საფრანგეთში 2 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ორგანიზებული დაჯგუფების 8 წევრი დააკავეს
11-12-2018, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით საფრანგეთში 2 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ორგანიზებული დაჯგუფების 8 წევრი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ და საქართველოში საფრანგეთის პოლიციის ატაშემ, ბრუნო ბალდუკიმ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან.

 

 

ქართველ სამართალდამცველებს მუდმივი კავშირი აქვთ ევროპელ კოლეგებთან ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ოპერატიული ინფორმაციების მიწოდების მიმართულებით.

 

 

ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების აქტიური ჩართულობით და უშუალო მონაწილეობით, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა მასშტაბური სპეც.ოპერაცია სახელად „VORS 69-01“ - დაკავებულია საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. დაკავებულებს შორის საქართველოს 10 მოქალაქეა, მათ შორის 2 - „კანონიერი ქურდი“.

 

 

სპეც.ოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები: ქართველი „კანონიერი ქურდები“ - 1971 წელს დაბადებული მინდია ნიჟარაძე და 1973 წელს დაბადებული რევაზ სესკურია; ასევე, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - 1983 წელს დაბადებული ო.თ., 1983 წელს დაბადებული ს.ჩ., 1984 წელს დაბადებული რ.ნ.; 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1983 წელს დაბადებული ზ.ო., 1974 წელს დაბადებული მ.ლ., 1983 წელს დაბადებული მ.ტ. და 1991 წელს დაბადებული ლ.რ.

 

 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. ასევე, იპარავდნენ ავტომობილებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

 

 

დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები. მათ, შორის, ძვირფასეულობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით ფული, ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის საკეტების გასაღები მოწყობილობები. სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ასევე ამოიღეს სუბოტექსისა და მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები და კონტრაბანდული გზით მოპოვებული 1500 კოლოფი სიგარეტი. გამოძიების ინფორმაციით, საერთო ზარალმა 400 000 ევროზე მეტი შეადგინა.

 

 

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 311-ე, 321-ე, 324-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედებათ ბრალად, რაც გულისხმობს საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ლიონში ჩატარებულ სპეც.ოპერაციას წინ უძღოდა საფრანგეთის ჟანდარმერიის, ბელგიის პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმეთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები საფრანგეთში, ბელგიასა და საქართველოში. ასევე, განხორციელდა სამართალდამცველთა სამმხრივი შეხვედრები თბილისსა და პარიზში.

 

 

დაკავების ოპერაციაში საფრანგეთის, ბელგიისა და საქართველოს 300-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. ასევე, ჩართული იყვნენ სპეცდანიშნულების დანაყოფები, კინოლოგიური სამსახური და გამოყენებული იყო ვერტმფრენი.

 

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება ეფექტიან ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. 2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, 14 „კანონიერი ქურდი“ დააკავა. ხოლო, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სულ 190 პირია დაკავებული", აღინიშნა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 29
#29   Maryann
      
References:


Aria casino https://www.udrpsearch.com/
11 ივნისი 2026 05:50
#28   Herbert
      
References:


Metro casino bookmarkdaily.space
10 ივნისი 2026 12:52
#27   Devin
      
References:


Android spinner example https://www.forum-joyingauto.com/
10 ივნისი 2026 02:30
#26   Millard
      
9 ივნისი 2026 22:35
#25   Joycelyn
      
9 ივნისი 2026 20:57
#24   Manuel
      
References:


Lumiere casino bridgedesign.space
9 ივნისი 2026 10:40
#23   Fidel
      
References:


Hollywood casino toledo oh qazaqpen-club.kz
9 ივნისი 2026 06:41
#22   Francesco
      
References:


Casino drive lagny kriminal-ohlyad.com.ua
9 ივნისი 2026 05:00
#21   Bernardo
      
8 ივნისი 2026 13:34
#20   Ute
      
7 ივნისი 2026 10:41
#19   Myron
      
7 ივნისი 2026 09:39
#18   Desiree
      
References:


Roulette wheel crowder-peters.hubstack.net
6 ივნისი 2026 22:19
#17   Kathi
      
References:


Schecter blackjack sls c 1 https://actualites.cava.tn
6 ივნისი 2026 21:08
#16   Devon
      
References:


Casino barriere toulouse telegra.ph
6 ივნისი 2026 17:52
#15   Lilliana
      
References:


Mandalay bay casino materialwiki.site
6 ივნისი 2026 11:51
#14   Harrison
      
References:


Nodepositbonus cc aryba.kg
5 ივნისი 2026 15:37
#13   Ellis
      
5 ივნისი 2026 09:42
#12   Harvey
      
References:


Kickapoo casino https://graph.org
5 ივნისი 2026 03:06
#11   Lindsay
      
References:


Online casino bonus https://concretewiki.site
5 ივნისი 2026 02:37
#10   Mabel
      
References:


Roulette wheel layout https://xtuml.org/author/towerresult76/
5 ივნისი 2026 02:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი