ლევან დავითაშვილი: „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი, ვითარება არ უნდა იყოს გამოყენებული და არ უნდა მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა”
18-03-2020, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრთან გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდა. 

 

 

„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენი სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშობს და კოორდინაციას ახორციელებს სურსათის მომწოდებელ ყველა რგოლთან, რათა ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ ძირითად სასურსათო, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ვახორციელებთ სრულ მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სურსათის დეფიციტის საშიშროება არ არსებობს და ამის შესახებ მოსახლეობას მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას, ხშირად მაინც ფიქსირდება პანიკურად გაზრდილი მოთხოვნა და უკონტროლო შესყიდვები, რაც სუპერმარკეტებში და საცალო ობიექტებში ზოგიერთი სახეობის ასაწონი ბურღულეულის მიწოდებაზე გარკვეული შეფერხების მიზეზი ხდება.

 

 

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში მარაგები კონტროლდება, პანიკის საფუძველი არ გვაქვს; მოსახლეობას ნამდვილად შეუძლია მშვიდად იყოს.  
გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ პროდუქციის იმპორტი ხორციელდება. გვაქვს მცირე შეფერხება კლიმატური პირობების გამო - ერთი მხრივ, ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქციის ჩამოტვირთვა გართულებულია, მეორე მხრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამაკავშირებელ მარშუტებზე არის გარკვეული სირთულეები. ამ ეტაპზე ლარსზე დაახლოებით ათასზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დგას გამომდინარე იქიდან, რომ ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდულია. აღნიშნული შეფერხებები პანიკის საფუძველს ნამდვილად არ ქმნის. მოსახლეობას მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

 

 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არსებულ სიტუაციაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი. ვითარება არ უნდა იყოს გამოყენებული და არ უნდა მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა. საზოგადოების პანიკა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ასეთ მოვლენებს და კიდევ უფრო რთულს ხდის პროცესების მართვას.  2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, გზა გაიწმინდება  და ქვეყანაში შემოვა ჭარბი რაოდენობის პროდუქცია, რომელიც შეკვეთილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შევინარჩუნოთ ფასები. აქვე მინდა გითხრათ, ფასების სტაბილურობისთვის მუშავდება მექანიზმი, რომ იმპორტიორებისთვის ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ ფინანსური და სავალუტო რისკები. ეს ეხება ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებს. 

 

 

სამინისტრო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. ჩვენი სამუშაო ჯგუფი მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა რგოლთან და ყველა რგოლის ყველა სუბიექტთან იმისათვის, რომ სურსათის  და პირველადი სამომხმარებლო პროდუქტების მომარაგებაში რაიმე  საფრთხე არ შეიქმნას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 7
#7   Lilly
      
გუშინ, 06:48
#6   Bruno
      
References:


%random_anchor_text% https://egamersbox.com/
გუშინ, 06:45
#5   Michale
      
References:


Slot marsepeinstein https://hedgedoc.info.uqam.ca/
11 ივნისი 2026 15:30
#4   Brady
      
References:


Blackjack strategy dailybeacon.site
11 ივნისი 2026 15:18
#3   Lenard
      
References:


Slot machine casino concretewiki.site
11 ივნისი 2026 05:27
#2   Graciela
      
References:


Hard rock casino hollywood florida https://molchanovonews.ru
11 ივნისი 2026 00:32
#1   Nelson
      
10 ივნისი 2026 13:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი