სააპელაციო სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა
04-08-2015, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა დასრულდა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების: გერონტი ალანიას და ვალერიან მეტრეველის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა.


პროკურატურის ინფორმაციით, გერონტი ალანიას და ვალერიან მეტრეველს სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვის ვადით შეეფარდათ,  თითოეულს 2000 ლარი ჯარიმა დაეკისრა. ასევე მათ ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით და 3 თვის ვადით.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს.

„აღნიშნული განაჩენით ივანე მერაბიშვილი ცნობილია დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით. სასამართლომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ივანე მერაბიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით.

უკვე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერაა დადასტურებული, რომ ივანე მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა ამ დანაშაულში, კერძოდ:

2006 წლის 27 იანვარს, თბილისში, კაფე-ბარ ,,შარდენბარში“, სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.

გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ ფაქტიდან მეორე დღეს, თბილისის შ.ს. მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის მერაბ ბაღათურიას მიერ მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრ ი. მერაბიშვილის ინფორმირება, როგორც სუფრის წევრების შემადგენლობის, ასევე გირგვლიანის გამტაცებლების, ,,კუდის“ თანამშრომლების ვინაობის თაობაზე, შესაბამისად, ი. მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულის ორგანიზატორი იყო დავით ახალაია, ხოლო შელაპარაკების ადგილას – ,,შარდენბარში“ იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი. იმის გამო, რომ ხსენებული ფაქტის გამოაშკარავებით ივანე მერაბიშვილს მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება და თანამდებობის დატოვება, იგი დავით ახალაიასთან ერთად შეუდგა საქმის გაყალბებას და დანაშაულის დაფარვას.

გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის ფარგლებში შედგა დავით ახალაიას „საიდუმლო“ წერილი ი. მერაბიშვილისადმი, თავის მხრივ, ი.მერაბიშვილის „საიდუმლო“ წერილი საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის – ზურაბ ადეიშვილისადმი, რომ თითქოს დავით ახალაიას ძალისხმევის შედეგად გამოაშკარავებულ იქნენ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა, რომლებიც 2006 წლის 6 მარტს მიეცნენ ბრალდებულად პასუხისგებაში. ხსენებულ პირებს, სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ, დავით ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ, ივანე მერაბიშვილმა და დავით ახალაიამ შესთავაზეს და გადასცეს ფინანსური საზღაური 100-100 ათასი ამერიკული დოლარი და აღუთქვეს სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლება, რითაც ხელი დააფარეს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და გააყალბეს საქმის გამოძიება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ეს უკვე მესამე გამამტყუნებელი განაჩენია, რომელთაგან ორი უკვე შესულია კანონიერ ძალაში. იგი ამჟამად სასჯელს იხდის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის, ამომრჩევლის მოსყიდვის და 2011 წლის 26 მაისს, მოქალაქეთა მასობრივი დაკავებისა და დარბევის ბრძანების გაცემისთვის. სასამართლომ ივანე მერაბიშვილის დამნაშავეობის საკითხთან ერთად ასევე,იმსჯელა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ვამეხი აბულაშვილის და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდებზეც და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ვალერიან მეტრეველის და გერონტი ალანიას მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით. შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 5 ოქტომბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დავით ახალაიასთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ვამეხი აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი გაიტაცეს და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ვალერიან მეტრეველმა და კუდის სხვა თანამშრომლებმა ისინი უმოწყალოდ სცემეს. განაჩენით, გერონტი ალანიას და ვალერიან მეტრეველს სასჯელად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, ჯარიმა თითოეულს 2000 ლარი და ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 35
#35   Chassidy
      
References:


Neosurf maximum deposit casino neosurf casino sign up bonus australia
5 ოქტომბერი 2026 04:34
#34   Carlota
      
References:


Neosurf reload bonus casino may22.ru
5 ოქტომბერი 2026 00:45
#33   Demetra
      
24 სექტემბერი 2026 09:22
#32   Allan
      
References:


Deutsches Sofort Casino https://www.jjj555.com
24 სექტემბერი 2026 04:20
#31   Cortney
      
References:


Online casino mit sofortüberweisung auszahlung online
casino sofortüberweisung test
24 სექტემბერი 2026 01:20
#30   Luciana
      
References:


Seriöses online casino mit sofortüberweisung bbs.xingxiancn.com
23 სექტემბერი 2026 23:22
#29   Elmer
      
References:


Casino sofortüberweisung ohne anmeldung jslt28.com
23 სექტემბერი 2026 18:56
#28   Kina
      
References:


Sofortüberweisung casino ohne oasis http://www.automingwei.com/home.php?mod=space&uid=527571
23 სექტემბერი 2026 07:49
#27   Arlette
      
References:


Sofort Casino Auszahlung https://bbs.airav.cc/
23 სექტემბერი 2026 07:31
#26   Susie
      
References:


Casinos mit sofortüberweisung https://architecturewiki.site/
23 სექტემბერი 2026 06:25
#25   Gwendolyn
      
References:


Sofort online casino https://gitlab.ujaen.es
21 სექტემბერი 2026 19:43
#24   Alma
      
References:


Real money casino Australia MiFinity bookmark4you.win
21 სექტემბერი 2026 14:15
#23   Verla
      
References:


Fast payout bank transfer casino instant bank transfer via PayID casino
20 სექტემბერი 2026 19:10
#22   Danny
      
References:


EFT casino welcome bonus Australia https://xs.xylvip.com/home.php?mod=space&uid=4875379
20 სექტემბერი 2026 01:59
#21   Franklin
      
References:


How to deposit at casino with wire transfer https://www.xiuwushidai.com/home.php?mod=space&uid=2896290
20 სექტემბერი 2026 00:08
#20   Mayra
      
References:


Osko casino welcome bonus Osko pokies instant bank transfer
19 სექტემბერი 2026 19:08
#19   Leopoldo
      
References:


Australia casinos accepting Osko same day payout pokies
19 სექტემბერი 2026 17:53
#18   Osvaldo
      
References:


Daily free spins payid pokies pad.stuve.de
19 სექტემბერი 2026 04:55
#17   Ronny
      
References:


5 dollar deposit pokies payid VIP payid pokies australia
18 სექტემბერი 2026 16:17
#16   Harry
      
References:


Low deposit payid pokies australian pokies that accept payid
16 სექტემბერი 2026 08:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი