შსს: მთავრობის კანცელარიასთან დაკავებულია 28 პირი, რომელთაგან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება
15-06-2019, 11:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარასკევს, თბილისში, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციისა და იქ მომხდარი დაკავებების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.

 

 

„გუშინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ.

 


პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

 


სამინისტრო დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ შესაბამის ვიდეო-მასალას, რომელსაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება.

 


აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი.

 


ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 14
#14   Edmundo
      
References:


Hitnspin casino ähnliche casinos analnoe.com
14 ივნისი 2026 23:09
#13   Deandre
      
References:


Slot online dudoser.com
9 ივნისი 2026 12:09
#12   Julissa
      
9 ივნისი 2026 10:07
#11   Marcia
      
References:


Casino brisbane https://pad.stuve.de/s/5qpxk-XrA

References:
https://pad.stuve.de/
9 ივნისი 2026 02:49
#10   Annetta
      
References:


Casino slot machines https://telegra.ph/
8 ივნისი 2026 10:13
#9   Shenna
      
6 ივნისი 2026 16:42
#8   Margarito
      
References:


Island view casino gulfport http://warblog.hys.cz/
5 ივნისი 2026 02:40
#7   Angeles
      
References:


Instant Casino Bonus Code

References:
lovebookmark.win
5 ივნისი 2026 01:47
#6   Chloe
      
References:


Blue diamond stakes https://www.investagrams.com/
4 ივნისი 2026 22:35
#5   Miles
      
4 ივნისი 2026 21:52
#4   Ewan
      
References:


Dakota dunes casino https://philosophywiki.space/
4 ივნისი 2026 20:29
#3   Amber
      
References:


Solaire casino manila https://xypid.win
4 ივნისი 2026 17:44
#1   Susannah
      
References:


Northern california casinos kriminal-ohlyad.com.ua
3 ივნისი 2026 20:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი