ვატო შაქარიშვილი: „გოგა ზაქაიძე, იგივე „ჩეტო“ ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას აპირებს!.. ამის დაშვება არ შეიძლება!.. მან უნდა მიიღოს უდიდესი საზოგადოებრივი ზეწოლა და შეწყვიტოს თბილისელებთან გონორით ლაპარაკი!“
22-01-2019, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გოგა ზაქაიძე, იგივე „ჩეტო“ ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას აპირებს! ეს ადამიანი მოწინავეა იმ ბიზნესმენთა რიგებში, ვინც ნაციონალურ მოძრაობასთან ახლო კონტაქტების მეშვეობით ქალაქისთვის რამდენიმე უმძიმესი პროექტი წამოიწყო და უამრავი ადამიანი მოტყუებული დატოვა... ძალიან მკაფიოა ჩვენი წითელი ხაზები! ამის დაშვება არ შეიძლება!.. მან უნდა მიიღოს უდიდესი საზოგადოებრივი ზეწოლა და შეწყვიტოს თბილისელებთან გონორით ლაპარაკი!“, აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ვატო შაქარიშვილი.

 


„ჩვენი ქალაქის მძიმე მემკვიდრეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: წლების განმავლობაში უპრინციპო და უსტრატეგიო მართვა, კომპეტენციის ნაკლებობა, კორუფცია, ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი მმართველობა, ამ ქალაქის მიმართ სიყვარულის ნაკლებობა და ამ ყველაფრით პარაზიტივით მოსარგებლე არაკეთილსინდისიერი ბიზნესი!

 


დიახ, ამ მრავალმხრივ პასუხისმგებლობაში ძალიან მსუყეა ასეთი ბიზნესმენების წილი! სწორედ ისინი სარგებლობდნენ სხვადასხვა დროს შექმნილი ვითარებით და პერმანენტულად ძალადობდნენ თბილისზე, თითქოს ის მხოლოდ მათი საკუთრება იყო და ისე შეეძლოთ მოპყრობოდნენ, როგორც მათ სურდათ! არაკეთილსინდისიერი ბიზნესის ნაყოფია ასობით მიტოვებული მშენებლობა, ათასობით უსახლკაროდ დატოვებული ადამიანი, ჩაუბარებელი კორპუსები და ზოგადად თბილისის ურბანული კატასტროფა!

 


ჩემმა საქმიანობამ, მხოლოდ გასულ ერთ წელიწადში სამწუხაროდ უამრავ ასეთ შემთხვევას შემახვედრა. ყოველდღიურად ვხვდები ადამიანებს, ვინც საკუთარი შრომით გამომუშავებული ფულით, ხშირ შემთხვევაში ბანკის ვალების ხარჯზე დაიწყო საკუთარი კერის მშენებლობა და კომპანიებმა თუ კონკრეტულმა პირებმა, ვისაც ისინი მიენდნენ, მოატყუეს, საკუთარი გაუმაძღარობის და უპასუხისმგებლობის გამო ჰაერში გამოკიდეს. ასეთი ადამიანები იძულებულნი არიან გვერდზე გადადონ უსაფრთხოება, კომფორტი თუ სხვა სიკეთეები და იმის გამო, რომ უბრალოდ ჭერი ქონდეთ თავზე, შედიან დაუმთავრებელ და ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსებში. ასეთი უამრავი ოჯახია ჩვენს ირგვლივ და ახალს არაფერს ვამბობ, ეს ხალხი ჩვენგან დახმარებას ითხოვს და ხშირად არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტები მათ დასახმარებლად, ხშირად ძალიან მძიმეა სიტუაცია და მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ერთ დღესაც ტელევიზიით შეიტყობენ, გოგა ზაქაიძე იგივე “ჩეტო” ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას აპირებს! ეს ადამიანი მოწინავეა იმ ბიზნესმენთა რიგებში, ვინც ნაციონალურ მოძრაობასთან ახლო კონტაქტების მეშვეობით ქალაქისთვის რამდენიმე უმძიმესი პროექტი წამოიწყო და უამრავი ადამიანი მოტყუებული დატოვა. დღემდე არ არის ექსპლუატაციაში მიღებული მისი აშენებული კორპუსები, დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ და ეს ადამიანი გონორით ელაპარაკება თბილისელებს და თბილისის მერიას!

 


რა ახალი მშენებლობა, და რა კომპენსაცია?! ის ვალდებულია აქეთ იხადოს მუდმივი კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რაც ამ ქალაქს მიაყენეს მან და მისნაირმა ბიზნესმენებმა!

 


მერიის ახალი ადმინისტრაცია ერთხელ უკვე გახდა მიღებული მემკვიდრეობის მსხვერპლი მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პროექტზე, მაგრამ მაქსიმუმი შევძელით და მნიშვნელოვნად ( 9-დან 4 სართულით) შევუმცირეთ პარამეტრები! რაც შეეხება უშუალოდ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხს, ყველას კარგად გვესმის, რომ უზანაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ მძიმე რეალობა დააყენა ჩვენს წინაშე, მაგრამ ძალიან მკაფიოა ჩვენი წითელი ხაზები! ამის დაშვება არ შეიძლება!

 


მან უნდა მიიღოს უდიდესი საზოგადოებრივი ზეწოლა და შეწყვიტოს თბილისელებთან გონორით ლაპარაკი!

 


ჩვენ არ ვებრძვით ბიზნესს, ამ დარგში არიან კეთილსინდისიერი და ხარისხიანი კომპანიები, სამშენებლო დარგის განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ სამართლიანი თამაშის წესები, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც ქალაქის, ისე მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესების დაბალანსება!“, წერს „ფეისბუქზე“ ვატო შაქარიშვილი.

 

 

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს ძალაში მყოფი სპეციალური ნებართვა უჭირავს, რომელიც 2013 წელს გაიცა. ეს ადამიანი პოზიციებს არ თმობს და ამ ეტაპზე, შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული, მაგრამ შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმრო არ აშენდეს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მას შემდეგ რაც იგი თბილისის მერთან კახა კალაძესთან და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს შეხვდა.

 

კომენტარები: 252
#252   Kathrin
      
References:


Online casinos australia salestracker.realitytraining.com
5 აგვისტო 2026 11:56
#251   Mike
      
29 ივნისი 2026 15:54
#250   Omar
      
References:


Legiano Casino Abzocke yourclipz.com
27 ივნისი 2026 03:37
#249   Phoebe
      
26 ივნისი 2026 19:38
#248   Calvin
      
References:


Video poker machine https://primeflexgo.com
26 ივნისი 2026 00:39
#247   Franklin
      
References:


Legiano Casino No Deposit Bonus pad.geolab.space
25 ივნისი 2026 12:38
#246   Niamh
      
References:


Nbcc moncton https://www.singuratate.ro
25 ივნისი 2026 07:29
#245   Mariam
      
References:


Blackshot roulette https://www.3coup.com
25 ივნისი 2026 05:35
#244   Autumn
      
References:


Swiss casino https://www.evaparvatayoga.com/
24 ივნისი 2026 07:05
#243   Scot
      
References:


Online roulette play roulette and receive $1500 dauphin-bsv.de
24 ივნისი 2026 06:30
#242   Dana
      
References:


Online casino vegas freshteenclips.com
23 ივნისი 2026 12:28
#241   Cortez
      
22 ივნისი 2026 15:45
#240   Lyndon
      
References:


Roulette strategy to win baidubookmark.com
21 ივნისი 2026 21:03
#239   Penney
      
21 ივნისი 2026 18:49
#238   Lilia
      
21 ივნისი 2026 08:24
#237   Abbey
      
References:


%random_anchor_text% headlinebeacon.site
21 ივნისი 2026 08:06
#236   Evie
      
References:


Casino technology seolistlinks.com
21 ივნისი 2026 07:39
#235   Janell
      
References:


%random_anchor_text% clipjournal.site
21 ივნისი 2026 07:29
#234   Linnie
      
11 ივნისი 2026 13:14
#233   Jann
      
References:


Las viejas casino flashjournal.space
11 ივნისი 2026 04:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 13წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი