ილია მეორე: ღმერთი ადამიანს აძლევს ჯვარს იმის მიხედვით, რამდენის ტარებასაც შეძლებს
15-03-2015, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგების დროს ჯვართთაყვანისცემის დღესასწაულზე ისაუბრა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, თუ ადამიანი მისი ცხოვრების მანძილზე სწორ გზას აირჩევს და უფლის ჯვარს შექმნის, მაშინ ეს ჯვარი მძიმე აღარ იქნება.

 


“დღევანდელ კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება, როცა მართლმადიდებელი ეკლესია თაყვანს სცემს ჯვარსა პატიოსანსა და ამით აძლიერებს ადამიანს, ამით აძლევს მადლს, რომელიც ჯვარს პატიოსანს გააჩნია. ჯვარი უფლისა არის ძალა ღვთისა. ჯვარცმა ადამიანის ერთ-ერთი დამამცირებელი სასჯელი იყო. როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს, ჯვარი გახდა ძალა ღვთისა. ეს ძალა ღვთისა უკვე 20 საუკუნეა იცავს საქართველოს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი იცავს ჩვენს ქვეყანას. ჯვარი ღვთისა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას. უპირველეს ყოვლისა, სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისა, თავისი ცხოვრებით ადამიანმა უნდა შექმნას ჯვარი უფლისა. ამ შემთხვევაში ჯვარი აღარ იქნება მძიმე. ძალიან ხშირად ხალხისგან გვესმის, “რა მძიმე ჯვარი მისცა ადამიანს ღმერთმა”. ღმერთი აძლევს ჯვარს იმის მიხედვით, რამდენსაც შეძლებს, ატაროს. ვმადლობთ უფალს, რომ ყველას ჩვენი ძალის მიხედვით გვაქვს მოცემული ჯვარი და როცა ადამიანი იღლება, თხოულობს, რომ უფალი მივიდეს. ამ ნიადაგზე შეიქმნა საგალობელი “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”. როცა ადამიანს წინსვლის ძალა აღარ აქვს, უფალი მიდის მასთან და ეხმარება მას. ძალა ღვთისა რომ არ იყოს, ადამიანი ვერ შეძლებდა ეტარებინა ჯვარი," ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

 


უწმინდესის განცხადებით, საქართველოს მტერი ვერაფერს დააკლებს, ადამიანებმა კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სამშვიდობო გზაზე გავიდეს.

 


“არასდროს ადამიანი სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს. არ უნდა დაიღალოს მორწმუნე ადამიანი. ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება. ქართველმა ადამიანმა უნდა ებრძოლოს ბოროტებას. ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს. ეს მოხდება. ვერავითარი ბოროტი ძალა ვერაფერს დააკლებს საქართველოს, იმიტომ, რომ უფალი იცავს ჩვენს ქვეყანას და ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას," ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

 

კომენტარები: 9
#9   Mercedes
      
References:


Hammer games pad.geolab.space
11 ივნისი 2026 20:20
#8   Marianne
      
References:


Winward casino neoclassical.space
11 ივნისი 2026 08:43
#7   Ian
      
References:


Hollywood park casino https://buyandsellhair.com/
11 ივნისი 2026 08:05
#6   Jasper
      
References:


Sky vegas https://flashjournal.space/
11 ივნისი 2026 04:50
#5   Nancy
      
References:


Santa ana star casino ancientroman.space
11 ივნისი 2026 03:57
#4   Melanie
      
References:


Wizard of odds blackjack https://headlinelog.space
11 ივნისი 2026 03:55
#3   Waldo
      
References:


Online pokies australia https://500px.com/p/nielsenhmwbank
11 ივნისი 2026 03:52
#2   Kassandra
      
References:


Casino technology http://warblog.hys.cz
10 ივნისი 2026 02:18
#1   Brittany
      
9 ივნისი 2026 11:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი