ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ქართული ავიაციის 25-ე წლის იუბილე აღინიშნა
19-09-2017, 06:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე ქართული ავიაციის 25-ე წლის იუბილე აღინიშნა.

 


საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მაღალი რანგის ოფიცრები დაესწრნენ.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართული ავიაციის 25-ე წლისადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 


თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ქართული ავიაციის 25-ე წლის იუბილე მიულოცა. ლევან იზორიამ ყურადღება განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა, მინისტრის თქმით სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილია არსებული ტექნიკის მოდერნიზება და უპილოტო საფრენი აპარატების შეძენა.

 


„თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვა. ლევან იზორიამ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს 7,62X54 მმ სნაიპერული შაშხანა, გენერალ-მაიორმა კი, ორ სამხედროს ტაბელური იარაღი გადასცა.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ოცი და მეტი წლის უმწიკვლო სამსახურისათვის, ვიცე-პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ ხუთი სამხედრო მოსამსახურე, ერთი სამხედრო კი, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ მეორე ხარისხის მედლით დააჯილდოვა.

 


ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალექსეევკას შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე მოწვეული სტუმრებისთვის საავიაციო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო.

 


ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

 


1921 წლის თებერვალში, ქართველი სამხედრო მფრინავები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ, რა დროსაც, თბილისთან, მოწინააღმდეგეზე რამდენიმე წარმატებული იერიში განახორციელეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც 1993 წელს მთავარ სამმართველოდ გადაკეთდა.

 


2010 წლის გაზაფხულზე სამხედრო-საჰაერო ძალები საავიაციო ბრიგადის სახით, სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა. დღეისთვის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაშია.

 

 

ბოლო პერიოდში, ქართულ სამხედრო ავიაციაში მფრინავი და საინჟინრო-ტექნიკური შემადგენლობის კვალიფიკაცია და საბრძოლო მომზადების დონე საგრძნობლად ამაღლდა, რაც სწავლებებისა და წვრთნების კუთხით, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა.

 


მოკავშირე ქვეყნების დახმარებით, ქართული სამხედრო განათლების სისტემა დაიხვეწა, შედეგად, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ავიაციის ოფიცრებსა და სერჟანტებს ამზადებს“, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 204
#204   Richelle
      
References:


Hitnspin casino spielautomaten http://adrestyt.ru
14 ივნისი 2026 22:04
#203   Merlin
      
References:


Stargames casino https://philosophywiki.space/wiki/DE_Kings
11 ივნისი 2026 18:17
#202   Cassandra
      
11 ივნისი 2026 17:14
#201   Deborah
      
11 ივნისი 2026 17:00
#200   Joellen
      
References:


Casino victoria https://telegra.ph
10 ივნისი 2026 03:18
#199   Candra
      
References:


Silversands casino bookmarkdaily.space
10 ივნისი 2026 02:12
#198   Beatriz
      
9 ივნისი 2026 14:10
#197   Kurt
      
References:


Club regent casino https://clipjournal.space/
9 ივნისი 2026 06:25
#196   Sallie
      
References:


Blackjack promotions login https://materialwiki.site/wiki/888_Casino_App_Download_fr_iPhone_Android
8 ივნისი 2026 18:50
#195   Indiana
      
8 ივნისი 2026 04:44
#194   Adrian
      
7 ივნისი 2026 17:07
#193   Mickey
      
References:


Blackjack practice https://500px.com/p/hwangkbrburks

References:
https://500px.com/
7 ივნისი 2026 16:18
#192   Meri
      
References:


What is a pci slot https://terry-fernandez.hubstack.net/bester-casino-bonus-osterreich-mai-2026-aktuelle-codes
7 ივნისი 2026 10:53
#191   Vince
      
References:


Cherokee casino nc http://www.qazaqpen-club.kz/en/user/soillotion7/
7 ივნისი 2026 06:36
#190   Tegan
      
References:


The rivers casino https://dancewiki.site
3 ივნისი 2026 19:40
#189   Dawn
      
2 ივნისი 2026 22:02
#188   Leandra
      
31 მაი 2026 12:22
#187   Mira
      
References:


Casino aachen https://abelqmlq169626.blogcudinti.com
31 მაი 2026 10:43
#186   Rufus
      
References:


Sandia casino gardenwiki.site
27 მაი 2026 16:51
#185   Gisele
      
References:


Casino security

References:
chesswiki.site
24 მაი 2026 17:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 11წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი