შსს: 100 ქულის ამოწურვის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იქნება დასაშვები მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა
01-07-2017, 04:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2017 წლის 1-ლი ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში.

 


შსს-ს ცნობით, ცვლილებების თანახმად, ამოქმედდა მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. ასევე, გამკაცრდა ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის და საგზაო უსაფრთხოების წესები.

 


მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან თითოეულ იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას მიენიჭა 100 ქულა, რომელიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე. აღსანიშნავია, რომ მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა კალენდარული წლის განმავლობაში დასაშვები იქნება მხოლოდ ერთხელ.

 

 

2018 წლიდან, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას ასევე მიენიჭება 100 ქულა, რომელიც მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ძალაში იქნება. საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებას. მძღოლს, სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის დარიცხვასთან ერთად, მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის შესაბამისად დააკლდება ქულა.

 


კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობის 0-მდე შემცირება იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მართვის უფლების შეჩერებას 1 წლის ვადით. მართვის უფლების ვადამდე აღდგენა შესაძლებელია, თუ პირი წარმატებით ჩააბარებს მართვის უფლების მისაღებ გამოცდას. მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა კალენდარული წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, მართვის უფლების გაუქმების რისკის შესახებ გააფრთხილებს იმ პირს, რომლის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 50 ქულამდე, შემდეგში კი - 20 ქულამდე შემცირდება, თუ იგი ფლობს ამ პირის შესახებ შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას. საჯარიმო ქვითარზე, ფულადი ჯარიმის ოდენობასთან ერთად, მითითებული იქნება სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული ქულა და მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულების ოდენობა.

 


მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალი მობილური აპლიკაცია „SAGENCY”-ის და სააგენტოს ვებ-გვერდის „SA.GOV.GE”-ს მეშვეობით მიიღონ.

 


ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე, ასევე, ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

 


2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის „უკონტაქტო პატრულირება“. პოლიციას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეძლევა უფლება, თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა, აგრეთვე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.

 


უკონტაქტო პატრულირების განხორციელების არეალის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში.

 


უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ფულადი ჯარიმა იწერება.

 


მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და რეგიონებში, მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ. ბუკლეტებში საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირებაზე, ასევე, ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და სხვა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

 

 

კომენტარები: 35
#35   Esmeralda
      
References:


Joy casino bonus Spielhalle Utrecht
17 ივნისი 2026 16:31
#34   Mildred
      
9 ივნისი 2026 20:42
#33   Letha
      
References:


Suncoast casino https://molchanovonews.ru/user/indexyam4/
9 ივნისი 2026 20:31
#32   Felipe
      
References:


Valley view casino san diego yatirimciyiz.net
9 ივნისი 2026 16:08
#31   Darryl
      
References:


Red garter casino park-bonde-3.thoughtlanes.net
9 ივნისი 2026 13:11
#30   Cecil
      
9 ივნისი 2026 09:40
#29   Stella
      
9 ივნისი 2026 06:57
#28   Mireya
      
References:


Random number generator online roadwiki.site
6 ივნისი 2026 14:35
#27   Elvira
      
References:


21 black jack online subtitulada telegra.ph
6 ივნისი 2026 13:40
#26   Alena
      
References:


Cliff castle casino https://telegra.ph
6 ივნისი 2026 10:06
#25   Alicia
      
References:


Oaks casino towers http://www.bmw-workshop.com/
6 ივნისი 2026 09:43
#24   Marcella
      
References:


Plenty jackpots hedgedoc.info.uqam.ca
5 ივნისი 2026 07:38
#23   Gonzalo
      
References:


Reef casino https://pad.geolab.space/
5 ივნისი 2026 07:10
#22   Christen
      
References:


Make money online australia https://roadwiki.site/
5 ივნისი 2026 01:59
#21   Evonne
      
References:


Casino campione d'italia https://gratisafhalen.be
5 ივნისი 2026 01:44
#20   Julio
      
4 ივნისი 2026 19:36
#19   Earle
      
4 ივნისი 2026 17:58
#18   Celina
      
References:


Casino hull https://500px.com/
4 ივნისი 2026 17:57
#17   Deloras
      
4 ივნისი 2026 17:46
#16   Darnell
      
References:


Valley view casino seating chart molchanovonews.ru
4 ივნისი 2026 17:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი