ესპანეთის სასამართლომ, კატალონიის 8 ყოფილი მინისტრის დაპატიმრების შემდეგ, კარლეს პუჩდემონის და მისი 4 მოკავშირის დაპატიმრების ორდერი გასცა
04-11-2017, 08:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ესპანელმა მოსამართლემ კატალონიის პრეზიდენტობიდან გადაყენებული კარლეს პუჩდემონის და ოთხი მისი მოკავშირის, რომლებიც ბელგიაში იმყოფებიან, დაპატიმრების ორდერი გასცა.

 


პუჩდემონმა განაცხადა, რომ იგი ესპანეთში მანამ არ აპირებს დაბრუნებას, სანამ მადრიდისგან სამართლიანი სასამართლოს გარანტიას არ მიიღებს.

 

 

ბელგია შეისწავლის პუჩდემონზე გაცემული „ორდერს“, როგორც ეს სააგენტო AFP -ს პროკურორის წარმომადგენელმა განუცხადა.

 

 

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული 8 მინისტრის პატიმრობაში აყვანის გადაწყვეტილება 2 ნოემბერს მიიღო.

 


სახელმწიფო ბრალმდებლებმა ასევე ბელგიაში მყოფი კატალონიის დათხოვნილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის და ოთხი სხვა იმ მაღალი თანამდებობის პირის, რომელიც სასამართლოზე არ გამოცხადდა, დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვეს.

  

 

BBC-ის ცნობით, პროკურორებმა მოსამართლეს რეგიონის 9 ყოფილი მინისტრიდან 8-ის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართეს.

 

 

კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრები ხუთშაბათს მადრიდში სასამართლო სხდომაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

 

 

მათ ბრალი აჯანყებაში, ამბოხებისკენ მოწოდებასა და საზოგადოებრივი თანხების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.

 

 

დაკავებულებს შორის არიან: ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი.

 

 

პროკურორების მოთხოვნით 50 000 ევროს ოდენობის გირაო შეეფარდა ყოფილ ბიზნესის მინისტრს, სანტი ვილას. იგი მანამდე გადადგა, ვიდრე კაპატლონიის პარლამენტი 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დეკლარაციას უყრიდა კენჭს.

 

 

1-ლი ოქტომბრის სადავო დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, კატალონიის რეგიონული მთავრობის დათხოვნილი ლიდერები აჯანყების და ამბოხების მოწოდების ბრალდებებით ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს წინაშე ხუთშაბათს წარსდგნენ.

 


როგორც BBC იუწყება, მადრიდში, სასამართლოზე ბრალდების მხარისათვის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად 2 ნოემბერს 9 ყოფილი ოფიციალური პირი მივიდა, მაგრამ მათ შორის არ ყოფილან კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი და ოთხი სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რომელთაც სასამართლოს გამოძახების უწყების იგნორირება მოახდინეს. 

 

 

 


პუჩდემონმა, რომელიც ამჟამად ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება, უფრო ადრე განაცხადა, რომ „ეს პოლიტიკური სასამართლო პროცესია“.

 

 

კატალონიის გადაყენებულმა პრეზიდენტმა 31 ოქტომბერს კი თქვა, რომ იგი ბელგიაში იმისათვის არ ჩასულა, რომ იქ თავშესაფარი მოითხოვოს.

 


მას შემდეგ რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მისცა ხმა, პუჩდემონი ბრიუსელში, რამდენიმე კოლეგასთან ერთად საჯაროდ სამშაბათს გამოჩნდა და განაცხადა, რომ იგი არ ცდილობს გაექცეს სამართალს, მაგრამ სურს შეძლოს თავისუფლად ისაუბროს.

 


მან პრესკონფერენციაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მისი ლიდერობით გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა.

 


პუჩდემონმა ასევე თქვა, რომ იგი 21 დეკემბრის კატალონიის ვადამდელი არჩევნების შედეგებს მიიღებს.

 


„მე მსურს მკაფიო ვალდებულება სახელმწიფოსაგან. პატივს სცემს სახელმწიფო შედეგებს, რომელმაც შესაძლოა მისცეს სეპარატისტულ ძალებს უმრავლესობა?“ ჰკითხა პუჩდემონმა ჟურნალისტებს.

 


კატალონიის გადაყენებულ ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ რამდენი ხანი დარჩება ბელგიაში, მაგრამ განაცხადა, რომ იგი დაბრუნდება მას შემდეგ, რაც ესპანეთის მთავრობა „გარანტიებს“ მისცემს.

 


მან თქვა, რომ ესპანეთის მთავარი პროკურორის ნაბიჯებმა, ბრალი წაუყენოს მას და კაბინეტის სხვა წევრებს იმ მუხლებით, რომელიც 30-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, აჩვენა ცენტრალური ხელისუფლების აგრესიის მოცულობა.

 

 

კომენტარები: 16
#16   Asa
      
References:


Kansas casinos https://hackmd.okfn.de/s/HJVUwEQbMe
11 ივნისი 2026 10:16
#15   Jefferson
      
References:


Casino madrid https://skyscrapperwiki.site/
10 ივნისი 2026 21:56
#14   Shannan
      
References:


Progressive slots school-of-safety-russia.ru
10 ივნისი 2026 01:30
#13   Monty
      
References:


Best casino bookmarkdaily.site
9 ივნისი 2026 13:53
#12   Candida
      
6 ივნისი 2026 11:03
#11   Lemuel
      
References:


Instant Casino Konto erstellen

References:
https://school-of-safety-russia.ru/user/hubcapbush9/
5 ივნისი 2026 07:20
#10   Caitlyn
      
References:


Casino cancun https://hackmd.okfn.de/
5 ივნისი 2026 05:24
#9   Ernesto
      
References:


William hill casino login http://www.annunciogratis.net/author/julyage53
5 ივნისი 2026 04:13
#8   Brigitte
      
References:


Portugues online https://bridgedesign.space
5 ივნისი 2026 03:32
#7   Gilda
      
References:


Casino online subtitrat http://uchkombinat.com.ua/
5 ივნისი 2026 02:04
#6   Latashia
      
References:


Blackjack probability madk-auto.ru
5 ივნისი 2026 01:07
#5   Christal
      
References:


Casino 7 red madk-auto.ru
4 ივნისი 2026 18:53
#4   Chauncey
      
References:


Burswood casino perth https://neoclassical.space
4 ივნისი 2026 16:36
#3   Chandra
      
References:


Silver legacy casino https://molchanovonews.ru
4 ივნისი 2026 16:23
#2   Oren
      
References:


Best online betting ancientroman.space
3 ივნისი 2026 00:06
#1   ურან379
      
საქართველოს ხელისუფლებავ,ისწავლე ქვეყნის მართვა და არა სასურველი ხალხის თანამდებობებზე დასმა!
3 ნოემბერი 2017 23:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი