პოლიციამ თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა - 5-მა პირმა ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ერთი პირი ფულის გამოძალვის მიზნით მისივე ავტომანქანით გაიტაცა
26-02-2017, 08:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, სამგორის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თბილისში მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 5 პირი დააკავეს.

 

 

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი: 1960 წელს დაბადებული ზ.კ., 1957 წელს დაბადებული ქ.ო., 1967 წელს დაბადებული გ.ვ., 1970 წელს დაბადებული ნ. გ. და 1968 წელს დაბადებული ო.მ., მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ფულის გამოძალვის მიზნით, 1974 წელს დაბადებული რ.ა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვის მიმართულებით გაიტაცეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

 


პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანის“ ტიპის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ერთჯერადი ხელბორკილები, ნიღბები, ცივი იარაღი, თავზე ჩამოსაცმელი ტომარა, ღვედები, წებოვანი ლენტი და დაზარალებულისთვის წართმეული 5600 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 


გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 19
#19   Dorthea
      
11 ივნისი 2026 05:56
#18   Augusta
      
References:


Usa online casinos headlinebeacon.space
10 ივნისი 2026 14:04
#17   Florentina
      
References:


Winner casino https://literaturewiki.site
9 ივნისი 2026 21:20
#16   Lashay
      
9 ივნისი 2026 14:10
#15   Susana
      
9 ივნისი 2026 10:32
#14   Lovie
      
References:


Online game websites https://a-taxi.com.ua/user/beastwrench83/
8 ივნისი 2026 15:59
#13   Carla
      
References:


Indianapolis casino 24propertyinspain.com
5 ივნისი 2026 06:53
#12   Jerrell
      
References:


Instant Casino Auszahlungsdauer

References:
http://adrestyt.ru/user/fowlmint9/
5 ივნისი 2026 05:38
#11   Felisha
      
References:


Casino perth snyder-kanstrup.federatedjournals.com
5 ივნისი 2026 02:51
#10   Jami
      
References:


Cda casino peatix.com
5 ივნისი 2026 02:17
#9   Leland
      
5 ივნისი 2026 01:52
#8   Basil
      
References:


Casino drive lagny https://notes.medien.rwth-aachen.de
5 ივნისი 2026 01:27
#7   Mel
      
References:


Mobile roulette nomadwiki.space
5 ივნისი 2026 01:14
#6   Riley
      
References:


Polina gagarina liberalwiki.space
4 ივნისი 2026 22:52
#5   Hilton
      
References:


Casino riviera stensgaard-vega-2.thoughtlanes.net
4 ივნისი 2026 17:43
#4   Lois
      
References:


Casinos en france https://pad.stuve.uni-ulm.de
4 ივნისი 2026 16:58
#3   Zac
      
4 ივნისი 2026 10:33
#2   Ada
      
References:


Online casino game https://skitterphoto.com
3 ივნისი 2026 20:02
#1   Tegan
      
References:


Casino night zone https://sundaynews.info/user/flatscarf52
27 მაი 2026 13:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი