შსს-მ საქართველოში 3 კგ-ზე მეტი „კოკაინის“ და ნახევარ კილომდე „ჰეროინის“ უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთა
05-12-2018, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში 3 კგ-ზე მეტი „კოკაინის" და ნახევარ კილომდე „ჰეროინის" უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთა. ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა. ამ მიზნით სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტიორ ქვეყნებთან, აქტიურად ხდება ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა.

 

 

სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინი“.

 

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პორტუგალიის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა. სამართალდამცველებმა, მისი ბარგის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ს.გ. და 1989 წელს დაბადებული პ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკი ირანიდან უკანონოდ შემოიტანეს.

 

 

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლით მიმდინარეობს", აღინიშნა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 28
#28   Christy
      
References:


Montbleu casino https://headlinelog.site/
11 ივნისი 2026 17:12
#27   Wally
      
11 ივნისი 2026 12:49
#26   Bell
      
References:


Maryland live casino poker https://earthwiki.space/
11 ივნისი 2026 11:13
#25   Adele
      
References:


Vernon downs casino https://dailybeacon.space/
11 ივნისი 2026 11:04
#24   Wilhelmina
      
References:


Casino enjoy antofagasta https://flashjournal.space/item/lex-bedeutung-erkl-rung
10 ივნისი 2026 10:29
#23   Juanita
      
10 ივნისი 2026 09:27
#22   Indira
      
References:


Titan casino mobile okprint.kz
9 ივნისი 2026 12:29
#21   Jacquie
      
9 ივნისი 2026 11:32
#20   German
      
9 ივნისი 2026 09:00
#19   Marcella
      
References:


Hard rock casino albuquerque telegra.ph
6 ივნისი 2026 17:06
#18   Samuel
      
References:


Instant Casino Freispiele

References:
https://doc.adminforge.de/s/zVC2gm-ztw
5 ივნისი 2026 02:49
#17   Susanna
      
References:


Genting casino http://karayaz.ru
5 ივნისი 2026 02:21
#16   Rolando
      
References:


Lucky casino urlscan.io
4 ივნისი 2026 23:20
#15   Latosha
      
References:


Slot madness casino adrestyt.ru
4 ივნისი 2026 22:38
#14   Darci
      
References:


Majestic casino https://worm-heath.federatedjournals.com/
4 ივნისი 2026 22:24
#13   Margherita
      
4 ივნისი 2026 18:10
#12   Andra
      
4 ივნისი 2026 17:26
#11   Wanda
      
References:


William hill android app download https://pad.geolab.space
4 ივნისი 2026 16:42
#10   Freddy
      
References:


North brunswick soccer https://rentry.co/
4 ივნისი 2026 15:24
#9   Jacques
      
References:


Online video poker https://notes.medien.rwth-aachen.de
4 ივნისი 2026 15:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი