თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა
06-01-2017, 08:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას ციხის გარეთ მისი ოჯახის წევრები, შვილები და ამავე დროს მხარდამჭერები ოვაციით დახვდნენ.

 

 

უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე გიგი უგულავას პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განუსაზღვრა, პატიმრობის ვადის ათვლა კი 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, ამ ვადის გათვალისწინებით, უგულავა საპატიმროდან 9 იანვარს უნდა გათავისუფლებულიყო.

 


თუმცა, მისივე განმარტებით, „პატიმრობის კოდექსში“ არსებული ჩანაწერის მიხედვით, პირის გათავისუფლება ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა მოხდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს დღე უქმე დღეა, მაშინ უფრო ადრე, წინა სამუშაო დღეს უნდა გათავისუფლდეს.



„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გიგი უგულავას მიერ მოსახდელი სასჯელის ვადამ შეადგინა 1 წელი, 3 თვე და 22 დღე. ეს თარიღი იწურება 2017 წლის 9 იანვარს. "პატიმრობის შესახებ" საქართველოს კოდექსის მიხედვით, წინა დღეს უნდა მოხდეს პირის გათავისუფლება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, როდესაც სასჯელის ვადა იწურება. 9 იანვრის წინა დღე არის 8 იანვარი, კვირა დღე. "პატიმრობის შესახებ" კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, თუ უქმე დღე ემთხვევა გათავისუფლების დღეს, მაშინ უნდა გათავისუფლდეს პირი წინა სამუშაო დღის ბოლომდე. 8 იანვრის წინა დღე არის 7 იანვარი - შობა - უქმე დღე, შესაბამისად, პარასკევს, დღეს უნდა მოხდეს გიგის გათავისუფლება. კანონის ლოგიკა ასეთია. მკაფიო ჩანაწერი არის ეს და ჩვენ ველოდებით, რომ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება მიიღებს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბექა ბასილაიამ ცოტა ხნის წინათ „რუსთავი 2“-თან პირდაპირი ჩართვისას.

 

 

სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამდე პოლიტიკა საქართველოში იქნება უკიდურესად რადიკალური, - აღნიშნული განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ე.წ. მატროსოვის ციხის ეზოში გააკეთა.

 


როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას უგულავამ აღნიშნა, "საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანაა რომ ეს პროცესი დასრულდეს".

 

 

"პირველ რიგში, მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც ამ ციხეში იმყოფება და რომლებიც სხვა საპატიმროებში არიან. ჩვენ არ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი პარტიის პოლიტპატიმარი და სხვისი პარტიის პოლიტპატიმარი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანაა რომ ეს პროცესი დასრულდეს. თუ ჩემი დღეს გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი. მაგრამ სამუშაო ამ მიმართულებით არის ძალიან ბევრი. და მე მინდა ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამდე პოლიტიკა საქართველოში იქნება უკიდურესად რადიკალური. იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი ამაზე იქნება ყოველთვის უმრავლესობა და ყოველთვის მთავრობა. თუ ჩვენ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, მათ შორის, ეკონომიკური პრობლემები, თუ ჩვენ გვინდა მოვაგვაროთ ყველა სხვა დანარჩენი პრობლემა, რომელიც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს და მძიმე ტვირთად ადევს, ამისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯი არის ის, რომ მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს, ჩემის აზრით, ყველაზე ადვილად და ყველაზე ღირსეულად შეუძლია ისევ მთავრობას და უმრავლესობას - თუ ის გადადგამს ვაჟკაცურ ნაბიჯს და გამოაცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას. ამით ის შეძლებს მთლიანად გადავშალოთ ის ფურცელი და კონსოლიდირებულად, ჩვენ ოპოზიციიდან, მათ ხელისუფლებიდან გავაგრძელოთ ამ ქვეყნისთვის ზრუნვა.... თუ ამას ვერ აკეთებს მთავრობა, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა", - განაცხადა უგულავამ.

 

 

კომენტარები: 20
#20   Earl
      
References:


Santa claran casino ross-grossman-4.federatedjournals.com
9 ივნისი 2026 19:48
#19   Jerald
      
References:


Casino admiral http://iwlnx.com
9 ივნისი 2026 13:43
#18   Catherine
      
9 ივნისი 2026 13:10
#17   Basil
      
References:


Le st laurent portage telegra.ph
6 ივნისი 2026 21:15
#16   Antje
      
References:


Blackjack promotions login telegra.ph
6 ივნისი 2026 14:03
#15   Forrest
      
6 ივნისი 2026 12:55
#14   Lida
      
References:


Play online cricket games https://www.instapaper.com/
5 ივნისი 2026 06:48
#13   Luciana
      
References:


Instant Casino Konto erstellen

References:
p.mobile9.com
5 ივნისი 2026 05:42
#12   Lenard
      
References:


Video slots pad.stuve.uni-ulm.de
5 ივნისი 2026 04:02
#11   Kaylene
      
References:


Wild horse pass casino az peatix.com
5 ივნისი 2026 02:55
#10   Alisia
      
References:


Meadows racetrack and casino urlscan.io
5 ივნისი 2026 02:16
#9   Sophia
      
References:


What is blackjack https://nomadwiki.space
5 ივნისი 2026 02:06
#8   Gracie
      
References:


Online slot machines real money https://nomadwiki.space/wiki/225_bis_7_000_25_Freispiele
4 ივნისი 2026 22:56
#7   Audra
      
References:


Casino riva https://carwiki.site
4 ივნისი 2026 18:53
#6   Ellen
      
References:


Wild wild west casino https://g.clicgo.ru
4 ივნისი 2026 15:18
#5   Annett
      
References:


Casino washington state http://www.annunciogratis.net/
4 ივნისი 2026 13:53
#4   Errol
      
4 ივნისი 2026 10:04
#3   Ivey
      
References:


Caesars palace las vegas https://topsitenet.com/profile/titlepea5/1871120/
4 ივნისი 2026 08:46
#2   Ariel
      
References:


Shreveport la casinos architecturewiki.site
3 ივნისი 2026 18:29
#1   ძალიანაც კარგი
      
მიმაჩნია, რომ გიგი უნდა იქნეს გათავისუფლებული და უნდა დაუბრუნდეს თავის საქმიანობას
6 იანვარი 2017 08:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი