ბადრი პატარკაციშვილის და: ეს იყო უმძიმესი ჩანაწერები - გადავწყვიტე შუქი გამომერთო, რომ დედას არ ენახა, მაგრამ არ გამომივიდა, მას ჩემზე ადრე ჰქონდა ანონსი ნანახი
18-10-2018, 11:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიზნესმენ ბადრი პატარაკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნას ბიზნესმენის და ნანა პატარკაციშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ „თურმე, ის, რაც ყველა ოჯახის სამზარეულოში ირჩეოდა, სინამდვილე ყოფილა".

 

 

„როგორც კი ანონსი გავიდა „იმედში", იმ წუთიდან ვარ შოკირებული. რატომღაც მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომ გამომერთო შუქი სახლში და დედას არ ენახა, რაკი მზადდებოდა უკვე სიუჟეტი და არასასიამოვნო განსაკუთრებულად ოჯახისთვის, მაგრამ ეს არ გამომივიდა, რადგან მას ჩემზე უფრო ადრე ჰქონდა ეს ანონსი ნანახი.

 

 

ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, ეს იყო უმძიმესი ჩანაწერები, რაც მოვისმინეთ. ჩვენ აღარ მოველოდით ამ ყველაფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ის, რაც ყველა ოჯახის სამზარეულოში ირჩეოდა, სინამდვილე ყოფილა. ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ხელიც მოვაწერეთ „სკოტლანდ იარდის" დასკვნაზე, რომ კი ჩვენ დავიჯერეთ, რომ ეს ასე არის იმიტომ, რომ მსოფლიოში მნიშვნელოვანი კომპანიაა „სკოტლანდ იარდი" და არ გვქონდა არანაირი უფრლება, რომ არ დაგვეჯერებინა. თურმე, სწორად მოვიქეცით იმდენად, რამდენადაც ამ სიუჟეტში ლაპარაკია, გარდა ბავშვების მოტაცებაზე, ოჯახების დაწიოკებაზე, კიდევ ლაპარაკია ისეთ პრეპარატებზე, ისეთ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ უნდა გამოჩნდეს არც შარდში, არც სისხლში და გარდაცვლაების შემდეგ, ვერავინ უნდა გაიგოს მიზეზი გარდაცვლების", განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა „იმედთან" საუბრისას და დასძინა:

 

 

„ჩვენი უდიდესი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ ეს სასწრაფოდ იყოს გამოძიებული, ჩვენ რისი იმედიც გვაქვს და ძალიან გთხოვთ, ამას ნუ გახდით საჯილდაო ქვად".

 

 

მთავარმა პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნილად გუშინ, 17 ოქტომბერს გამოაცხადა. გაირკვა, რომ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავას და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს კი, წარედგინათ ბრალდებები.

 

 

პროკურატურის განცხადებით, მთავარი მტკიცებულება 2007 წლით დათარიღებული აუდიოფალია, რომელიც კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების შესახებ ორ ჩანაწერს შეიცავს.

 

 

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია: საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.

 


კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს.

 


რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.; რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან.

 


საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა.

 


ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ.

 


პროკურატურის მიერ მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


რაც შეეხება კუდის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გ.დ.-ს, საქართველოში მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა. შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს", ნათქვამია პროკურატურის ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 46
#46   Clair
      
დღეს, 15:58
#45   Marisa
      
7 აგვისტო 2026 02:02
#44   Melody
      
References:


Dakota magic casino http://akmrko.ru
7 აგვისტო 2026 00:58
#43   Tasha
      
References:


Wild horse pass casino az http://www.google.gp/
6 აგვისტო 2026 14:07
#42   Doug
      
References:


Native lights casino http://clients1.google.jo
6 აგვისტო 2026 12:51
#41   Kathi
      
References:


Cherokee casino siloam springs https://jobcopeu.com/
5 აგვისტო 2026 15:19
#40   Kacey
      
29 ივნისი 2026 07:01
#39   Heriberto
      
References:


Legiano Casino sicher rosewood.edu.na
28 ივნისი 2026 19:11
#38   Ryan
      
28 ივნისი 2026 15:15
#37   Kim
      
References:


Legiano Casino Registrierung 44sex.com
27 ივნისი 2026 22:56
#36   Sherryl
      
27 ივნისი 2026 09:33
#35   Heath
      
References:


Legiano Casino Mindesteinzahlung http://www.annunciogratis.net/author/penpike00
26 ივნისი 2026 13:47
#34   Santo
      
References:


Caesars palace las vegas https://rentry.co/95782-trustpilotcom
25 ივნისი 2026 16:57
#33   Scarlett
      
References:


Ruby fortune casino autoprostor.com
24 ივნისი 2026 12:03
#32   Lane
      
References:


Hinckley mn casino 4realrecords.com
23 ივნისი 2026 15:06
#31   Christiane
      
References:


Platinum play https://tiktub.com
22 ივნისი 2026 12:58
#30   Marc
      
References:


%random_anchor_text% http://tropicana.maxlv.ru/user/peacepolice5/
21 ივნისი 2026 20:04
#29   Maximilian
      
References:


%random_anchor_text% http://gojourney.xsrv.jp
21 ივნისი 2026 05:01
#28   Gale
      
References:


Legiano Casino App https://gpsites.win/
20 ივნისი 2026 01:14
#27   Dwain
      
References:


Casino Petersberg Spiele spielhalle
online echtgeld
16 ივნისი 2026 19:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი