საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველომ წარმატებით დაძლია
15-05-2020, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ COVID-19-ის კრიზისის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცეს კორპორაცია Microsoft-მა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ(OECD).

 

 

კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტის, ენტონი სალსიტოს თქმით, საქართველოს განათლების სამინისტრომ ონლაინ-განათლებაზე გადასვლა კარგი შედეგებით მოახერხა.

 

 

„კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა როგორ ეფექტიანად იყენებს საქართველო ციფრული სწავლების ინსტრუმენტებს. მინისტრი ჩხენკელის სტრატეგია კრიზისის ჟამს განსაკუთრებით მომწონს, რადგან მრავლისმომცველია. მაგალითად, საზოგადოებრივი არხის გამოყენება, რომ განათლება შორეულ რაიონებშიც ხელმისაწვდომი იყოს. სამინისტრო სწორ აქცენტს აკეთებს მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე, იმისთვის რომ მათ საკუთარი თავი იპოვონ 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე. კორპორაცია Microsoft-ი ყოველთვის მოხარული იქნება დაეხმაროს სამინისტროს", - განაცხადა კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტმა, ენტონი სალსიტომ.

 

 

ენტონი სალსიტოს განცხადებით, კორპორაცია განაგრძობს თანამშრომლობას სამინისტროსთან და მასთან ერთად ბევრი სხვა პროექტის განხორციელება სურს. Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, OECD-მა საქართველო აღიარა, როგორც წამყვანი ქვეყანა დისტანციური სწავლების მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, უფრო მეტი გაიგონ საქართველოს მიდგომებისა და განვლილი გზის შესახებ.

 

 

OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა კი საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყნებად დაასახელა. მან საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ COVID-19-ის კრიზისის პერიოდში დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.

 

 

„საქართველო ნამდვილად შთამბეჭდავი მაგალითია დისტანციური სწავლების დანერგვის თვალსაზრისით. იგი შესანიშნავი ნიმუშია მრავალი სხვა ქვეყნისთვის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საჯარო პოლიტიკა ყოველთვის წინ უსწრებს პანდემიას. მან ძალიან სწრაფად მოახდინა კრიზისზე რეაგირება,“  - განაცხადა ანდრეას შლაიხერმა.

 

 

ანდრეას შლაიხერის შეფასებით, სამინისტრომ მყისიერად შეძლო მასწავლებლებისა და განათლებაში ჩართული ყველა პირის მობილიზება, რამაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა და მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის დაცვა განაპირობა. სამინისტრომ მოახერხა ისიც, რომ განათლება ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეებისთვის. მან გონივრული არჩევანი უწოდა სამინისტროს მიერ ელექტრონულ სწავლებაში დანერგილ ტექნოლოგიებსა და ტელევიზიის რესურსის გამოყენებას, რამაც განათლების წვდომის არეალი გააფართოვა. მისი შეფასებით, სწორედ ტექნოლოგიურმა მრავალფეროვნებამ განსაზღვრა თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევები.

 

 

ანდრეას შლაიხერმა აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების წარმართვის პროცესში ქართველმა მასწავლებლებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და ეს დიდი ინვესტიციაა არა მარტო კრიზისის დროს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის შეფასებით, წარმატების მნიშვნელოვან ელემენტებს შორის დიდი ადგილი უჭირავს სამინისტროს მხრიდან საზოგადოებასთან რეგულარულ და სწორ კომუნიკაციას.

 

 

მისივე თქმით, საქართველო ტექნოლოგიების გამოყენებით მომავალში კონსტრუქციული სისტემის შემუშავებას აპირებს, რათა სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და კოლაბორაციული გახადოს. შედეგად, განათლების სისტემა უფრო ეფექტიანი იქნება, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები ცოდნის უკეთესად მიღებასა და გაცემას შეძლებენ.

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც UNESCO-ს, OECD-ს წარმომადგენლებსა და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

 

 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.

 

კომენტარები: 52
#51   Michell
      
References:


Legiano Casino Abzocke earthwiki.space
26 ივნისი 2026 19:24
#50   Hubert
      
References:


Best online poker sites https://meeting2up.it/@dewayne36z388
25 ივნისი 2026 19:03
#49   Cheryle
      
References:


Legiano Casino Test forum.board-of-metal.org
25 ივნისი 2026 07:49
#48   Luigi
      
References:


Casino orlando ewc-online.de
24 ივნისი 2026 10:49
#47   Norman
      
References:


New orleans casino las vegas https://friendstoask.com/question/https-omnivatic-com/
24 ივნისი 2026 05:02
#46   Guy
      
References:


Roulette game download https://music.jokkey.com/karenbelgrave
23 ივნისი 2026 14:28
#45   Jan
      
References:


Holland casino eindhoven godhip.com
23 ივნისი 2026 01:52
#44   Wendi
      
References:


Spin palace mobile whiskey.tangomedia.fr
22 ივნისი 2026 13:12
#43   Branden
      
21 ივნისი 2026 20:37
#42   Jaqueline
      
References:


%random_anchor_text% https://bom.so/hvXMcm
21 ივნისი 2026 18:22
#41   Theo
      
References:


Belle isle casino https://bookmarkuse.com
21 ივნისი 2026 17:47
#40   Lewis
      
References:


O l g slots hypebookmarking.com
21 ივნისი 2026 14:39
#39   Odette
      
References:


%random_anchor_text% https://travelersqa.com
21 ივნისი 2026 14:33
#38   Mindy
      
21 ივნისი 2026 13:32
#37   Brianne
      
References:


Imperial casino crossbookmark.com
21 ივნისი 2026 12:12
#36   Raina
      
References:


%random_anchor_text% headlinebeacon.space
21 ივნისი 2026 11:03
#35   Kendra
      
References:


%random_anchor_text% amur.1gb.ua
21 ივნისი 2026 04:06
#34   Sherri
      
9 ივნისი 2026 14:25
#33   Doretha
      
9 ივნისი 2026 13:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი