ბიძინა გეგიძე ვაკეში, რეკრეაციულ ზონაში საგანგაშო მშენებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ რაგბის კავშირის კუთვნილებაში არსებული 12 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „ანაგი დეველოპმენტზე“ 2018 წლის 27 ნოემბერს გასხვისდა
30-10-2019, 18:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვაკის მაჟორიტარმა ბიძინა გეგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისში რეკრეაციულ ზონებში მიწის ნაკვეთების გასხვისებისა და უკანონო მშენებლობების შესახებ ისაუბრა.

 


ბიძინა გეგიძის ინფორმაციით, ვაკეში, რაგბის კავშირის კუთვნილებაში არსებული 12 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „ანაგი დეველოპმენტზე“ 2018 წლის 27 ნოემბერს გასხვისდა. ხსენებული კომპანია კი რამდენიმე კვირით ადრე დარეგისტრირდა.

 


„იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული გარიგება რაგბის განვითარების ნაცვლად, კერძო ინტერესებს ემსახურება. თბილისის ცენტრალური უბნების ურბანული ოკუპაციის, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის დეფიციტის პირობებში, ვაკეში კომერციული მიზნებისთვის მიწების გასხვისება, სრულიად გაუმართლებელია. ფაქტია, რომ დღეს ვაკეში რაგბის არც ერთი მოედანი აღარ არის, რაგბი ვაკიდან გაძევებულია, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

 


ბიძინა გეგიძის აზრით, რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საკითხის გადაწყვეტის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე.

 


„ტერიტორია წარმოადგენს მთლიანად რაგბის სამყაროს საკუთრებას და გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ რაგბის კავშირის ყრილობაზე და არა ცალკეულმა ადამიანებმა ერთპიროვნულად.

 


ანალოგიური ქაოტური სიტუაცია გვხდება სხვა ტერიტორიებზეც: მზიურში, ფიზკულტურის ინსტიტუტის მიმდებარედ, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ასევე გრძელდება ბაგებში, ე.წ. მეტრაპარკის დასახლებისა და ილია ჭავჭავაძის I ჩიხში, ნინო რამიშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი კომპლექსების მშენებლობა გამწვანებულ სივრცეეში, რაც ბუნებრივი ლანდშაფტის სრულ განადგურებას გამოიწვევს.

 


საგანგაშოა მშენებლობა უშუალოდ მზიურის ტერიტორიაზე, რომელიც რეკრეაციული ზონაა და ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისთვის. უგულებელყოფილია მერიის დაპირებები, თითქოს მზიურის პარკის ტერიტორიაზე არ დაუშვებდნენ მშენებლობებს. მზიურის პარკის ტერიტორიაზე შეცვლილია მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონის სტატუსი, რის საფუძველზეც გაიზარდა სამშენებლო კოეფიციენტები და სასტუმროს ასაშენებლად გაიცა ნებართვები იმ ადგილებში, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს დაიტბორა და ე.წ. წითელ ხაზებშია მოქცეული ანუ მდებარეობს დატბორვის ზონაში, სადაც ყოველგვარი მშენებლობა აკრძალული უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების მიზნით, აკრძალული უნდა იყოს აღნიშნულ ტერიტორიების განაშენიანება და უნდა მოეწყოს მწვანე სივრცეები, მაინც აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები, რაც სრულებით ეწინააღმდეგება მოსახლეობისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის პრინციპს“, აცხადებს ბიძინა გეგიძე.

 

კომენტარები: 6
#6   Lupita
      
References:


Best online game sites http://app.venusroyale.date/@tomasciotti974
გუშინ, 23:08
#5   Shella
      
References:


Paris casino las vegas media.izandu.com
გუშინ, 11:21
#4   Angelia
      
References:


%random_anchor_text% https://may22.ru/user/fightarea0/
21 ივნისი 2026 09:02
#3   Renaldo
      
References:


No deposit bonuses instapaper.com

References:


Tiger online check in http://www.qazaqpen-club.kz/en/user/archerword19/
11 ივნისი 2026 15:34
#2   Markus
      
References:


888 casino mobile https://carwiki.site/
11 ივნისი 2026 00:30
#1   Rodrigo
      
References:


Best online casino games https://atavi.com/share/xvr57nz14y6uw
10 ივნისი 2026 14:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი