შოთა რუსთაველი“.

 


ბრიფინგს ესწრებოდა სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მუზეუმთა ჯგუფის - შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, რომელმაც საქართველოში დაბრუნებული ექსპონატები ჩაიბარა შესაბამის ფონდებში დასაბრუნებლად.

 


აღსანიშნავია, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ეროვნული გალერეიდან 1995 წელს გატანილი 15 ექსპონატის შესახებ, არც საქართველოს ეროვნულ გალერეას და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რომელშიც ეროვნული გალერეა 2005 წელს გაერთიანდა, 2012 წლამდე არავისთვის მიუმართავთ. მოცემული ექსპონატების შეკრება პირველად განახორციელა ირანში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ 2012 წელს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შორის 2012 წლის ბოლოდან წარმოებული მიმოწერით დასტურდება, რომ 15 ექსპონატიდან 11 დაკარგულად მიიჩნევა.

 


შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება.

 


კულტურის სამინისტროს ინიციატივით და ძალისხმევით, 2021 წლის მაისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).

 


ასევე, 2021 წლის სექტემბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი 4 ფერწერული ტილო, ესენია: ირაკლი სუთიძის ,,ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას ,,ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის ,,ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის ,,აღორძინება“.

 


2021 წლის ნოემბერში კი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს დაუბრუნდა საქართველოდან 2003 წელს რუსეთის ფედერაციაში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა. საქართველოში შემდეგი ექსპონატები დაბრუნდა: ბორის ფოგელი - ,,თელავი“ (1936 წ.); ევგენი ლანსერე - ,,ხევსურეთი“ (1926 წ.); ბორის ფოგელი - ,,სასულიერო სემინარია“ (1934 წ.); გრიგორი გაგარინი - ,,ქართველი ქალები“ (1854 წ.); ლევ ლაგორიო - ,,ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წ.), კარლ ჟუკოვსკი - „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წ.).

 

 

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 28
#28   Bernardo
      
References:


Pay id pokies real money guzhen0552.cn
4 ოქტომბერი 2026 16:04
#27   Harvey
      
References:


Sofort casino bonus Deutsche Sofort
Casinos
24 სექტემბერი 2026 23:32
#26   Luciana
      
References:


Sofort Casino mit Lizenz https://cdss.snw999.com/space-uid-2647326.html
24 სექტემბერი 2026 05:37
#25   Serena
      
References:


Online casino sofort bezahlen t.044300.net
24 სექტემბერი 2026 04:34
#24   Shad
      
References:


Online casino sofortüberweisung limit https://bridgedesign.site
23 სექტემბერი 2026 05:03
#23   Christopher
      
References:


Sofort bezahlen casino https://forums.webyog.com/
23 სექტემბერი 2026 02:56
#22   Mammie
      
References:


MiFinity casino banking Australia MiFinity casino bonus codes Australia
21 სექტემბერი 2026 13:36
#21   Armand
      
References:


Bank wire online casino australia qiaoxiaojun.vip
21 სექტემბერი 2026 12:41
#20   Dalton
      
References:


EFT casino transactions Australia Australian gambling EFT
20 სექტემბერი 2026 23:42
#19   Harrison
      
References:


Online Casino ohne Anmeldung Trustly Trustly Auszahlung Erfahrungen
20 სექტემბერი 2026 13:52
#18   Lanora
      
References:


Osko vs poli casino earthwiki.space
20 სექტემბერი 2026 05:37
#17   Francisco
      
References:


1 dollar payid pokies https://lslv168.com
18 სექტემბერი 2026 16:15
#16   Betsy
      
References:


Direct bank transfer payid pokies payid pokies
free spins
18 სექტემბერი 2026 14:26
#15   Huey
      
References:


Payid casino pokies https://rentry.co
18 სექტემბერი 2026 14:26
#14   Olen
      
References:


Fast withdrawal pokies australia payid https://www.1v34.com/
16 სექტემბერი 2026 09:33
#13   Leanne
      
References:


Daily free spins payid pokies 1 minimum
deposit casino australia payid
15 სექტემბერი 2026 18:49
#12   Vito
      
References:


Payid pokies australia http://www.sg588.tw/home.php?mod=space&uid=1280366
14 სექტემბერი 2026 09:33
#11   Una
      
References:


Pay id pokies blogfreely.net
14 სექტემბერი 2026 08:23
#10   Tesha
      
References:


1 minimum deposit casino australia payid online pokies payid no
deposit
14 სექტემბერი 2026 07:20
#9   Ernesto
      
References:


Payid pokies no deposit bonus how
to play pokies with payid
10 სექტემბერი 2026 12:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი