თბილისში დაკავებული ირანის 4 მოქალაქისგან ამოღებული 1.5 კგ ნარკოტიკი, ყაჩაღობის გახსნილი 5 ფაქტი, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 13 პირი, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი დაკავებული 8 პირი - შსს-ს 1 კვირის სტატისტიკა
16-02-2018, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

 


რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა ირანის რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე თბილისში დააკავეს, მათგან 1.5 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალება ირანიდან საქართველოში შემოიტანეს.

 


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 13 პირი მათ შორის - 6 ნარკორეალიზატორი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. მათი უკანონო საქმიანობის გამოვლენის და დაკავების მიზნით თბილისში, ფონიჭალაში, გარდაბანსა და მარნეულში ჩატარდა სპეციალური ოპერაციები.

 


შედეგად, ამოღებულია 1,5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, 81 აბი „მდმა“, 50 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

 


შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ებრძვის ქურდულ სამყაროს და მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი, 8 პირი დააკავეს.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომლითაც კიდევ უფრო ეფექტური ხდება ბრძოლა ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ, მკაცრდება სასჯელი და დანაშაულად ცხადდება მთელ რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა.

 


სამართალდამცველებს კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ყველა პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ორგანიზებულ დანაშაულთან.

 


მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოსდა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. არის ქურდული სამყაროს წევრი, არის მცდარი! სამართალდამცველებთან გასაუბრების შედეგად, მან თავად განაცხადა, რომ არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი. ამ კონკრეტულმა პირმა უკვე დატოვა საქართველო.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთსა და გურიაში ყაჩაღობის 5 ფაქტი გაიხსნა. გარდა ამისა, იმერეთში გახსნილია ჯგუფური ყაჩაღობის 1 ფაქტი და ყაჩაღობის მომზადების 1 ფაქტი. კერძოდ, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქუთაისში საცხოვრებელ სახლში შეჭრას და ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია: ნიღბები, გადაჭრილი თოფი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები. გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია ქურდობის ფაქტები და ქურდობის 8 ფაქტზე დაკავებულია 9 პირი, კერძოდ: იმერეთში - 2, აჭარაში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 5. იმერეთში კი პოლიციამ ქურდობის ერთი ფაქტი აღკვეთა და 3 პირი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ბინიდან ნივთების მოპარავას ცდილობდნენ. თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. აჭარაში ქურდობისთვის დაკავებულ ორ პირს ბათუმში, ქობულეთში და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლების ქურდობის არაერთ ფაქტში ედებათ ბრალი.

 


სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით, თბილისში, სომხეთის 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები რკინიგზის სადგურზე არსებული „ოქროს ბირჟის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყალბ ოქროს ზოდებს ყიდიდნენ. პოლიციამ აღნიშნული პირები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი სხვადასხვა მეტალის შემცველ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის მქონე, 100 გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ. ერთი ზოდის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარზე მეტს შეადგენდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ყალბი ოქროს ერთი ზოდი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას და დანაშაულის თითოეულ ფაქტს ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.

 


ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 109
#109   Lily
      
References:


Neosurf casino scam check https://text.dsf.hs-heilbronn.de
4 ოქტომბერი 2026 14:42
#108   Ilana
      
References:


Neosurf casino payment method australia http://pandora6666.com/
4 ოქტომბერი 2026 14:26
#107   Brenda
      
References:


Neosurf deposit bonus casino neosurf casino deposit bonus
australia
4 ოქტომბერი 2026 12:15
#106   Felipe
      
References:


Aussie pokies payid $10 payid pokies
2 ოქტომბერი 2026 09:48
#105   Noella
      
References:


Real money pokies payid $5
payid pokies australia
1 ოქტომბერი 2026 19:30
#104   Emory
      
References:


1 minimum deposit casino australia payid payid minimum deposit pokies
1 ოქტომბერი 2026 07:12
#103   Yukiko
      
References:


Online pokies real money payid winnipegasians.com
29 სექტემბერი 2026 20:09
#102   Annmarie
      
References:


Top 10 payid pokies same day payout
pokies payid
29 სექტემბერი 2026 13:41
#101   Felix
      
References:


Top rated payid pokies https://guyads.com
28 სექტემბერი 2026 16:07
#100   Jonelle
      
25 სექტემბერი 2026 15:29
#99   Marc
      
References:


Casino ohne anmeldung sofort https://dahuafu.us/?29982
24 სექტემბერი 2026 17:19
#98   Winifred
      
24 სექტემბერი 2026 13:01
#97   Cesar
      
References:


Payid pokies no deposit bonus how
to play pokies with payid
23 სექტემბერი 2026 07:11
#96   Shay
      
References:


Casino sofort auszahlung Sofort Casinos Deutschland
23 სექტემბერი 2026 01:09
#95   Celeste
      
22 სექტემბერი 2026 22:07
#94   Samara
      
References:


Sofort Casino Auszahlungsdauer https://codimd.syssec.org/
22 სექტემბერი 2026 21:58
#93   Carin
      
22 სექტემბერი 2026 12:28
#92   Stephany
      
References:


Online sofortüberweisung casino docs.monadical.com
22 სექტემბერი 2026 05:49
#91   Lane
      
References:


Neue Online Casinos mit Sofort git.arteneo.pl
22 სექტემბერი 2026 04:04
#90   Luca
      
References:


Seriöses online casino mit sofortüberweisung online
sofortüberweisung casino
22 სექტემბერი 2026 01:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი