ომარ ნიშნიანიძე: „ბ-ნი ბიძინაც ამოიღებს ხმას, თუ რაიმე არ მოეწონება“
29-12-2016, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, პროფესორი ომარ ნიშნიანიძე, რომელიც კვლავ გააქტიურებას აანონსებს, მიიჩნევს, რომ ყველაზე მძიმე რაც შეიძლება იყოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, ეს არის ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პროცესები. მისი აზრით, ამ მხრივ „კატასტროფული მდგომარეობა არ არის“ და ქვეყნის სამეზობლოში არსებულ ვითარებასთან შედარებით, „ჩვენ კიდევ მყარად ვდგავართ ფეხზე“, მაგრამ, როგორც ყოფილი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ წევრი და გულშემატკივარი აცხადებს, ამ ეტაპზე გადამწყვეტი არის „მეტი სამუშაო ადგილი და ამას ითხოვს ყველა, რიგითი მოქალაქიდან დაწყებული“. ხოლო რაც შეეხება ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის არჩევნების შემდგომ საზოგადოებასთან მედიის მეშვეობით კონტაქტის შეწყვეტას და მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე აზრის საჯაროდ გამოხატვისაგან თავის შეკავებას, მაშინ როცა წინასაარჩევნოდ იგი საკმაოდ აქტიური იყო, ნიშნიანიძე თვლის, რომ პარლამენტი და მთავრობა „სწორ გზას ადგას და ამ წუთას რაიმე რადიკალური, კრიტიკული განცხადებები მათი ნაბიჯების მიმართ, არ იქნება კარგი და ელოდება ისიც“, თუმცა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ბუნებიდან გამომდინარე, „ამოიღებს ხმას თუ რაიმე არ მოეწონება“.

 


Guardian.ge ომარ ნიშნიანიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

 


Guardian.ge: ბატონო ომარ, აქტიური საპარლამენტო მოღვაწეობის დასრულების შემდეგ სად განაგრძობთ საქმიანობას? ბოლო პერიოდში იშვიათად აკეთებთ ამა თუ იმ საკითხზე კომენტარს, პოლიტიკურ შეფასებებს.

 


ომარ ნიშნიანიძე: გავაქტიურდები მრავალი კუთხით. ზოგადად, აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. ერთი თვის განმავლობაში არ ვჩანდი, ავარიაში მოვყევი (ავტობანზე ავტომანქანა ყინულზე მოცურდა). სამეცნიერო მოღვაწეობას ვეწევი, პროფესორი ვარ სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასე რომ, აქტიურ საქმიანობას ვეწევი. შეხვედრებზე დავდივარ, აქტიური მოქალაქე ვარ. ტელევიზიებიდან ცოტა განრიდებული ვიყავი ამ დღეების განმავლობაში. ძირითადად ქუთაისში მიწევს ყოფნა. აქ რეგიონულ ტელევიზიაში თუ მივალ, თუმცა, ახალი წლიდან უფრო ხშირად ვესტუმრები პარლამენტს ქუთაისში, თბილისშიც რამდენიმეჯერ მაინც, თვის განმავლობაში. მე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ვარ და ამ კუთხით აქტიურობას ვგეგმავ.

 


Guardian.ge: გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთის გუბერნიაში წამყვან თანამდებობაზე განიხილება თქვენი კანდიდატურა. თავად რას გვეტყვით ამის შესახებ და კონკრეტულად რა თანამდებობაზე იგეგმება თქვენი დანიშვნა?

 


ომარ ნიშნიანიძე: არა, ჯერჯერობით არ არის ამაზე ლაპარაკი. თავის დროზე, ადრე იყო, თუმცა, ამ წუთას ამ საკითხზე არ ვართ ფოკუსირებული. მომავალში რა იქნება არ ვიცი. დღესდღეობით მე სამეცნიერო მოღვაწეობას ვეწევი და ლექციებს ვკითხულობ. ვნახოთ მომავალში რა იქნება. ახლა ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

 


Guardian.ge: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან თუ გქონიათ შეხვედრა?

 


ომარ ნიშნიანიძე: არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი ნამდვილად არ მქონია. მე არ მომეცა ნამდვილად ამის საშუალება, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ შევხვდეთ კიდევაც.

 


Guardian.ge: დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას როგორ შეაფასებთ. როგორ ფიქრობთ რა მიმართულებებია წარმატებული ან ნაკლებად წარმატებული. რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული მთავრობის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები? როგორ უყურებთ, გნებავთ აქციზის გაზრდას გარკვეულ პროდუქციაზე, რაც არჩევნების შემდეგ მთავრობამ მოულოდნელად გააჟღერა და რაც არ ყოფილა დაფიქსირებული „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში?

 


ომარ ნიშნიანიძე: ყველაზე მძიმე რაც შეიძლება იყოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, ეს არის ლართან დაკავშირებული პროცესები. ბუნებრივია, კატასტროფული მდგომარეობა არ არის. ჩვენს მეზობლებთან შედარებით, ჩვენ კიდევ მყარად ვდგავართ ფეხზე. ბუნებრივია, ლარის გაუფასურებამ გარკვეულწილად იმოქმედა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დასტაბილურდება, კატასტროფა არ არის. მთავრობა ფოკუსირებულია, რომ როგორმე დაარეგულიროს და უკვე შედეგიც გვაქვს - სულ რამდენიმე დღე არის, რაც ლარი უკვე ასე თუ ისე უკან წამოვიდა და გამყარების პროცესი მიდის.

 

 

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო საკითხებს, ამ კუთხით წარმატებები გვაქვს. ევროპასთან, ევროსტრუქტურებთან, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით - წარმატებები ბევრი შეიძლება ჩამოითვალოს. ეს ძალიან კარგი არის, მიხარია. ხელისუფლებაც საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ის 4-პუნქტიანი გეგმა შესრულდება და ქვეყანა სწრაფი განვითარების გზით წავა. გადამწყვეტი ამ წუთას არის მეტი სამუშაო ადგილი და ამას ითხოვს ყველა, რიგითი მოქალაქიდან დაწყებული. თუ ეს პრობლემა გადაიჭრა, მაშინ ქვეყანა უფრო სწრაფი ტემპით წავა წინ. ანუ ეკონომიკის სწრაფი განვითარება მეტ სამუშაო ადგილს მოიტანს. მთავრობის ეკონომიკური პროგრამა მისაღებია. მთავარი არის, რომ ჩვენ ვადროვოთ ხელისუფლებას რამდენიმე თვე, მათ შორის, თუნდაც 100 დღე და გამოჩნდება აი, ამ თუნდაც პროგრამის ავი და კარგი. ასე რომ, ახლა ცხელ გულზე შეფასება ამის და თანაც უარყოფითი, არ მგონია, რომ სწორი იყოს. მე მგონია, რომ ეს პროგრამა მისაღებია და შეფასებებს, უფრო კარგი იქნება თუ გავაკეთებთ გაზაფხულისთვის, მაშინ უფრო ხელშესახები იქნება ასე რომ ვთქვათ ჩვენი განცდა.

 


რაც შეეხება აქციზების გაზრდას, ყველაფერი საარჩევნო პროგრამაში ვერ მოხვდება. არ არის ტრაგედია აქციზების გადიდება ზოგიერთ პროდუქციაზე. მე ჩემი მოსაზრება გამაჩნია, რომ გაზზე აქციზის გაზრდა მთლად გამართლებული არ მგონია. დანარჩენი - ნავთობპროდუქტებზე, სიგარეტზე და ა.შ. შეიძლება. გაზთან დაკავშირებით, რადგან ჩვენს ქვეყანაში მაინც უმეტესობა ჯერჯერობით არის მანქანები, რომლებიც ბენზინის მომხმარებელია, გამონაბოლქვი დიდია და ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა, ამიტომ მგონია, რომ რაც უფრო მეტი მანქანა გადავა გაზზე, მით უკეთესი. თუმცა, ჩვენ თუ გაზზე ფასების მატებით წავალთ, მაშინ ეს პროცესი შეფერხდება. დანარჩენი მე ვფიქრობ, რომ ნორმალურია და რამე ტრაგედია არ არის.

 


Guardian.ge: ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ იგი არჩევნების ჩატარების შემდეგ (გამომდინარე იქედან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იგი აქტიური იყო) არ ეხმაურება მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს. რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის სიჩუმე და უნდა ველოდოთ თუ არა მის გააქტიურებას ამ კუთხით?

 


ომარ ნიშნიანიძე: ბ-ნი ბიძინა არ არის პრემიერ მინისტრი, ამ შემთხვევაში მას რაიმე საჯარო თანამდებობა არ უჭირავს და ამიტომ ნუ მოვთხოვთ მას იმას, რაც არ არის მისი ვალდებულება. ბ-ნი ბიძინა საარჩევნო პერიოდის წინ აქტიურად იყო ჩართული, რადგან ის ამ პარტიის დამფუძნებელია, ერთ-ერთ ლიდერად რჩება და ეს ბუნებრივი იყო. დღეს დამალული ნამდვილად არ არის, ის არ გაურბის მედიას. მე მგონია, რომ მოვა დრო, ისიც გააკეთებს კომენტარებს. ყოველ შემთხვევაში, ახლა ამ ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობით დაკომპლექტებული პარლამენტი და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, მე ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ადგას და ამ წუთას რაიმე რადიკალური, კრიტიკული განცხადებები მათი ნაბიჯების მიმართ, არ იქნება კარგი და ელოდება ისიც. შედეგები რამდენიმე თვის შემდეგ უფრო გამოჩნდება და ალბათ, მერე კომენტარების უფლება გვექნება ყველას, მათ შორის, მეც, ბ-ნი ბიძინაც ამოიღებს ხმას თუ რაიმე არ მოეწონება. ეს არ არის ისეთი ადამიანი, რომ კარგზე კარგი არ თქვას და ცუდზე ცუდი არ თქვას. ასე რომ, დადგება დრო და ალბათ, ისიც იტყვის თავის სათქმელს.

 

 

 

კომენტარები: 34
#34   Vilma
      
References:


Legiano Casino Live Chat https://spinvai.com
დღეს, 11:40
#33   Frieda
      
References:


Legiano Casino Treueprogramm https://intensedebate.com
გუშინ, 18:11
#32   Bettina
      
References:


Legiano Casino Erfahrungen https://myspace.com/pencarrot94
გუშინ, 15:17
#30   Rich
      
References:


Turning stone casino friendstoask.com
24 ივნისი 2026 06:07
#29   Pearline
      
References:


Casino yellowhead https://mahalkita.ph/@christena99x8
23 ივნისი 2026 14:59
#28   Aliza
      
References:


Online poker game https://fastping24.com
23 ივნისი 2026 00:51
#27   Lionel
      
References:


Slot machine winners https://jmusic.me/vod/@coletteguffey9?page=about
22 ივნისი 2026 15:34
#26   Raymundo
      
References:


How do you play roulette mysocialfeeder.com
21 ივნისი 2026 21:47
#25   Monica
      
References:


%random_anchor_text% https://uznove.uz/user/visesnail4/
21 ივნისი 2026 19:36
#24   Selena
      
21 ივნისი 2026 14:22
#23   Juan
      
References:


%random_anchor_text% https://dle105.lestor.org
21 ივნისი 2026 12:48
#22   Kraig
      
References:


Southpoint casino las vegas https://thebookmarkfree.com/
21 ივნისი 2026 06:37
#21   Isabel
      
References:


%random_anchor_text% https://actualites.cava.tn/user/irisplane3/
21 ივნისი 2026 06:34
#20   Twila
      
References:


%random_anchor_text% https://postheaven.net
21 ივნისი 2026 04:15
#19   Jessie
      
References:


Prairie meadows casino https://freebookmarkpost.com/
21 ივნისი 2026 03:24
#18   Lovie
      
References:


Best roulette system https://gaiaathome.eu/
9 ივნისი 2026 18:54
#17   Steven
      
References:


Schecter blackjack atx c 1 concretewiki.site
9 ივნისი 2026 10:52
#16   Thelma
      
6 ივნისი 2026 15:00
#15   Wilburn
      
6 ივნისი 2026 14:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი