„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.
მისივე თქმით, პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გახდა.
„ეს ადამიანები თავის დროზე ჩვენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულები იყვნენ, თუმცა საერთო გვქონდა ერთი – უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლა. ამ ხალხმა თავის დროზე დააფუძნა „ქართული ოცნება“, იყვნენ საკრებულოს წევრები, აგიტატორები, კოორდინატორები და ბოლო პერიოდში ებრძოდნენ კორუფციასა და ნეპოტიზმს“, განაცხდა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.