საპატრიარქო მოუწოდებს სამღვდელოებას, შეწყვიტონ „ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან“, ხელისუფლებისაგან კი, „ქმედითი და სწრაფი ნაბიჯების“ გადადგმას ითხოვს
24-05-2018, 19:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2“-ის ქმედებების სულისკვეთება ერთია, – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ, ხოლო ჩვენი ეკლესია, – პრორუსულ ძალად. ვფიქრობთ, მათ არ ესმით, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან, აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში და დასძენენ, რომ სამაუწყებლო კომპანიის „გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“.

 


აქიდან გამომდინარე კი საპატრიარქო მოუწოდებს სამღვდელოებას, შეწყვიტონ „ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან“, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები“.

 

 

ამასთან, საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებასაც, „გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე“.

 

 

GUARDIAN.GE საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას სრულად გთავაზობთ.

 

 

„17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრად „რუსთავი 2“-მა გამოხატა.

 


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქომ წერილობით მიმართა აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელს, რეაგირება მოეხდინა სიცრუის ტირაჟირების გამო (რასაც შეიძლება მსოფლიო საპატრიარქოსა და ჩვენს ეკლესიას შორის უსიამოვნება მოჰყოლოდა), სამწუხაროდ, იმავე საღამოს პასუხად მივიღეთ ღვთის მგმობი ახალი გადაცემა.

 


ამ ქმედებების სულისკვეთება ერთია, – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ; (ამასთან, „თავისუფლებაში“ ისინი უზნეობის და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის უფლებას გულისხმობენ), ხოლო ჩვენი ეკლესია, – პრორუსულ ძალად.

 

 

ვფიქრობთ, მათ არ ესმით, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან. გადაცემები კი იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს.

 


თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლისადმი ვლინდება. შერჩევითი სამართლით მოქმედი უმეტესი ნაწილი უფლებადამცველთა და არასამთავრობო სექტორისა კი ასეთ სერიოზულ ფაქტებზე დუმილს არჩევენ. არც ხელისუფლებას აქვს სათანადო კანონები და სტრატეგია შემუშავებული, რაც საერთო დაუცველობისა და უსამართლობის მკვეთრ განცდას ბადებს.

 


მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის კვართის მცველ და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საჯაროდ შეურაცხყვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა მარიამი, ამასთან, ვრცელდება ცილისმწამებლური განცხადებები, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ მრევლს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, რადგან მავანთა სურვილი სწორედ შფოთისა და არეულობის შემოტანაა და მათ მიზნის განხორციელებაში ხელი არ უნდა შევუწყოთ.

 


პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები.

 


ასევე მივმართავთ საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ უცხოელ დონორებს, რომლებიც დასავლური ღირებულებების ჩვენს ქვეყანაში გავრცელებას უწყობენ ხელს, – დაანახეთ საზოგადოებას, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უგულვებელყოფა, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არასწორი წარმოდგენა და განწყობები.

 


მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე.

 


შევთხოვთ ღმერთს, „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

 

კომენტარები: 30
#30   Felisha
      
References:


Ringmaster casino https://board-en.piratestorm.com/
დღეს, 17:47
#29   Jake
      
References:


Casino admiral https://vn.com.ua/
7 აგვისტო 2026 02:38
#28   Cindy
      
References:


Online casino usa maps.google.com.bn
7 აგვისტო 2026 02:25
#27   Tayla
      
References:


Legiano Casino Mindestauszahlung https://telegra.ph/Spiele-Wetten--exklusive-Aktionen-online-06-07-2
26 ივნისი 2026 19:46
#26   Ignacio
      
References:


Legiano Casino Spiele buyandsellhair.com
26 ივნისი 2026 08:55
#25   Frank
      
References:


Ft mcdowell casino https://walmtv.com/@carissaherman?page=about
26 ივნისი 2026 01:39
#24   Teena
      
References:


Legiano Casino Gutscheincode forum.board-of-metal.org
25 ივნისი 2026 19:04
#23   Libby
      
References:


Online casinos australia http://www.aionesight.com/kareem02t46171
25 ივნისი 2026 11:04
#22   Lavina
      
References:


Margaritaville casino shreveport m.my-conf.ru
25 ივნისი 2026 09:17
#21   Jed
      
References:


Casino aztar evansville https://www.sommer-architekt-warstein.de/
24 ივნისი 2026 11:22
#20   Ashleigh
      
References:


Casino magic neuquen https://herhour.com/
24 ივნისი 2026 07:02
#19   Samara
      
References:


Bonus slots https://lasigal.com
23 ივნისი 2026 11:31
#18   Juliane
      
23 ივნისი 2026 00:39
#17   Jada
      
References:


Electronic roulette piratry.com
22 ივნისი 2026 07:55
#16   Gregorio
      
References:


Slot machine deluxe https://captainbookmark.com
21 ივნისი 2026 15:51
#15   Katherina
      
References:


%random_anchor_text% gamemania55.com
21 ივნისი 2026 14:10
#14   Helaine
      
References:


Legiano Casino Jackpot http://www.qazaqpen-club.kz/
20 ივნისი 2026 00:11
#13   Bonny
      
References:


Mn casinos dailybeacon.space
11 ივნისი 2026 17:52
#12   Brain
      
References:


Schecter blackjack atx c 1 https://sonnik.nalench.com
10 ივნისი 2026 01:01
#11   Ralph
      
References:


Casino prague https://skyscrapperwiki.site
7 ივნისი 2026 11:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი