ბუშის ქუჩაზე და კახეთის გზატკეცილზე მწვანე თარგები ჯამში 7 ჰექტარზე განახლდება
03-06-2019, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც მედიას ბუშის ქუჩაზე და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 


მერის მოადგილემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე დაკავებული კონტრაქტორი სხვა კომპანიით ჩანაცვლდა.

 


„კომპანიას, რომელიც გეგმა-გრაფიკს არღვევდა, ხელშეკრულება შეუწყდა. ბუნებრივია, მას თანხა არ ანაზღაურებია. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ახალი ტენდერი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე არსებულ თარგს, არამედ მთლიანად კახეთის გზატკეცილზე არსებულ ყველა თარგს. დაახლოებით, 7 ჰექტარ ტერიტორიაზეა საუბარი. გამარჯვებულმა კომპანიამ „გრინსერვის +“ უკვე დაიწყო მუშაობა: მიმდინარეობს ბუშის ქუჩაზე არსებული არაკეთილსინდისიერად შესრულებული ძველი სამუშაოს დემონტაჟი. ასევე, მთელს 7 ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემის გამოცვლა; გადარგულია დაახლოებით 50-მდე ხე-მცენარე. სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის, კახეთის გზატკეცილზე ჩვენ გვექნება განახლებული თარგები, მათ შორის ის თარგიც, სადაც მონუმენტი „ადამიანი და მზე“ მდებარეობს. იქ მოეწყობა ხელოვნური ტბა, დაირგვება 36 ათასი ხე-მცენარე და ბუჩქი, ასევე, მთლიანად აღდგება ბალახოვანი საფარი”, განაცხადა მაია ბითაძემ.

 


კომპანიასთან „გრინსერვის +“ ხელშეკრულება 17 მაისს გაფორმდა. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 21 მაისს დაიწყო და დასრულების ვადად განისაზღვრა 190 კალენდარული დღე.

 


ამ ეტაპისთვის, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა 500-ზე მეტი მწვანე-ნარგავის გადარგვა, გამყოფი ზოლებიდან და კახეთის შემოსასვლელიდან ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრამდე; მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სარწყავი სისტემისა და განათების მოსაწყობად; ელექტრომომარაგების გადმოსაყვანად მოწყობილია მილები კახეთის გზატკეცილის შუა თარგიდან „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრამდე; განაპირა თარგებში მიმდინარეობს ახალი სარწყავი სისტემისთვის მაგისტრალური მილსადენების მოწყობა; მიმდინარეობს ბუშის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე არსებული გაბიონებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი.

 


რეაბილიტაციის ფარგლებში, ბუშის ქუჩის პირველი 250-მეტრიანი თარგი მოეწყობა ტერასულად. შეიქმნება მრგვალი კლუმბების კომპოზიციები. მეორე თარგი დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება და გამოიყენება პირველი თარგის ანალოგიური გაბიონები. ორივე თარგში, დაახლოებით 10 000 კვ. მ-ზე, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები (3500 ძირი ბალახოვანი მცენარე, 15 ხე და 61 ბუჩქი).

 


კახეთის გზატკეცილზე 62 000 კვ. მ ფართობზე (მე-4 თარგი) დაითესება ბალახი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება 997 ხე, 321 ბუჩქი და 34 500 ბუჩქი ცოცხალი ღობისთვის.

 


სულ სამივე თარგში, 72 000 კვ.მ ფართობზე დაითესება ბალახი, დაირგვება 1012 ხე, 34 882 ბუჩქი და 3 500 ძირი ბალახოვანი მცენარე.

 

კომენტარები: 21
#21   Harold
      
References:


John lennon casino mindsworks.org
დღეს, 03:28
#20   Johnson
      
References:


Lumiere casino https://briefjournal.site/
11 ივნისი 2026 13:30
#19   Leon
      
11 ივნისი 2026 13:00
#18   Christal
      
References:


Pockie saints https://headlinelog.site
11 ივნისი 2026 12:19
#17   Hildred
      
11 ივნისი 2026 12:12
#16   Florrie
      
References:


Skagit valley casino https://gardenwiki.site
11 ივნისი 2026 11:54
#15   Leonida
      
11 ივნისი 2026 11:43
#14   Marta
      
References:


Slot machine games for android clipjournal.site
11 ივნისი 2026 04:35
#13   Royce
      
References:


Roulette system of a down https://may22.ru/user/neondigger4/
11 ივნისი 2026 03:17
#12   Madison
      
References:


Quebec roulette favpress.space
11 ივნისი 2026 03:16
#11   Clay
      
References:


Slot machines games https://hedgedoc.info.uqam.ca/s/WEMtaA6eU
11 ივნისი 2026 02:56
#10   Graciela
      
References:


Grand portage lodge and casino https://favpress.site/
11 ივნისი 2026 02:18
#9   Lashay
      
References:


Slot machine odds www.investagrams.com
11 ივნისი 2026 01:50
#8   Humberto
      
References:


Blackjack regles http://csmouse.com/user/climbplant83/
11 ივნისი 2026 00:07
#7   Manie
      
References:


River belle casino http://warblog.hys.cz/user/noiseflax29/
9 ივნისი 2026 16:04
#6   Myrtis
      
References:


Hollywood casino harrisburg https://www.udrpsearch.com
7 ივნისი 2026 08:46
#5   Wanda
      
References:


Instant Casino mobile spielen

References:
https://g.clicgo.ru/user/timerramie3/
5 ივნისი 2026 17:09
#4   Terrell
      
4 ივნისი 2026 10:02
#3   Terrie
      
References:


Emerald queen casino tacoma 500px.com
2 ივნისი 2026 09:12
#2   Leland
      
References:


Vegas casino magnate steve www.pdc.edu
27 მაი 2026 14:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი