დონალდ ტრამპი: „არსებობს შანსი, რომ ჩვენ დიდ, დიდ კონფლიქტამდე მივიდეთ ჩრდილოეთ კორეასთან. აბსოლუტურად“
28-04-2017, 00:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან, მისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო, მსხვილი მასშტაბის კონფლიქტი შესაძლებელია, მაგრამ იგი დიპლომატიური გზით გამოსავლის მოძებნას ამჯობინებდა.

 


„არსებობს შანსი, რომ ჩვენ დიდ, დიდ კონფლიქტამდე მივიდეთ ჩრდილოეთ კორეასთან. აბსოლუტურად“, უთხრა ტრამპმა „Reuters“-ს ოვალურ ოფისში, ექსკლუზიური ინტერვიუსას - საპრეზიდენტო უფლებამოსილების შედგომიდან 100 დღის შესრულებამდე ორი დღით ადრე.

 


მიუხედავად ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს მშვიდობიანად გადაწყვიტოს კრიზისი, რომელმაც სატანჯველი შეუქმნა შეერთებული შტატების მრავალ პრეზიდენტს.

 


„ჩვენ გვსურს საკითხები დიპლომატიურად გადავწყვიტოთ, მაგრამ ეს ძალიან რთულია“, თქვა მან.

 

 

 

 

 


42-წუთიან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს სამხრეთ კორეამ შეერთებულ შტატებს გადაუხადოს THAAD-ის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის საფასური, რაც მისი შეფასებით 1 მილიარდი აშშ დოლარია და განზრახული აქვს, სეულთან ღრმა სავაჭრო დეფიციტის გამო, გადახედოს ან დაასრულოს შეერთებული შტატების თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება სამხრეთ კორეასთან.

 


შეკითხვაზე, როდის გამოაცხადებს მის ამ განზრახვას, გადაიხედოს აღნიშნული ხელშეკრულება, ტრამპმა თქვა: „ძალიან მალე. მე ვაცხადებ ამას ახლა“.

 


მან ასევე დაიჩივლა, რომ საუდის არაბეთი არ იხდის სამართლიან წილს შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებული თავდაცვისთვის.

 


ქსი „ძალიან მძლავრად ცდილობს“

 


ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა მისი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. მან გულუხვად შეაქო ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ძინპინგი ფხენიანის შეკავების მცდელობაში ჩინეთის მიერ გაწეული დახმარების გამო. ორი ლიდერი აპრილის დასაწყისში ერთმანეთს ფლორიდაში შეხვდა.

 


„მე დარწმუნებული ვარ, იგი ძალიან მძლავრად ცდილობს. მას რა თქმა უნდა, არ სურს იხილოს ალიაქოთი და სიკვდილი. მას არ სურს იხილოს ეს. ის კარგი კაცია. ის ძალიან კარგი კაცია და მე მას ძალიან კარგად ვიცნობ.

 


„მას უყვარს ჩინეთი და მას უყვარს ჩინელი ხალხი. მე ვიცი, მას სურს იყოს შემძლე იმისა, რომ მოახერხოს რაღაც. იქნებ შესაძლოა, რომ მას არ შეუძლია“, თქვა ტრამპმა.

 

 

 

 

 


ტრამპის აღნიშნულ განცხადებებამდე ერთი დღით ადრე მისმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებმა შეერთებული შტატების სენატორებს ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხე გააცვნეს. ტრამპის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს ჩრდილოთ კორეა „სასწრაფო ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად“ გამოაცხადა.

 


„შეერთებული შტატები ცდილობს სტაბილურობას და კორეის ნახევაკუნძულის ბირთვულ განიარაღებას მშვიდობიანი გზით“, ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის, თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის და ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორის, დენ კოუტის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

 


„ჩვენ ვრჩებით ღია ამ მიზნისადმი მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვრჩებით მზადყოფნაში დავიცვათ ჩვენი თავი და მოკავშირეები.

 


„პრეზიდენტის მიდგომა მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლას ჩვენ მოკავშირეებთან და რეგიონულ პარტნიორებთან ერთად ეკონომიკური სანქციების გაძლიერებით და დიპლომატიური ღონისძიებებით მოახდინოს მისი ბირთვული, ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის გავრცელების პროგრამის დემონტაჟი“, აღნიშნულია განცხადებაში.

 


შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამხედრო დარტყმები დღის წესრიგში რჩება, მაგრამ ამის პერსპექტივაზე დიდ ხაზგასმას არ აკეთებენ, იმის მიუხედავად, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კორეის ნახევარკუნძულის ტერიტორიულ წყლებში საკუთარი ძალების დემონსტრირებისთვის ავიამზიდი და ბირთვული წყალქვეშა გემი გაგზავნა.

 


ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი პირდაპირი სამხედრო ქმედება ჩრდილოეთ კორეელების მასობრივი სამაგიეროს გადახდის და იაპონიასა და სამხრეთ კორეაში და ორივე ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში უზარმაზარი მსხვერპლის რისკს შეიცავს.

 


„იმედი მაქვს, რომ იგი რაციონალურია“

 


ტრამპმა, შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს გონიერ ადამიანად, თქვა, რომ იგი გამოდის იმ მოსაზრებიდან, რომ ის რაციონალურია. მან აღნიშნა, რომ კიმი მისი ქვეყნის სათავეში ადრეულ ასაკში მოვიდა.

 


„იგი 27 წლისაა. მამამისი გარდაიცვალა და რეჟიმის სათავეში მოვიდა. ეს ადვილი არ არის, განსაკუთრებით ამ ასაკში.

 


„მე მას კი არ ვაქებ ან კი არ ვაღიარებ, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ძალიან ძნელია. ამგვარად, ის რაციონალურია თუ არა, ამაზე აზრი არ გამაჩნია. იმედი მაქვს, რომ იგი რაციონალურია“, თქვა მან.

 


ტრამპმა, „კოკა-კოლა“-ს მოწრუპვით, რომელიც მისმა თანაშემწემ მას შემდეგ შემოუტანა, რაც მან მის მაგიდაზე ღილაკს დააჭირა ხელი - კომენტარი გააკეთა ტაივანის თემაზე. მან პრეზიდენტის, ცაი ინგ-ვენისაგან მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივას წინააღმდეგობა გაუწია მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწყისში მასსა და ტაივანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარმა სერიოზული წუხილი წარმოშვა პეკინში. 

 

 


ჩინეთი მეზობელ ტაივანს მის განდგომილ პროვინციად მიიჩნევს.

 


„ჩემი პრობლემა ისაა, რომ მე ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა დავამყარე პრეზიდენტ ქსისთან“, განაცხადა ტრამპმა. „მე ნამდვილად მაქვს შეგრძნება, რომ ის ყველაფერს აკეთებს მისი შესაძლებლობის ფარგლებში, დაგვეხმაროს ჩვენ დიდ სიტუაციაში. ამგვარად, მე არ მინდა ამ დროს მისთვის სირთულეების გამომწვევი ვიყო.

 

 

 

 

 


„ასე რომ, მე რა თქმა უნდა მინდა, პირველად მას დაველაპარაკო“, განაცხადა ტრამპმა.

 

 

კომენტარები: 211
#211   Dominique
      
References:


Slot machine games http://iwlnx.com
11 ივნისი 2026 10:46
#210   Lona
      
References:


Online casino mit startguthaben https://pad.stuve.de/s/jdJLrzbOR-
9 ივნისი 2026 20:28
#209   Mitzi
      
References:


Red earth casino firsturl.de

References:


Windsor casino https://urlscan.io/result/019e65bc-0a88-778f-8935-e95b7ffc8a81/

References:
https://urlscan.io/
9 ივნისი 2026 19:22
#208   Branden
      
9 ივნისი 2026 07:12
#207   Brianna
      
References:


Sport betting online https://www.youtube.com/redirect?q=https://de.trustpilot.com/review/der-wikinger-shop.de
8 ივნისი 2026 21:59
#206   Alecia
      
References:


Casino games slots https://gratisafhalen.be/author/rootzinc18/
8 ივნისი 2026 21:23
#205   Oliva
      
References:


Live online casino https://forum.exciteme.ca
8 ივნისი 2026 20:58
#204   Lavada
      
References:


Video poker odds https://skyscrapperwiki.site/wiki/Social_Casino_Deutschland_mit_Top_Slots_Boni
8 ივნისი 2026 17:32
#203   Ashley
      
References:


River rock casino richmond https://hackmd.okfn.de/s/B1M_9u7lfx
8 ივნისი 2026 11:39
#202   Fannie
      
References:


29 casino https://clearcreek.a2hosted.com/index.php?action=profile;area=forumprofile;u=186
1065

References:
https://clearcreek.a2hosted.com/
8 ივნისი 2026 10:21
#201   Nidia
      
References:


West virginia casino https://may22.ru/user/dryersort01/
8 ივნისი 2026 09:39
#200   Bart
      
References:


Telly talkies https://concretewiki.site/wiki/Alles_ber_Einzahlungen
7 ივნისი 2026 19:53
#199   Lavada
      
7 ივნისი 2026 14:00
#198   Lynell
      
References:


Casino santa fe https://g.clicgo.ru/user/goldletter1/
7 ივნისი 2026 12:19
#197   Dino
      
References:


Casino pechanga https://neoclassical.space/
7 ივნისი 2026 10:51
#196   Elyse
      
References:


Fairmont quebec https://prpack.ru/user/paperdinner4/
7 ივნისი 2026 09:38
#195   Skye
      
References:


Casino aachen https://www.udrpsearch.com
7 ივნისი 2026 08:37
#194   Sue
      
References:


River palms casino laughlin martinsen-fog-2.hubstack.net
7 ივნისი 2026 08:17
#193   Genevieve
      
7 ივნისი 2026 06:28
#192   Earl
      
References:


Best casinos online hackmd.okfn.de
7 ივნისი 2026 04:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 11წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი